↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სალაღობო

ქათამაძე ჯემალ

2026-07-181 წთ საკითხავი1715 ნახვა

—
შენს უბეში დავიბადე,შემაყვარე ცა ჭაღარა,შენი ბაღის ბულბული ვარ,შენი მწველი დაფ-ნაღარა,მებრძოლი ვარ, თუ დაგჭირდე,დავეცემი მტერს მახვილით,შენი ნედლი ლერწამი ვარ,ვერ წამივა სიტყვა ტკბილი..შენ ხარ ლოცვა და ნუგეში,ძმობის ხიდად გადებული,სიყვარულის ცისკარი ხარშოთას სულით ანთებული.იმედი ხარ სანუკვარი,ოცნება ხარ, ტკივილი ხარ,თამარ მეფის ღიმილი ხარ,არწივების ყივილი ხარ..განა მართლა პატარა ხარ?მთები ცას რად ეხებიან?ბევრი მტერი დაგილახვრავს,ბევრიც დაგიფეთებია.ჯერეთ არსად შერცხვენილამწვერვალები თმაჭაღარა,გაჰქუხდა და გამოჰქუხდაშენი დაფი და ნაღარა.ომი ღმერთმა დაგიბედა,მაგრამ ვერვინ დაგიმონა _თვალ-მარგალიტ-იადონი,თაიგული ერთი კონა.ზოგმა გჩეხა, ზოგიც ჩეხე,ხალხში გასვლის არ გრცხვენია,ეჰ, რამდენი გოლიათიმარაბდაში ასვენია.შეჩერდები გელათის დაპეტრას ციხის გალავანთან,სადაც დღემდე არ წაშლილადანატორი ფალავანთა.თუმცა ლოდებს მოსდებიაცივი ხავსი, შავი ობი,შენი დიდი ისტორიისჭოლავს ცეცხლი ჩაუქრობი,მებრძოლი ვარ, პოეტი ვარ,ქვეყნის სულის მჭედელი ვარ.თუ დაგჭირდეს _ ავენთებიშეუვალი კედელი ვარ:მე ვარ ძმობის, სიყვარულის,სურვილების გასაღები,ყველაფერი ამიღიადა ცა დამრჩა ასაღები.მიყვარს ჩემი საქართველოსეზო-კარი განიერი,დაე, ჭექდეს შინ და გარეთჩვენი “მრავალჟამიერი”!

ქათამაძე ჯემალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი