პოეზია · ლირიკა
ლოცულობს გველი
გასრიალდება ხევში ზმორებითტანმოხატული უცხო ზოლებითმუხლებს მოიყრის და შიშის მგვრელილოცულობს გველი...ალბათ, ცოდვილ სულს ავედრებსა ღმერთსა,რომ იდუმალებს,სევდიან თვალებსმიაპყრობს ზეცას,ჩუმად ჩურჩულებს გესლიან ენით...გრილი ნიავი ფოთლებთან მრკენიშეარხევს ბალბას, შრიალებს ლელიდა შიშის მგვრელილოცულობს გველი...ვინ იტყვის ახლა, ერჩოდეს კაცთა,ნაიდუმალებსროს მზეს აჩვენებს დაწინწკნულ ტანს დასევდიან თვალებს?ტყის ბანოვანი ზანტი ზმორებით,ტანმოხატული უცხო ზოლებითმორჩება ლოცვას და შიშის მგვრელიხელში დაირითველებს დაივლისდა უზუნდარას იცეკვებს გველი...