პოეზია · ლირიკა
ქარმა შეარხია რტოი ძეწნისაი
მოჰყავთ შუშანიკი ტანჯული, გვემული...ფოთოლნი ტირიან ოქროსფერისანი...ნისლებს ეფარება ცაი დიდებული,ქარმა შეარხია რტოი ძეწნისაი.მთათა მოიხადეს გვირგვინნი მეფურნი,თვალთა სხივი მოსწყდა ელვარებისაი...ტირიან, მოთქვამენ `დედანი ზეპურნი”,ტირიან ყვავილნი ცხარედ ველისანი...მარტვილს მოაცილებს ქარი მგლოვიარე,კრძალვით კარს უღებენ ძალნი ზეცისანი...როს `ვითარცა ცოფი, ბდღუენდა პიტიახში”,ქარმა გადახარა რტოი ძეწნისაი..._ ილოცვიდეთ ჩემთვის! _უთხრა მტირალ ხალხსა...ხენი თავებს ხრიან ძაძით შენამკობნი...მოკვდა შუშანიკი თუესა სთულისასადა ცხოვრებას მისას წერდა იაკობი...