პოეზია · ლირიკა
კვლავ ნათლის სვეტად!
წმინდაა თქვენი გამოცხადება, -შუაღამისას მწვერვალზე მდგარნითვალს მოავლებდითღვთისმშობლის მხარეს,მის დასახსნელად გქონდათ მზადება!გაურკვევლობით დაღლილ ქვეყანასკვლავ მძიმე ხვედრი წილად რგებოდა...ანუგეშებდით, რომ წყვდიადიდანკვლავ ნათლის სვეტად წამოდგებოდა!
***ვხედავ სერაფიმს თვალმოციმციმეს, -იგი საუფლო წიაღით მოფრენს:გულს ისევ ისე მომხსნის სიმძიმესდა კვლავ ღვთაებრივ სიმშვიდეს მომფენს!
***ყოფილა ის დროც(კვლავ ცასა ვვედრებ!), -საერთო ენა ჰქონია ქართლსა,ერთს ვფიცულობდითქართველნი ხატსა,მანც მოგვიყვანადღევანდელ დღემდე!!
ხმანი ვერ სცანით!(დავითის ისტორიკოსი სმიხედვით)წაღმა-უკუღმაფრენენ ისარნი,შეაზანზარესბურჯნი ცისანი...მაბრალობლებოდავითისანო,ხმანი ვერ სცანითგანგებისანი!
***დასაბამიდან მოდიხართ, ოდით, -თქვენ იმთავითვე სინათლეს მოსდევთ...იყავით,ხართდაიქნებით მერეც,როგორც სიკვდილი და ბედისწერა!ჰე, ლეგეონთა ვაუწყებ თქვენთა,ვერ განმიწონონ გულში ლახვარი,ვერა, ვერ შეძლოთ დაცხრობა მზეთა,გადააფაროთ ბნელი სამყაროს!
***ცილისწამების შხამით ამვსებიშენს წმინდა სახელს რად ეტმასნება,რომ... ხეს კეთილსა ძირი უთხაროს,კაცთ მოუშალოს ნავსაყუდარი?რომ... მიმქროლავნი სპეტაკ ღრუბლებადშეგრყვნან, შეგბილწონ, თავისუფლებავ,რომ ანგელოსის ხატი გვავიწყონდა კვლავ სატანა გამოაღვიძონ?