↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შეყვარებულნი ოდეს ქარები

კალანდაძე ანა

2026-07-181 წთ საკითხავი9509 ნახვა

—
იასამანი სველ კიბეებთანრაზე ფიქრობდა?მისი გაძრცვილი რტო, უყვავილო,ქარს არ მიჰქონადა...გულდახურულიმისი რტოებითავს ძირს იხრიდნენ...შეყვარებულნი ოდეს ქარებიმუხლს არ იყრიდნენ...უკვე ზიზღი და სიცივე კრთოდამათი თვალებით...როგორ გულგრილად,ო, რა გულგრილადქროდნენ ქარები...1954შემოდიოდა ჩვენში კალანდადა მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს,სერებს თოვლიანს...ხმობდა ქათამი გურიის სოფელს,ყეფდა თოლია...იდგა ბერმუხა ღამისმთევარითოვლში ნაბდითა...დილით მისდევდა სერზე მწევარინაკვლევს ნადირთა...ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებითგრძნეულ მარანთან...შემოდიოდა ჩიჩილაკებითჩვენში კალანდა...
კალანდაძე ანა

კალანდაძე ანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი