↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოვდივართ, მოგვიხარია

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13546 ნახვა

—
მოვდივართ, მოგვიხარიაგუგუნებს ზარი დილისა,ჩვენს შესახვედრად ცხრა კარიგააღო დედა თბილისმა!
ხელი ჰკრა, ააჭრიალაათასი სკოლის კაები,წითელი ყელსახვევებითჩვენ მისკენ მივეჩქარებით.
მოგვიალერესა, ეამაჩვენი ჯანმრთელი იერი,მზისგან დამწვარი მხარ-ბეჭი,მკლავი და მუხლი ძლერი,
განიერ მკერდზე მიგვიკრა,დაგვლოცა შვილიშვილები,ზაფხულში მისი ბუდიდანსაფრენად წამოშლილები!
ახლა გიამბობთ, რაც ვნახეთ,რა გზები გადავიარეთ:ჩვენი ნავალი ატყვიაგომბორის მთას და თრიალეთს.
მოგვხიბლა, აგვაფრთოვანაჩვენი სამშობლოს მშვენებამ,ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტისიზმარშიც მოგვეჩვენება!
ხან წვიმა გვცემდა სახეში,ხან ქარიშხალმა გვარწია,ვნახეთ სამშობლოს დიდება -უფლისციხე და ვარძია.
რიონის ნაპირს ავყევით,მის ლამაზ ჭალებს ვხატავდით,განცვიფრებულნი დავბრუნდითმისი ლამაზი სათავით.
ზოგნი აჭარას ვესტუმრეთ,ზოგნი ვიყავიტ აფხაზეთს,სამშობლოს აღმართ-დაღმრთიჩვენს რვეულებში ჩავხატეთ...
ხან ხალხურ ლექსებს ვიწერდით,ხან თქმულებას და ანდაზებს,ბუნებამ გული გაგვიხსნადა ტრფობა გაგვიათასა.
ბოსტანს ვმარგლავდიტ, ვთოხნიდითკოლექტივფების ყანასა,თავს ვევლებოდით ჯეჯილებ,ისიც გვეტყოდა ნანასა!
მკაში ხელურს ვაწვდიდით,კევრებს ვუსხედით კალოზე,ჩვენ კოლმეურნე გლეხებმაშეგვიყვარეს და დაგვლოცეს.
მოვდივართ, მოგვიხარია,გაგვიღეთ სკოლის კარები,შემოგვეგებეთ, დარეკეთ,ააწკრიალეთ ზარები!
1946 წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი