პოეზია · ლირიკა
***ციცაბო _ განა დამრეცი
ციცაბო _ განა დამრეცი _გზები, ზამთრებით დამზრალი.ანაზდად შემხვდი _ დამეცივეება ცოდვის თავზარი.ამ ტიალ სადედამიწედგახედვნას თუ მიპირებდი! _შემომკარ-შემომალეწეხალვათი გულისპირეთი.ვერ მოგიშორე, შავეთო,საქაჯე-სამიკიოტე!ან უნდა ქვესკნელს ჩავერთო,ან მარად უნდა მტკიოდე,ანდა იუდას ფიცივითდარეცილ-დანანაცრებიურჯულოს ბილწი სიცილითვითვალო ჩემი ტაძრები.... ციცაბო _ განა დამრეცი ...ვეღარც ბარბაცით დავძარი...როგორ უწყალოდ დამეციამხელა ცოდვის თავზარი.