პოეზია · ლირიკა
ჭავჭავაძიანთ ბანზე
. . . მაღრეთ მოგონება.ნ ი ნ ო ჭ ა ვ ჭ ა ვა ძ ი ს ლ ე ქ ს ი დ ა ნ
ყველა მოსულა. . .გაშლილია ბანზე ხალები.ცალმხარეს სხედანსაქართველოს ტურფა ქალები,ქალი კი არა - მიაები და მანაები,და მათ მიმოხრას ხან ღიმილით, ხან დანანებით,დაუფარავი გულისცემით, თვალის ანთებითუთვალთვალებდენ სულწასული ხახვის ფრანტები. . .ყველა აქ არის...მაშ, მასპინძლის ორი პეპელავიღას მოელის წვეულების საამებლად?მასპინძლობს ბანზე ჭავჭავაძე ლექსების ყანდით,ბედის რჩეული, ხან მჭმუნვარე, ხან დარდიმანდი.ორბელიანი ლეკეთშია, მისი ხმა ლაღი.აღარ გაისმის, მოწყენილა ლექსის ყაბახი.ის თუ არ მოვა,მოფრინდება მისი უსტარი,ღმერთმა დალოცოს. . .ის მარჯვენა შეუსუსტარი!...ან იქნება ტატოს გაუღიმებსდღეს სატრფოს თვალი,ყრმას თუ ელიან (ვაჰ!...) სევდათა გასაქარვებლად...არა, ის არა! ... ის უდაბურ გზებზე მავალი,შორს გაიტაცეს უბედობის ბნელმა ქარებმა!..მაშ ვის ელიან?.. ისიც ბანზე"რისთვის მოვედით?სჯობდა დარბაზში, პიანოსთან...აჰ, გრიბოედი".პოეტის ასულს გაიტაცებს ლურჯი კარეტა!დიახ, ოღონდაც...მისი ჟღერა ისმას გარედან.აი, ფეხის ხმაც, გაიღება მალე ჭიშკარიც,დღეს ნინოც ისე წარმტაცია, როგორც ცისკარი...
და კმაყოფილი ხახვის ფრნტი ამ მიხვედრებითწინანდელის ვარდებს გადახედავს ჩუმი ყვედრებით.
1945წ.