↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჯერ ისწავლოს, იბეჯითოს

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13541 ნახვა

—
ფანჯარასთან ზის ყმაწვილი,ზის, ჩასცქერის წიგნის პწკარებს,ძალზე ცხელა, იქვე ხევშიცივი წყარო მოწანწკარებს,ხეზე მღერის მოლაღური:"ბიჭო გოგი, გამო გარეთ!"ხე შრიალებს ფანჯარასთან,მის ფესვებთან წყარო მღერის,ცხრათვალა მზეც უალერსებს:"ადექ, ბიჭო, ჰერი, ჰერი!"ზის ყმაწვილი, მათ არ უსმენს,ჩაჰკირკიტებს წიგნის ფურცლებს,გამოცდებზე მიელიანმღელვარებით გული უცემს.სად სცალია! წიგნს კითხულობს,დააცადეთ, იბეჯითოს,ნავარდის და თამაშს დროუკეთესად იცის თვითონ!ჯერ ბეჯითობს, მეცადინობს,და როს სწავლით გაგვახარებს,როს დიდი ხნით დახურავენსაყვარელი სკოლის კარებს,აიკიდებს მგზავრის ჩანთას,მესხეთისკენ გასწევს მარდად,რუსთაველი დედა მხარეწიგნებიდან შეუყვარდა.იქ, ახალმა საქართველომ,ძველ ფესვებზე გაიხარა,ნახავ რუსთავს, თმოგვის ციხეს,ვარძიასთან გაშლილ კარავს...დააცადეთ, ხელს ნუ უშლით,ჯერ ისწავლოს, იბეჯითოს,თამაშის და მგზავრობის დროუკეთესად იცის თვითონ!
1954 წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი