პოეზია · ლირიკა
სველი ბალადა
მტვრიანი წყალი, ნაფოტი, ბოდვადა ბოლო სიმი გაწყვეტილ ჰანგთაამადეუსი გუშინწინ მოკვდა,სული, რომელსაც ეძინა ჩანგთან.
ორღანი, ბრმა და პოლიფონიაგამები ძარღვთა მსერავი ხმლებით,ბუმბერაზ საფლავთ წევს მაგნოლია;თვისი ფაქიზი ჭაობის ფრთებით.
სულთა მღვიმეებს აკლდათ კანტატალექსის ქსოვილში სიტყვის ნეკნებიგუშინ დავწერე სველი ბალადა,მელანქოლიის ძველი მერქნებით.
გრუხუნი, ელვა, მძიმე ბელტები,დღეს ალიონი კვლავ ძუ მგელია,სამარეებზე დგანან კელტები,სულის ტაძარში სთვლემს ოფელია.
პლანეტის ტახტზე ზის არიელიკონტინენტები უწყვია მუხლზეაღსდგა ყოველი კავკასიელი,სინდისის ძარღვი უელავს შუბლზე.
და სთვლემდა თალხი გალაქტიკაზე,რაღაცა ჰგვრიდა სიზმარში ღიმილს,ყინული გალღვა ანტარქტიდაზეგული ამეწვა, ვით ლამპრის ფითილს.
და ჩვენი სულნი შეშად აწყვია,თვით ეკვატორის ცეცხლის განედზედა დღეს ხომ კვართად ომი გვაცვიაპლანეტას აწვიმს სისხლი მალებზე.
ოცნების გუთნებს, პოეტებს, წუთებსკვლავ გველანდება აუსტერლიცი,სულის ხერხემლით მოტეხილთ, მრუდებსაუმხედრდება მოკვდავთა ფიცი:
“რომ სიკვდილშია ჭეშმარიტება,მყრალი თევზივით გავყვეთ დინებას,ყოფის ხვედრია ხავსთან ჭიდილი,ქვირითად ცოდვის გადმოდინება.”
მოვიდა წვიმა ზართა დინ-დონი,სამარე მიწად კვლავ გაპარულა,გათენებულა თურმე დიდგორი,ველად გაშლილა გმირთა მარულა.
მე ჰორიზონტზე მზემ შემაჩერა,რად იპარები, პოეტო, რათა?იმ დღეს ჩონგური ტიროდა ჩელას,წარსულთ სულების ვიდექით კართან
გუშინ სიზმარში შევხვდი მოციქულს,წიგნი ხელთ ეპყრა ნათელი მზითა,და სიტყვის ჰანგით თითქოს გარინდულს,სახე მომბანა რითმების წყლითა.
ზეცა დავბერტყე და ვარსკვლავები,მწიფე ვაშლივით ეკვეთნენ მიწას,გადავისერე ცრემლით მკლავები,მე თვით ლექსი ვარ, ლექსი ვარ, ვფიცავ
ხვალ ვატერლოო? იქნებ მარაბდასივრცე მშრალია, დევებო, მშრალიჯვართ აცვეს ქრისტე, დარჩა ბარაბაგრაალთ სისხლია, წმინდანთა ჟღალი
სულთა მღვიმეებს აკლდა კანტატა,ლექსის ქსოვილში სიტყვის ნეკნები,მე დამისველდა გუშინ ბალადა,ცრემლის ხის ტკბილი, თეთრი მერქნებით.
29.03.2003თბილისი