პოეზია · ლირიკა
იასეს ფოთოლცვენა
დაიღალა სისხლი, გულიც დაიღალა,დაიღარა შუბლი და მზე დაიხარა,ჩაიღვარა ტყეში ფოთოლცვენის ხანა.. . .ზის ბრმა იასე, წარსულისკენ გაიყურება;სიბნელით სავსე ოკეანეშისასწაულებრივ განათებულ კუნძულს გაჰყურებს -სროლით, ყიჟინით, თქარათქურითმიაქროლებენ ცხენებს მაყრები.იასეს ლურჯაც აქ იტოტება,თვითონ იასეც ყელს აქ იღერებს -ქარი, იასე და მაყრები ერთად ხვივიან.
ზის იასე და წარსულისკენ გაიყურება.თუმცა... ხანდახან მისი ბრმა მზერამომავლისკენაც გასხლტება ხოლმე -სასაფლაოსკენ, სიჩუმისკენ და სიბნელისკენ.ამ დროს იასე თავისსავე თვალს უჯავრდებადა განათებულ კუნძულისკენ აბრუნებს მზერას.. . .დაიღალა სისხლი, გულიც დაიღალა,დაიღარა შუბლი და მზე დაიხარა,ჩაიღვარა ტყეში ფოთოლცვენის ხანა.