პოეზია · ლირიკა
შენ ეი
შენ ეი, „ხმელეთ-ზურმუხტო“,გამოიხედე აქეთ:ნუთუ არ ღიზიანდბი,როდესაც პირში გაქებთ,ხოლო ზურგს უკან — ძირს გითხრით,შეურაცხგყოფთ და თავს გჭრითჩვენი უზნეო „სიმკვირცხლით“,მოჩვენებითი გარჯით?!
ყალბი პრესტიჟის მონები —ყალბისმქნელებიც გავხდით.ვტრაბახობთ ჩვენი ქონებით,სავსე სახლით და დახლით,პურმარილებში თარეშით,ხაშლამითა და ღომით,ყველა ხვრელსა და ნახვრეტშიგაძრომა-გამოძრომით!
„ცა-ფირუზ“... მაგრამ სადღააის საარაკო ფერი?!ტიალ უდაბნოდ გამხდარაშენი ყანა და ტევრი.ისიც გაგვიხდა საკვეხნად,რომ ვატყუილებთ მოყვასს:ნავენახარში ნაგლეხარსახლა საზამთრო მოჰყავს!
გაირყვნა და გათაღლითდა,ქვეყნის დაკარგა რიდი, —რძისა და კვერცხის საყიდლადგლეხი ქალაქში მიდისდა უხვად აქცევს სიმწრის ოფლსზვარში კი არა, დახლთან...მ წ ა რ მ ო ე ბ ე ლ ი ვინც იყო,მ ო მ ხ მ ა რ ე ბ ე ლ ი გახდა!
არ ვიცი, რა გვეშველება,თუ არ შევიგნებთ ბოლოს,რომ საქართველოს შვილებიერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობთ;ჩვენი პატრონი — ჩვენვე ვართ,არავინაა მეტიდა ჩვენს ხელშია „ცა-ფირუზ,ხმელეთ-ზურმუხტის“ ბედი!