↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სარეველა

ლებანიძე მურმან

2026-07-181 წთ საკითხავი10406 ნახვა

—
ელეგანტურად,ხელმწიფურად ერთის ხნით ყვავის,ირგვლივ სინათლეს,სიხალისეს, სიხარულს ნერგავს, _შეხე მკაცრს, ძვირფასშეხამებას წითლის და შავის,ცოდვა არ არის,სარეველა ყაყაჩოს ერქვას?!
კაცს _ კი, ბატონო!კაცს შეცდომით ხსენებულს კაცად!კაცს შენისთანას _ ჯიშით, ჯურითყიამყრალს შენგვარს!ჩამოთესლებულსამ ჩვენს სახლში ანწლად და ღვარძლად,წისქვილი ვისიცბოროტების მარცვლეულს ღერღავს!
შენი სახელისხსენებაზე ყორანი ჩხავის, _რიყეში ვარ დაგულმოსული დავწვდები ჭრელ ქვას...შეხე, რაგვარად,რა ღირსებით, რა ეშხით ყვავის _ცოდვაა სწორედ _სარეველა ყაყაჩოს ერქვას!
ლებანიძე მურმან

ლებანიძე მურმან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი