↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სამაია

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13549 ნახვა

—
მყავდა ერთი სიყრმის სწორი,არჩეული სწორთაგანა.სცადეს და ვერ გაგვარჩიეს,ერთი ძუძუსმწოვთაგანა.
სცადეს მტრობის ჩამოგდება,ერთმანეთის შეძულება,უფრო მეტად შევიყვარეთძმობის ეშხში შესულებმა.
ერთი ვინმე აგვემზავრა,უმჯობესი ქალთაგანა,მიდიოდა, ღიღინებდასამაია სამთაგანას:
"სამაია სამთაგანა,არ იქნება ორთაგანა,დამიტირონ თვალთა შენთა,დავიმარხო სწორთაგანა".
მოგვხედავდა, ცეცხლს გვიჩენდა,გვიღიმოდა ხანდახანა...ოჰ, იმ ქალმა დაგვავიწყდაძმობის ფიცი თანდათანა;ერთმანეთი შევიჯავრეთ,დავდიოდით განდაგანა.
სად ხარ, ჩემო სიყრმის სწორო,არჩეულო სწორთაგანა,გახსოვს, რომ ვერ გაგვარჩიესერთი ძუძუსმწოვთაგანა...
გაიხსენე ის წამებიუკეთესი წამთაგანა,ნეტავ შენც თუ გახსენდებაის გოგონა ხანდახანა,ვის დაეცეს გულზე ცრემლიმის მშვენიერ თვალთაგანა?
ან შენ სადხარ, ერთო ქალო,უმჯობესო ქალთაგანა,რად გაგვყარე სიყრმის სწორნი,რად გვატარე განდაგანა?
. . .
სიყვარულის სამაიაარი იქნება სამთაგანა...
1955 წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი