პოეზია · ლირიკა
ქალი
ქალს გაფურჩქნილი ყვავილივით უჭირავს ქოლგა,მივდევ და გავცდი:ცარიელ კაფეს,ჩემს სამსახურს,სამორინესაც...ისწორებს კაბას...უსაშველოდ უხდება თეთრი, _მე კი _ გალუმპულს _ ეს აღმართი მგონია შხარა...და მიდის ქალი, _გზას ფარავს და...მწვერვალსაც ფარავს.