პოეზია · ლირიკა
ცისკრისა და ნისლისა
წამოთენდა. ძილგამკრთალიალასლასდა, ადგა ნისლი,ცდილობს ამარიდოს თვალი,ეგ ზნეს ვეღარ გამოიცვლის!
მიდის, გზა-გზა გუნდრუკს აკმევს,ფეხქვეშ ეფინება წიფლებს,ფრთხილად ააფარებს სარკმელს —ნაძენძს — ნოტიოს და მყიფეს,
სულაც ნამლევს, სულაც ნელცივს,სულაც დასასრულის ფერადს...რა ვქნა, ღმერთო, ბრმა და ბეციწასულს — ვერ ვაშორებ მზერას,
თავსაც ვატყობ, ვეძებ ნებას,აღარც მეძნელება თითქო,ავდგე, კალთას გამოვება,ჭკუას არაფერი ვკითხო.