↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქეთევან დედოფალი

კალანდაძე ანა

2026-07-181 წთ საკითხავი9513 ნახვა

—
რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა,ცეცხლს აგზნებდაკაცთა გრძნობის ქონდაქარი...ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცეცხლი ქარსა,ქროდა ქარი...თეთრი ხელი გულზე ედო დედოფალსა,ტინად იდგა დედოფალი...თმა დაშლოდა, თავი ნაზად დაეხარა,სიკვდილის წინ ქართლის ვარდად გაეხარა...ლოცულობდა...როს ჩამოსწყდა ბაგეთ მისთა:„არასოდეს!“დაფდაფებს ჰკრეს განარისხთა,ცხელი შანთი მიუტანეს ბროლის მკერდთან,ცხელი რკინა,საქართველოს გულს რომ კვეთდა.რვალის ქვაბი გადმოეგდო ქონდაქარსა,ღიღინებდა კაცთა გრძნობის ქონდაქარი...ლურჯი ბაგით თქმული ლოცვა გაჰყვა ქარსა,ქროდა ქარი...ცეცხლით სწვავდნენტანშეძარულ დედოფალსა,უდრეკ იყო დედოფალი!
კალანდაძე ანა

კალანდაძე ანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი