↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიყვარული

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13546 ნახვა

—
მოვა, როგორც იანვარშითოვლის ფიფქის ცვენა,როგორც ნუში დაამშვენოსკვირტის გამოჩენამ...საიდან და სადაურიცხრა მთას გადმოლახავს,მხარს გაგკრავს და გაგაჟრჟოლებს,სიზმარშიაც გნახავს,ვერ მოითმენს, თუ არ გიხმო.თუ არ დაგიძახა!
წამოგაგდებს, ცას გაგაკრავს,როგორც ცისარტყელას,შემოსძახებს, ზარს შემოჰკრავს,ჩამოუვლის ყველას,ვის სიმღერას მოანატრებსდა ვის სახრჩობელას;ზოგს - წაქცეულს ააყენებს,ზოგს - თვითონ სთხოვს შველას...
ის ელდაა, უეცარი,ზარდამცემი ელდა,სიყვარულის სიმღერააცეცხლით დაუწველთა,ვაი იმას, ვინც დაჰკარგა,ვისაც დაუძველდა!ის თვალია, ნატვრის თვალი,გულთა ნატვრიანთა,ვერ გაიგებ, თუ მოვიდა,რაღად გატრიალდა?რად გეტრფოდა, თუ გაგცვლიდა,რად გადგამდა უღელს?ვერვინ გეტყვის... გულით დაგაქვს,ვეღარავის უმხელ,სამი დღის წინ მოგეჩვენადა გამქრალა წუხელ...
რა უნდოდა, რად მოვიდა,რისთვის მოგეჩვენა,რად მოვიდა როგორც თოვლი,როგორც ფიფქის ცვენა?შვიდმაისის დაქუხებამდა შხაპუნა წვიმამდასიცხული დაგინახა -ნამში ჩაგაწვინა.
გაიღვიძებ, მოიგონებ...ვეღარ ნახავ სიზმარს,ვერ გაიგებ რა შეგბოჭა,ეშხმა დაგწვა ვისმა,გაიელვებს და გაქრება,ვერ მიასწრებს ვერსად,თითქოს ფრთები შემოეკრასფანჯარაზე მერცხალს...
ოჰ, ელდაო, სიყვარულისზარდამცემო ელდავ,შენ მარადი სიმღერა ხარეშხით დაუწველთა.ვაი იმას, ვისაც შენიცეცხლი დაუძველდა!
თბილისი.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი