↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქართლი

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13554 ნახვა

—
მე მიყვრს შენი გოროზადგამომზიარალი ქედები,უბერებელი ჭალები _იბერიელთა ედემი...მინდვრები, მარად ღუღუნშიდაბერებული ქედნები,და ტოროლები წკრიალითცადასვლის მოიმედენი.
შენი მარტი და აპრილი,შინდების ფერიცვალება,ბლებზე გასული ქალები,ვაჟები ძერისთვალება,ჩამობერტყილი კაკლები,ჩაბარუხების შხეფები,ორღობეებში მამლებიდა ხარისთვალა მყეფრები...
ურმულით, შენი ურმულითგზად მიმვალი ურმები,მათი კოფო და ზეწრები,ჭრელ-ჭრელი აპეურები,ალამპრებული დარბაზი,გარეთ ჭრიალი ჭიშკარის,გალავანშიგნით ხარებირქებზე დანთებულ ცისკარით.მარანში მაჭრის ბუტბუტი,რთვლობის ჟინი და ყიჟინი,დაცლილი ქაშანურებიქვევრისთავებზე მიჯრილი..განთიადისას ლაჟვარდი 'იისფრად ნარიჟრაჟევი,დედის ფუსფუსი, სიცილიომგადახდილი ვაჟების.
1945 წ.თბილისი
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი