პოეზია · ლირიკა
კონსტანტინე ბალმონტს
წითელი რაშებით მზის სხივი დღეს მოდის,დღეს მსურს მას ესმოდეს:გულში სიხარულის ხმაა დაფარული,ბალტონს ჩვენი ვარდი, ბალტონს ჩვენი ქება, ჩვენი სიყვარული.დაუდგათ ფერიებს დილა სიცილისა:ყვავილი დილისამომღერალს მიართვეს ნამით დაცვარული,მგოსანს უგალობეს: შენ ჩვენი სინაზე, ჩვენი სიყვარული.
მგოსანმა ძლიერის ჰანგებით ადიდა შოთა და თამარი.დღეს ის ჩვენთან არი,დღეს ჩვენთან სხივოსნობს მზის მადიდებელი, ცეცხლის მოხარული.მას ჩვენი ოცნება, ჩვენი ნეტარება, ჩვენი სიყვარული.