პოეზია · ლირიკა
ხილთა ქება
ნეტავ რა ხელმა ახარაამდენი ხე და ხეხილი,ათასფრად აყვავებული,ერთმანეთს გადაგრეხილი?
ცა მშვენიერი, მაღალი,მიწა ნაყოფით ნაქები,ცისარტყელებად გაშლილივენახები და ბაღები...
გაოცებული ვკითხულობ,ქვეყანაა თუ ზღაპარი -ქართლის, კახეთის მშვენებადა იმერეთის მთა-ბარ.
სამეგრელო და გურია,რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი,აფხაზეთი და აჭარადამშვენებული მწვანეთი.
რა წალკოტები არ ვნახე,რა ვენახები, რა ხილი,"დაწერე ხილთა ქებანი!"მესმოდა მათი ძახილი.
ვაშლის, ნარინჯის, ყურძენისმეც უნდა დავყვე ნებასამათი სურვილით, ბავშვებო,დაგიწერთ ხილთა ქებასა!
შინდმა თქვა:"მე ვარ პირველი,ლალისფერ ნაყოფს გპირდებით,გაზაფხულდება თუ არა,ოქროს ყვავილით ვირთვები!"
ტყემალმა უთხრა:"გაჩუმდი,შენზე ნაკლები როდი ვარ,თოვლისფერ კაბით მორთულიმეც ხომ შენ შემდეგ მოვდივარ!"
მრწყვმა გაიგო, იწყინა:"მეზობლებს დავუჩაგრივარ,ლალისფერიც ვარ, ტკბილიც ვარ,ბუნებას დავუშაქრივარ.
რატომ ტრაბახობს ნეტავიტყემალი კბილის მკვეთავი?...შინდიც ნუ ამიხირდება,შემოდგომაზე მწიფდება!'
ყურძენმა უთხრა: "რას ბოდავ,თუმც შემოდგომით ვმწიფდები,მაგრამ შენც, მარწყვიც, მაყვალიცამაოდ გამეჯიბრებით!
კბილიც ვარ,ღვინის დედაც ვარ,დაფასებული ასწილად,თავს რატომ იქებ, პატარავ,ქებას ხომ კიტრის ფასი აქვს!"
უცებ ბოსტანში გაჯავრდაკიტრი, წოლისგან დაღლილი,აყვირდა, წამოეშალახორკლები ტანზე დაყრილი:"რა გინდათ, მე რად მახსენებთ,ჩემზე რამ გაგაგულისათ?...მე ვარ ვაჟკაცის მალამო,გამგრილებელი გულისა!"
იქვე ნებივრად მჯდომარესაზამთროს გაეცინება;ეტყვის:"რას ამბობ, ვაჟკაცებსშენ არ შეჰყარე ციება?!ხილიც მე ვარ და მალამოც,ხილთა სათავეს მე ვზივარ,ტკბილი ვარ,ჩაშაქრებული,განა უნდილი ნესვი ვარ!"
ნესვი სიბრაზით გაყვითლდა,მარცხვენენ, თავსა მჭრიანო.თქვა:"ერთი ჰკითხეთ, გაბერილსსაზამთრო რათა ჰქვიაო?შემოდგომამდე ბერდება,ვაშლების შურით სივდება,ყურს ნუ ათხოვებთ, ავყიასტრაბახი არ მოსწყინდება".
ღაჟღაჟა თურაშაულიხის ტოტებს მოსწყდა, დაგორდა,ცალი ყბით იღიმებოდა,ან სატირალი რა ჰქონდამიგორავდა და ამბობდა:"ქალწულის ლოყას მადარეს,მე ვარო ქართლის მშვენება, -ქვეყანა უბით მატარებს!"
მწიფე, გორულმა ატმებმასიცილით ბაგე გააპეს,კომშს გადახედეს ამაყად,ჩუმი ჩურჩული გააბეს...ლეღვის ხეს თვალი ჩაუკრეს,ნუ ჩავებმებით ომშიო,თორემ ან ფშატი დაგვჩაგრავს,ან მახრჩობელა კომშიო!
ფშატმა იწყინა, ცრემლებითაევსო წვრილი თვალები,მაგრამ ჩაჩუმდა... უეცრადთავს წამოადგნენ ბალები, -დაშაქრებული ნაყოფითლალისფრად ნაბრიალები,იცინოდნენ და ლხინობდნენ,თავს დახვეოდნენ ქალები.
თხილზე ამბობდნენ:"რა არის,ხილი არის თუ ღილია,ხან ნაბდით დადის, მორცხვია,ხან გულმკერდგაღეღილია!"
თხილმა თქვა:"ჩემი ბარაქახალხმა მშვენივრად გაიგო,ჩემი პაწაწა ნაყოფიცხრა ძმამ საჭმელად გაიყო!"
ნუშის ხეს ესალმებოდნენლამაზი ბროწეულები,ბაგეს ხლეჩავდნენ, უჩანდათკბილები ძოწეულების:"შენ თუ ვარდისფრად ირთვები,ჩვენ გვამკობს იაგუნდები,ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს,ერთმანეთს ნუ შევძულდებით!"
კამათში განიერუებკვრინჩხი,ზღმარტლიდა პანტაცა;მსხალმა იწყინა,შესძახა:"გაჩუმდით, თქვენსა გაზრდასა!სადაც უნდა და არ უნდა,თქვენც ცხვირი უნდა გახიროთ,სწორედ თქვენზეა ნათქვამი:აბა ჩვენც ნახირ-ნახირო!მორცხვი ვარ,მიტომ გავჩუმდი,თორემ სავსე ვარ თაფლითა,ასე რამ გაგაგულისათ,რას შემომკნავით დაბლიდან?"
თუთამ დახარა თვალები,თქვა:"მეც ხომ თაფლის წვეთი ვარ,მეც მათქმევინეთ რას ჩხუბობთ,რა თავი აგიწყვეტიათ?"
ვერ მოითმინა ხურმის ხემ,ინდოეთიდან მოსულმა,აქამდის დადუმებულმადა განრისხებით მოცულმა -
"თუთავ, გაჩუმდი,ქართლ-კახეთსშენ, მართალია, ხილი ხარ,აბა ლიხს იქით იკითხე,რა სახელგატეხილი ხარ!"
თუთა შემკრთალი გაჩუმდა,თან მორცხვად თავი დახარა,შეირხა, ტკბილი ნაყოფიდაბლა ცრემლებად დაყრა.წამოეშველნენ თუთის ხესწაბლი, ჟოლო და ქლიავი:"ნაზია, ჩამოეხსენი,არ მიაკარო ნიავი!"
ხურმას შესძახეს:"აბა თქვი,ვინა ხარ, ანდა რა ხილი!"მაგრამ შეჩერდნენ, მოესმათმათ უცნაური ძახილი...
ზღვის პირას შეკრებილიყვნენხეები ნარინჯიანი,ისმოდა მათი სიმღერა,ხმაშეწყობილი შრიალი.
ნარინჯი პირველს ამბობდა,თურინჯი ჭექდა მეორეს,მხედრულს ამბობდა ლიმონი,გულს უმხნევებდა მეომრებს.
ისმოდა მათი ძახილი:"ჩვენ გვეძახიან ციტრუსებს,გასცილდა ჩვენი სახელისაქართველოს და დიდ რუსეთს!შორეულ მხარეს გაისმისჩვენი ბუკი და ნაღარა,ოქრო ვართ დაუთვალავი,ქართველმა კაცმა გვახარა!"
სიმღერამ ყველა მოხიბლა,გაისმა მწყობრი გუგუნი,შეხმატკბილდნენ და ამღერდნენზოგი ხმით, ზოგი დუდუნით.
ათასწლოვანმა კაკლის ხემგაიშრიალა ხმიანად,ხილთა ქვეყანას დასძახაგუგუნით, ომახიანად:"თქვენა ხართჩემი შვილები,მე თქვენიბერი პაპა ვარ.მე ხომ თვით საქართველო ვარ,ბანის სათქმელად მზადა ვარ!
ტოტებით ზეცას ვეხები,ფესვი მიწას მაქვს გადგმული,მე თქვენ პაპის პაპა ვარ,საქართველო ვარ განთქმული!
იზარდეთ,ტკბილად დამწიფდით,ქართველი კაცი ახარეთ.ოქროს და ლალის ნაყოფიჩვენს მიწას გადააყარეთ!'
1948 წ.