↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წერილი კლასის დამრიგებელს

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13545 ნახვა

—
სამი დღეა გვერდით მიზისაქეთ მამა, იქით დედა,ჩუმად ვზივრ თავდახრილი,სიტყვის თქმა ვერ გამიბედავს...
ჰოდა, დღეს კი ხან აქედან,ხან იქიდან ტკბილი კითხვით,მათქმევინეს ყველაფერი,მათქმევინეს სიტყვა-სიტყვით.
გამოვტყდი და ვაღიარემათ წინ ჩემი ნაცელქარი:როგორ შევდგი სკამზე სკამი,კედელს როგორ ავეკარი...
ჩემს საქციელს, ჩემს ანცობასმე ავხადე თვითო ფარდა,ისიც კი ვთქვი, ჩემს ოინზეკლასი როგორ ახარხარდა.
შერცხვენილს და აღელვებულსგადამეკრა თვალზე ბინდი,თავი ვეღარ შევიკავე,დედის მკერდზე ავქვითინდი.
წამოდგნენ და შემომხედესდედამ წყრომით, მამამ რისხვით...ვიცი... ვიცი მტყუანი ვარ,დამნაშავე... გასაკიცხი!
დავჯექი და წერილსა ვწერთ,ჩემო ტკბილო ცოდნის დედავ,დიდხანს, დიდხანს შერცხვენილითვალებში ვერ შემოგხედავთ.
მაპატიეთ... დედის კიცხვა,მამის რისხვა ამარიდეთ,შეგისრულებთ, დაგიჯერებთ,რასაც ტკბილად დამარიგებთ!
1946 წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი