↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შვილის დალოცვა

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13548 ნახვა

—
ერთი შვილი - არაშვილი!ორი შვილი - ვითომ შვილი!სამი შვილი - მართლა შვილიხ ა ლ ხ უ რ ი
ამერიდან ნუ მოეშლებაშენს ახალ ოჯახს სიკეთე ბევრი,დაგბედებოდეს პირველ მერცხლებად:ქალი - ივერი,ვაჟი - იბერი!
ქალი, ივერი - სინაზე ერის,მისი ჩუქურთმა, მისი ყვავილი.ვაჟი, იბერი - სიმტკიცე ერის,მის მკერდზე ბურჯად ამოყვანილი.
პირველი წყვილი იგულე თავნად,ზარდე სამშლობლოს ხარკად და სესხად,ხნულში სახნისის პირველ გამტანად -რომ სიკეთის ხეს კვლავაც მოესხას.
დედის ხსენებას და მამის სახელსნუ ამოაგდებ შენს ტკბილ ოჯახში,დედის სახელი ქალს დაუძახე,ჩემი სეხნია გაზარდე ვაჟი!
ისე გაზარდე, ისე არწიე,არ გააგონო ბალღს ავქართული,დააფრთხიანე, დაარწივესულ თავანკარით და ნაკადულით.
ტკბილი ქართულით ენა აუცერ,გზა უწაღმართე, გაუძეხ გზებზე.საყვარელ მცნებად გულს დაუწერე:რა ენა წახდეს, ერი დაეცეს!
1960 წ.თბილისი.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი