↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყოველთვის მაისში

იაშვილი პაოლო

2026-07-181 წთ საკითხავი6666 ნახვა

—
ავსწიე ფარდა, და მაისში აკოცა მინას,ვინც მე მიყვარდა ის ჩემთან არი და ჩემთან სძინავს,ვაკოცებ ხელზე, როგორც წმინდანს მე დავკოცნი მას,და სხვა სახელზე მე დავიწყებ მერე ოცნებას.და მორიდებით კოცნას ვმალავ მე იმის თმაშიდა ძვირფას ქვებით მომინდება მერე თამაში.ზურმუხტს და ლალებს, მოვიფანტავ ტანზე ძვირფასათ,დავხუჭავ თვალებს: მეყვარება მაისის მზგავსათ.კოცნით გამთბარი, სიხარულში გავიწმინდები;იღვიძებს ქმარი, რომ ჩამაცვას თეთრი წინდები.ძვირფასი ქვები, ჩვენს საწოლში დაიფანტება...მე კვდები, ვკვდები _ მისი ხელი მკერდს ელანდება.შიშით ვიცანი: _ რომ მაისი გაგვითენდებადა ჩემი ტანი სიყვარულში დაითენდება.
იაშვილი პაოლო

იაშვილი პაოლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი