პოეზია · ლირიკა
ფიქრიას
ჩაგეცვა ფეხზე... მხურვალეა აგვისტოს ქვიშა,გატიხრავს ხვატი ზღვას და ხმელეთს ოქროს ფარდებით...წუხელ რომ შტორმი დაგესიზმრა, არაფერს ნიშნავს, –ნუ გედარდება!..გდია მედუზა, როგორც წვიმით სავსე ღრუბელი,მეთევზეები ბადეს შლიან, ბაგირებს წნავენ.შენ ხარ ჩემი ნავსაყუდელი, –მერე რა, რომ არა მყავს ნავი...