↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "მტერო, მოჯარდი სახედაღრეჯით"

ბიბილაშვილი ზაზა

2011-08-121 წთ საკითხავი7060 ნახვა

—
მტერო, მოჯარდი სახედაღრეჯით!მზე მიმქრალია, ქარი _ დაღლილი.ხანდახან გულის თეთრი ნაგლეჯითუ შეირხევა ბაირაღივით.მოისურვილე შავი ნატვრები,გატიკნულები ბოღმის ჯიქნითა!კარიც არ დაგრჩა შემოსამტვრევი _გამტვრეულია ყველა შიგნიდან!მტერო, მოჯარდი, თუკი სადმე ხარ, _დატეხილი აქვს ფრთები ქარტეხილს.რა ბედენაა გულის გატეხა _ციხეს დააქცევს ფიცის გამტეხი! _ბზარსა და ნაპრალს, როგორც იარას,ბალღამი გასდის ფაღარათივით!მტერო, მოჯარდი! _ ციხე კი არა _თავიც არ მინდა ნაღალატევი!იქნება, კიდეც გეშით ჩამელისკუპრის ხაროში ჯოჯო და მყვარი.მომძალებია ლეშისმჭამელიც _მკვდარი ვგონივარ ნახევრად მკვდარი.მტერო, მოჯარდი, შლეგი ნატვრებისისხლგაწუწნულით აძღე ჯიგრითა!კარიც არ დარჩა შემოსამტვრევი _გამტვრეულია ყველა შიგნიდან.
ბიბილაშვილი ზაზა

ბიბილაშვილი ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი