პოეზია · ლირიკა
თბილისი
მინდა, ავვარდე მამადავითზე,იქ აირჩიე, სულო, ბინა შენ;მინდა უეცრად მუხლზე დავეცეჩემი თბილისის და მზის წინაშე.ჩემო ქალაქო! არ დამაკელიშენ სიხარული მზისგან ფერილი,თავზე გადგია როგორც კანკელი,ცა მოელვარე და აჟღერილი.ვხედავ, ურმები ლორთქა თივებითგზას ახარებენ აჭრიალებით;მტკვარს მოჰყვებიან ფიჭვის ტივები,ვით მოცურავე თეთრი ქალები.სდუღან ოქროს და წითელ ღვარებადკვირა დღეებით შენი ქუჩები,და იცლებიან ოხშივარებადშენს გარეშემო მთები თუჯების.შენს ალაყაფთან მსურს, დავალაგოლექსები, როგორც სისხლის წვეთები...მილიონ ხმებით სავსე ქალაქო,დიდი სატახტო ხარ პოეტების.
1924