↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეორეს

იაშვილი პაოლო

2026-07-181 წთ საკითხავი6675 ნახვა

—
ჩვენ სუყველას დავცილდებით,ვეილს ვარდებს მივაშურებთ,ჩვენ ნადიმს რას დავეძებთსხვების ლხენას რას ვუყურებთ?
ჩვენთვის ლხენა გაუმართავსყვავილებით ნაქარგ მდელოს,მაშ წავიდეთ! ნუღარ უცდი,ნუღარ უცდი სადღეგრძელოს.
ვარდი ამბობს: ჩემთან მოვლენ,იასამანს გული ტკივაშროშანა პირს ილამაზებს,ბალახს ლხენით ცრემლი ცვივა.
ყველას ვნახავთ! დავასწავლით,თუ რა არის ტრფობის წესი,მე მსურს ყველამ გაიგონოსშეყვარებულ მგოსნის ლექსი.
მზე მოკვდება ერტი წუთით,ერთი წუთით დაიძინებს.ნაცვად ვარსკვლავს გამოგზავნის,ის ცის ფსკერზე გაიცინებს.
ამ დროს კოცნით ღაწვს დაგიწვავ,გადავაქცევ მზიან ვნებად;უხმოდ წავალთ წყლის ნაპირასმყუდრო ბინის მისაგნებად.
და რაც რომ ჩემს სიჭაბუკესშერჩენია კიდევ ვნება,შენს თეთრ სხეულს, ჩემო სატრფო,ცეცხლის ალად მოედება...
ჩვენ სუყველას დავცილდებით,ველის ვარდებს მივაშურებთჩვენ ამ ნადიმს რას დავეძებთ,ჩვენ ამ ლხენას რას ვუყურებთ.
იაშვილი პაოლო

იაშვილი პაოლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი