პოეზია · ლირიკა
ყვავილის მიწა
ყვავილის მიწა!ყვავილის მიწა!ისევ აგრგვინდა ზეცაში მეხი,და რუსთაველზე გაუბედავადპირველმა იამ შემოდგა ფეხი.
ყვავილის მიწა!ყვავილის მიწა!ჰა, იყიდება, როგორც მწვანილი,ოქროყანის და სამადლოს მიწაძველი ხურჯინით ჩამოტანილი.
ეს იყო წინათ....ჩვენს ფანჯარაზერუხი ქოთნები მწკრივად ერიგა,და ყოველ მაისს ყვავილის მიწაჩვენთან მოჰქონდა წყნეთელ ბერიკაცს.
დედას სარკმელში ქოტნები ჰქონდა,"დეზერტირკაზე" ნაყიდი, ალბათ.სარკმელში გრილი ნიავი ქროდა,სარკმელში წითლად ჰყვაოდა ბალბა.
დედას სარკმელში ქოთნები ედგა,დაბალ სარკმელში, სულ ქუჩის პირას.მესმოდა მწვანე კვირტების ფეთქვა,თან ვჩურჩულებდი ლექსებს ზეპირად...
ეს იყო ჩემი არაგვის ქუჩა...მაშინ არაგვი არც კი მენახა,თუმცა ვოცნებობდი მე მაინც ურჩად,თვით ოკეანე გადამელახა!
ყოველ გაზაფხულს სიფრთხილით დედამიწას უცვლიდა ყვავილის ფესვებს,მერე სარკმელხე გაამზევებდა...ყვავილის მიწას მოშივდათ ლექსებს!
ყვავილის მიწა ოცნებად იქცა,ლექსებს მოშივდათ სურნელი მიწის,ოქროყანის და სამადლოს მიწამყვავილოვანი ლექსები იცის!
მარილიანი ლექსები იცის...ყვავილის მიწა მოშივდათ ლექსებს,ყოველ გაზაფხულს ახალი მიწისშემოყრა უნდა ლექსების ფესევებს!
ოქროყანის და სამადლოს მიწამყვავილიანი ლექსები იცის,მარილიანი ლექსები იცის,ჯავარიანი ლექსები იცის!
1957წ.თბილისი.