↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი ფიქრები

ქუჩიშვილი(ჩხეიძე) გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი1228 ნახვა

—
შემოღამდება და ვარსკვლავებიცაზე კენტ-კენტად აენთებიან,ჩაეძინება დამაშვრალ სოფელს,ურმულის ხმებიცშორს მისწყდებიან;მხოლოდ ფიქრები,ჩემი ფიქრები,არ დაცხრებიან,არ დადგებიან:მესტუმრებიან შუაღამისას,გამაღვიძებენ,ამეშლებიან,წამომაგდებენ სახეტიალოდ,თან მხლებლებივით გამომყვებიან,დამატარებენ ტანჯულთა უბნებს,დამაღონებენ,დაღონდებიან,დამძიმდებიანხალხისცრემლებით,
დაიღლებიან,დაოსდებიან,მომაცილებენ ჩემს ყრუ ოთახშიდა ჩემთან ერთად ატირდებიან...
1912 წ..

ქუჩიშვილი(ჩხეიძე) გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი