პოეზია · ლირიკა
ქუჩების ბედნიერება
წითელი ფერი! წითელი ფერი!შევხარი უხვად დაფანტულ ღილებს?ბედნიერია დღეს ყველაფერი _მიტომ, რომ დროშა წითლად ფრიალებს.
გამოდით ყველა სიმღერით კარში:მღელვარე ქუჩებს მზე ალამაზებს!მუსიკა მარში! მუსიკა მარში!მიეცით გზები მოხარულ რაზმებს.
გაშალეთ ფრთები! გაბედულ დროშიწარსული ხალხმა დასწვას და სთელოს;მივესალმებით უკვდავი დროშითჩვენ უკვდავ ერსა, და საქართველოს.
დროშები ზევით! დროშებთან გვერდით!..ვივიწყებთ ყველა წარსულ შეცდომებს,მამულის რკალი ერთგული მკერდითდაუცავს ახალ, უშიშარ ლომებს.
მოგლიჯეთ გვირგვინს მწუხარე თალხი!დღეს ყველა ერთად და შეთანხმებით!..დაჰკარით საყვირს! მზათ არი ხალხიახალ დროს ვხვდებით ახალი ხმებით.
ბრძანება გვესმის!.. გაბედულ დროშიწარსული ხალხმა დასწვას და სთელოს!მივესალმებით ამაყი დროშით,ჩვენს უკვდავ ერსა და საქართველოს!