↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენ გიმზერდე

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13542 ნახვა

—
ვითრობოდე... შენ გიმზერდე,შენთვის, მხოლოდ შენთვის ვწერდე,ჩემი ოქროს სალამურშენით მთვრალი, შენ გიმღერდეს,ჩემი თვალი შენ გიმზერდეს,ჩემი გული შენ გიძგერდეს.
ნეტავ იმ დროს... ერთხელ კიდევ,ჩემი გულის შემომღებო.მხარი გაგკრა შემოგყეფო.აჰა, გული მომიცია,შენი იყოს, აგიძგერდეს.შენი გული მას მიეცი,ვინც უკეთესს დაგიწერდეს!
1957 წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი