პოეზია · ლირიკა
როცა ვერ გხედავ, მინდა გიმზერდე
როცა ვერ გხედავ, მინდა გიმზერდე,გიმზერდე ჩუმად, სევდით ფარულით,ავივსო შენით და ლექსებს ვწერდეხან მწუხარებით, ხან სიხარულით...
მინდა გიამბო: რას ვფიქრობ შენზე,როცა ვერ გხედავ, ძვირფასო, მაშინ,მინდა გიამბო,მაგრამ ვერ შევძელ,და ვარ მდუმარე, როგორც სიზმარსი...
ჩვენ უხმოდ ვსხედვართ,ვუმზერთ ერთმანეთს...ნუთუ ასე სდუმს, ვინც გვიცქრს ყველა,მითხარი, რისთვის გამომეცხადე,ჩემო პატარა ციცინათელავ?!
თვალადი.