↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაიმინდვრა

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13545 ნახვა

—
გულმა ისევ გაიმინდვრა,კუშტი მთები მე რად მინდა?სამუხრანოს აივნიდანერთი გადამღერა მინდა.
მე გაშლილი ველი მინდა,სამუხრანოს კალო წმინდა,დავდიოდე, ვიხარებდე,მზის და მთვარის ამოსვლითა.
ამოქუხდეს, ამოდუღდეს,ბერმუხის ქევშ წყარო წვიმდეს,თან ისეთი ჯამი მქონდეს,უკვდავებას ამოსცლიდეს.
ქვეშ დამეგოს მუხის ჩრდილი,ნაბდის თარგზე გამოჭრილი.
მუხაზე ზის თეთრი მტრედი,თეთრია თუ მტრედისფერი,იმ შორეულ თეთრი ქედის,დათოვლილი მთების ფერი.
მე გაშლილი ველი მინდა,ბერმუხის ქვეშ წყარო წმინდა,მხარზე მაჯდეს მე ის მტრედი,მეტს არაფერს ვინატრებდი.
სამუხრანოს ტრიალ ველზევიდგე, როგორც დანახავსი,ხოდაბუნებს ჩრდილი სცემდეს,ჩემი იყოს, განა სხვისი.
ველი, ველი ულეველი,სხვისი ფეხით გაუვლელი,სარეველა ურეველითავთუხის და დოლის ველი,გვირილის და შროშნის ტევრისხვისი თვალით დაუთვლელი.
აი რატომ ვიმზირებისამუხრანოს აივნიდან,აი რატომ ატყდა გული,აი რატომ გაიმინდვრა!
1956 წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი