↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქალი ღელეში

დარბაისელი ნინო

2026-07-181 წთ საკითხავი1815 ნახვა

—
რად ხარ მდუმარე,რა ვუპასუხო, დედა მარიამ,ამ ქალს, რომელიცჯიბის სარკიდანცრემლმორეული ამომცქერისმღვრიე ორეულს?
როდესაც იგი ბავშვი იყო,უცებ კიბეზე რომ დაეცადაზედ ცემაც რომ დაუმატეს,რად არ დატოვეშენი ღვთიური სამზარეულოდა რატომ ხელში არ აიტატე?
“ვაიმე, დედა,მტკივა, დედა,დედა, მიშველე!”როგორ გიხმობდა,დაგეძებდა გულგამჭოლ ქარში,როგორ სჯეროდა,რომ სადღაც ჰყავდი,შენ - ყველას დედა,ნამდვილი დედა,ყოვლისშემძლე და ყოვლისგამგები!
რად ვერ გაიგე მისი ზლუქუნი,მაშინ, როდესაც მამამისიმძიმე ჩემოდნით კართან მივიდა,და უკან რატომ არ მოაბრუნე,და სამუდამოდ არ ჩაკეტერკინის კარები?
ან მაშინ როგორ არ დაიფარე,მისი არსების მყიფე ნაჭუჭშიგამოშუშულმა სიყვარულმაჯერ რომ გაბზარამერე შიგნიდან გამოტეხადა გულგრილად გადააბიჯა,რომ თბილ ქვეყნებში გადაკარგვამდეფრენა ესწავლა?
ან სად იყავი,ვიდრე სიამით ჩასახულ პირმშოსკოლტების ფაფად გადაუქცევდარკინის საფხეკი?
ან სასაგამშრალს,მომაკვდავი ძმის საწოლთანრად არ მიუხველ,სიტყვა როგორ არ შეაწიე,რომ სანაცვლოდ ის წაეყვანათ?
ვერ გხედავ, დედა!დედა, ცივა ცრემლის ღელეში!ყოველ ნაბიჯში ირყევიანსიპი კითხვები,მაგრამ მე ვიცი,გამოვაღწევ მზიან დარამდე.
ნაავდრალ ცაშიდავლანდე მტრედიდა გავიგონე:- ფრთხილად, შვილო, აღარ დავარდე!
დარბაისელი ნინო

დარბაისელი ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი