პოეზია · ლირიკა
სიყვარულსა მალვა უნდა?
ვიცი დამემდურები,ვიცი გამიხელდები,წაიკითხავს ამ ლექსებს,უცებ ამიღელდები!
მე ტრფობა ვერ დავფარევერც შენი და ვერც სხვისა,რჩევა არ გამომადგა -რჩევა ვინმემესხისა.ვერა და ვერ დავფარე,თუმც დამალვად მიღირდა -ნაპარავი ქურანიმუდამ ამიჭიხვინდა!
განა მე არ შემეძლომემალა და მეფარა,ვინ შემომხვდა, ვინ დამწვაგზაზე ვინ შემეყარა,გულში ვინ გამიყარაულმობელი ლახვარი,გზისპირს გადამეყარაყვავილები ახალი?!
. . . ის მკვდარია, რაც გულშიწლობით მინაქრულია,თუ ნიავმც არ იცის -ის რა სიყვარულია!
მშვენიერო სულისავ,ნურაფრის გეშინია,შენ გეკუთვნის ეს გული -სიყვარულიც შენია!
1960 წ.