↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ატმის რტოო, დაღალულო რტოო

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი106501 ნახვა

—
ატმის რტოო, დაღალულო რტოო,ატმის რტოო, სიმშვიდეა შორი.ქარიშხალი მოდის საიმდროო,ყვავილების ქარში მიჰქრის ტბორი.
მოცდა არ ღირს, თუ ისევე უცდი,ამ გრიგალში დრო არ არის სხივის.დაღალული ყვავილი ხარ სუსტი.ქარი კივის, ქარი კივის, კივის.
ნაპრალებზე გადაიმსხვრა ნერგი,ახლა ზღვაა, ახლა სისხლის დროა,თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი...ატმის რტოო, დაღალულო რტოო.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი