პოეზია · ლირიკა
შეხვედრა ლუდით შემთვრალ თორღვასთან ახიელში
მოგწონს არხვატი? ჰაი, ქვექურის ძალო!თვალ-მარგალიტით მორთულ მეგონე, ქალო,თავზე ნათელი გადაგდიოდა ზენა,ასე ვგონებდი, აი, თორღვაის მზემა!შავ ქალ ყოფილხარ, გვირგვინ გრქმევია არცა...რკენას თუ იყავ, ამღიონების ხატსა?მნახე ხატობას? ან საით უნდა გეცვნე?ხალხ ცოტა იყო, - წელს არ მოვიდა მეძღვნე...რა გედარდებისთ? რა ფიქრები გაქვთ უღვთო?ჩემს სალოცავებს... სანთელ მე უნდა ვუნთო,მე უნდ ვუმზირო ბისნა-ჩორეხის ნისლებს,მე უნდ ვასხურო ნიშთა სამსხვერპლო სისხლი...მე უნდ შევწირო შესაწირავი ჩვენი!..თუ... ვინ გაღონებს? ხმალზე ავაგებ, ქალო,რას გეცინების? ერთი მოვზიდო ვადა...მაისტელიც კი ვერ უმთელებდეს ნაჭრევს,წავა ბარუქას, ათენგენაის მადლმა!ხვალე გაჩვენებ კიდეგანაის მყინვარს, -იმისი მუხლი მოსდევს არაგვისწყალას...ყურს ნუ ათხოვებ შავი ჭკეების ყივილს:ბეჩავი არი, ნაღვლიანია, ქალო!ამღას მივდივარ, კალოთანაის მხარეს, -ცხვარი იქა მყავ (თუ ხევში სად არ ჩავრჩი...)...ისე მიცვნია შენი ყოველი ლექსი,როგორც კალმახი ვიცი ასაის წყალში!გნახე მშვიდობით... ცა ჩირახივით ბოლავს -ნილსები დიან... ქვექვური ჯვარის ძალო!არ-კი გეწყინოს, - ლუდ მაუბნებდის ასე,ჩემ ათი შვილის გახარებამა, ქალო!