↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სპექტაკლის შემდეგ

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-122 წთ საკითხავი13540 ნახვა

—
ორი თუ სამი საათისწინათამაყად იდგა კოშკი მაღალი,ახლა კი სცენას მკვდარსავით სძინავს.აქ დადიოდა ფერმკრთალი ქალი.აქ დადიოდა შეშლილი ქალიდა ჩვენ ვისმენდით გიჟურ სიმღერას,ვგრძნობდით,ვხედავდით მის ნამდვილ ცრემლებს...თავი დაიხრჩო იმ ქალმა მერე.
იმ აჩრდილიან, წვიმიან ღამითაქ დადიოდა დანიის პრინცი,შავფიქრიანი, შავ მოსასხამით,მას აწვალებდა აღთქმული ფიცი.შემდეგ ის პრინცი დუელში დასჭრესდა აღსასრულმაც დარეკა ბოლოს,და მანიკითხა:"სხვა რაღა დარჩა?"სხვა რაღა დარჩა. . . სიჩუმე მხოლოდ.
შემდეგ სცენაზე ჩამოწვა ჩრდილიდა ელსინორას სძინავს მკვდარსავით,თუმც გარდერობში ჯერ ისევ თბილი,ქანაობს პირიცის წამოსასხამი.სცენაზე ბნელა, სიჩუმე დადის,თეატრში ღამით სიჩუმე დადის,რბილი ხმაური სცენაზე დადის,იდუმალია სიჩუმის თათი.
ასე იწყება ღამის სპექტაკლითავის სიმღერით, თავის სისწორით,სიჩუმის ქარი სცენაზე დაქრისთვით სიჩუმეა აქ რეჟისორი.სიჩუმე არწევს მუყაოს კოშკებს,თუნუქს შუბებს, თაღლით ზარადებს,სადღაც კუთხეში მიხვეტილ დროშებს,გადაყრილ დროშებს, ყალბ მუზარადებს.ზარი სამრეკლოს არ აზანზარებს.ზარებს დუმილი სიჩუმეს ურჩევს,და მიყრდნობია ყალბი ტაძარითეატრის მძიმე და ნამდვილ ბურჯებს.ამაზრზენია სპექტაკლი ღამის,იდუმალ თამაშს მიუძღვის ვიღაც,სცენის კუთხიდან გონჯის ნიღაბითვალს უბრიალებს ქალწულის ნიღაბს.მეფის გვირგვინი ქოთანთან გდია,ხელმწიფის ტახტზე ასულა ვირთხა.მდუმარე სცენას, პარტერის წყვდიადსთავის მონოლოგს ის წაუკითხავს.
სადღაც კი, თავის ვიწრო ბინაშისძინავს მსახიობს შფოთიან ძილით,და ეზმანება მომსკდარი ტაში,მომწყდარი ცრემლი, წმინდა სიცილი.დაღლილ ბავშვით სძინავს და უკვირს,სძინავს უნიღბოდ, სძინავს უგრიმოდ.ვაითუ ბედმა ჩაუქრო შუქი,მუყაოს კოშკი მას დაუნგრიეს.სიზმრად აბოდებს და ძილში ღვიძავს,და ნატრობს ფეხზე წამომდგარ პარტერს,სცენაზე სიკვდილს... სიცოცხლის მიზანს,სიცოცხლის ფასად მიღებულ ვარდებს.
1965 წ.მარტი.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი