↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საღამო

ლებანიძე მურმან

2015-09-121 წთ საკითხავი10407 ნახვა

—
მდინარეში მტირალი საღამო იცქირება,მზე ჩადის და მდინარის სარკეში იძირება.
მთები, ზღვები, ღრეები, წუთისოფლის თანახმადგახარჯულ დღეები - ყველაფერი თავდაღმა.
გკოცნი მშობელს შობილი,მზე წყალში გახლართულა,აგე, კლდიდან სოფელი აარგვში ჩახატულა.
მქონდა სალაპარაკო, ვერ კი გითხარ რიდობით;გამარჯობა, არაგვო, და კიდევაც მშვიდობით!
ჩემი ზვრები გადახმა, სხვისმა ძეძვმაც იხარა,საქართველოვ, კოხტა ბიჭო, მე ვარ შენი წიქარა!
მზე ჩადის და მდინარის სარკეში იძირება.მდინარეში მტირალი საღამო იცქირება.
1970
ლებანიძე მურმან

ლებანიძე მურმან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი