↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფერისცვალება

მესხი რობერტ

2026-07-181 წთ საკითხავი4354 ნახვა

—
ფერისცვალებას წყალში სახლისხელა ყინული ვარდებაო, ამბობენ.
"და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი"(მათე XVII, 2).
არ ჩავარდნილა სახლისხელა ყინული წყალში,სიზმარში ცხუმი მომეჩვენა, მერე – თაბორი.შენ პალესტინას გაჰყურებდი, ქვიშაზე გაშლილს,მე – ჩემს მთა–გორებს.
და უსიერი ჩანდა სივრცე შემაძრწუნებლად,როგორც შუქურა, კიაფობდა სადღაც მზის სხივი.უცებ ღრუბლები მოიხურა დედაბუნებამდა მხსნელი წვიმა წასკდა ზეცას შენი სისხლივით.

მესხი რობერტ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი