↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პოეზია

ქათამაძე ჯემალ

2026-07-181 წთ საკითხავი1722 ნახვა

—
კაცს, რომელიც ლექსებს არ კითხულობს
შენ ფულით ზომავ ლექსს, თვალმარგალიტს,ლექსს, სიხარულს და ტკივილს,ნაზი ბულბული ვარდს რომ დახარის,მოლზე ნამი რომ ტირის.
შენ ვერ გაიგებ ფოთლების შრიალს,ბიბინს ვაზის და კორდის,ვერც გაზაფხულზე ჩიტების რიას,ვერც ზღვის ხვაშიადს − ლოთის.
ვერც წინაპართა სიყვარულს, სევდას,ვერც არაგველთა ბღავილს.შენ ვერ გაუგებ გულისთქმას დედას,გემოს წინანდლის ყვავილს.
ან მტკვარი რატომ აწყდება კედელებს,რად ვერ ეტევა ტანში.ხალხის სამსახურს ვერასდროს შეძლებ,ძლევის დროშას ვერ გაშლი.
ვერ შეიყვარებ მამულის ქედებს,დიდი თვალით და ფიცით,და ვერ ააფრენ ოცნებით მტრედებს,ვერ იგრძნობ სურნელს მიწის.
შენ ვერ გაიგებ ბაბუას ზღაპარს,ურმულს კოცონის მომდებს,შენ ვერ აანთებ გმირობის ლამპარსდა ვერ გამოწრთვნი ორბებს.
ვერ მოაშენებ სემირამიდას ბაღს,ვერ დაეწევი ქარებს.შერ, როგორც კაცი, კვალს ვერ გაიტან,მზეს ვერ გაუღებ კარებს.
ჭიქა ღვინოში შოთას წიგნს გაცვლი,აკაკის შედევრს − გროშში.განწირული ხარ ასეთი კაციდა ფუყი ყოველ დროში.
სხვას რას დააკლებ, გალაკტიონისთუ არ ჩახედავ წიგნებს,ეს შენ გჭირდება, ცხოვრებას საღითვალით შეხედო იქნებ.
ამ მთას და ბაღნარს, როგორ პატრონობ,ვაზს საოცრებას მიწის?!რა დააკლდება შოთას, ბატონო,თუ არ გადაშლი მის წიგნს.

ქათამაძე ჯემალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი