პოეზია · ლირიკა
სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე
დამბადებულმა, თუ ლექსთა დედამ,ამ ქვეყანაზე გაგვაჩნია რა,ზოგს -ქონდრის ტანი გვიბოძა ბედად,ზოგი -სიმაღლით გაგვაჩინარა.
ზოგს რა მეტყველი ჩაგვიდგა ენა,ზოგს დაგვიბედა უთქმელი ბაგე,და ვმღერით მაინც ამ მზის ქვეს ყველაპირველი სიტყვის ამოთქმის აქეთ...
აგვიყოლია გზამ მარადისმა,სადაც წამია თვით წელიწადი,და ვმღერით, ვნატრობთჩვენ გულისხმაგაშუქდესწმინდა სიმღერის მადლით;
რომ გვექცეს აღთქმულ ბედნიერებადგზა, მიმავალი სიკვდილისაკენ,რამდენი ვერცხლიც თმას გაერევა,იმდენი ოქრო დასცვივდეს ბაგეს;
რომ შევწიროთ უკვდავ ოცნებას,ღიმილით გავვლოთ გზა საარაკო,დიადმა აწმყომ გვიკურთხოსენადა მომავალთან გვალაპარაკოს!
დამბადებელმა და ლექსთა დედამუკვდავის სხივით ვინ გააშუქა?სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე ბედადვინ იცის, ჩვენგან რომელს აჩუქა?!
ვინ იცის, ჩვენში რომელს უბოძაგულში ნათქვამი და ნავედრები?შევნატრით რჩეულს,რომლის კუბოსაცთავს დაადგება ნათლის სვეტები...
მაინც არ ვცხრებით,და ვმღერთი ისე,თითქოს სიმღერა ჩვენი სისხლია,რადგან სიცოცხლე ამ დიად მზის ქვეშჩვენ უსიმღეროდ არ შეგვიძლია!
1940 წ.თვალადი.