პოეზია · ლირიკა
საკალმასო
გულმა როდის დაიყეფასულ პირველად,აღარც მახსოვს,მაგრამ გვიან გამოვედისიყვარულის საკალმასოდ!
სიჭაბუკემ რაც დამაკლო,ბედმა ახლა მომიშვილდა,მკრა ისარი, ამამღერა,გულს ლექსები მომიშივდა.
აჰა, შენი საროჭიკო,თავო ჩემო, შევერცხლილო,მე რად მინდა სხვისი ვარდი,ბულბულს რატომ შევეცილო?
აჰა, ჩემი საკალმასო,ტრფობის კალო - საიგავო,გული უნდა მოგაბარო,ეგებ ლექსი გამიქარვო!
მითხრა რამე სამეგობრო,გულით ლექსი დამიოქრო,მე ისეთი ლექსი მინდა,შენსკენ გზები დამიმოკლოს!
მე ისეთი კვესი მინდა,ლექსის ყანწი დამივერცხლოს,სიჭაბუკე დამიბრუნოს,გული ისევ გამიმერცხლოს.
მე იმ კვესით ცეცხლს გავაჩენჩემი გულის ნაფოტებზე,გეტყვი, გეტყვი, ლექსებს გეტყვი, -ღამით ძილში გაბოდებდეს.
მაგონდება შენი სახე...მახსოვს, მახსოვს, აღარც მახსოვს.ეს რა გვიან გამოვედისიყვარულის საკალმასოდ!
1956 წ.