პოეზია · ლირიკა
შუადღე
რატომ დადუმდა ყოველი ირგვლივ,რად შეწყდა კაცთა მღერა-სიცილი?ტყის პირას მჯდარი პატარა ჩირგვიცთითქოს იძინებს მარადი ძილით.
დილით ვედრებით ამართულ რტოებსხეები დაბლა, მიწისკენ ხრიან,ერთად არიან და სიმარტოვესამ იდუმალ წუთს მაინც უფრთხიან...
ასწლოვან ფესვზე მიცოცავს ხავსი,კვირტებს ედება ფინდი ყვითელი,რაღაც, სიკვდილის თუ ძილის მსგავსი,ამ დიად შუქში დგას დამშვიდებით.
მხოლოდ ხის წვერზე მჯდარი ჭრიჭინამოსთქვამს, არ აკრთობს დუმილი სხვისი,გაოგნებული ქცეულა ჟინად,წყარო კი..წყარო იკავებს სიცილს!
მზე, წამომდგარი მთებიდან დილით,ბარბაცით აღწევს სამზეო წერტილს,ვეღარ პოულობს თავის თავს ჩრდილი,გაურბის მიწას და საგნებს ერთვის...ეს წამით...უცებ ძახილი სირთაშეარხევს, დასძრავს ბუნების ენას.სამალავიდან იწყება ჩრდილთაგამოსვლა წყნარი და ქვეყნად ფრენა.
1944 წ. აგვისტო.თვალადი.