პოეზია · ლირიკა
რუსლანი და ლუდმილა
ზღვისპირაა მწვანე მუხა შრიალებს,მას ოქროს ჯაჭვი ჰკიდია მკერდზე.და ბრძენი კატა, კაცზე ჭკვიანი,თითქოს იმ ჯაჭვზე რაღაცას ეძებს.ხან მღერის მშვიდად, ხან თვალებს ნაბავსდა ყვება რამე უცნაურ ამბავს.
სასწაულები ხდება იმ ტყეში:ბარდებში ელავს ეშმაკის ეშვი.ტოტებზე ზის და კისკისებს ალიდა არნახლი მხეცების კვალიუცნობ ბილიკებს აზის დაღივით,ქარი კი მწარედ კვნესის დაღლილი.და იქვე ქოხი დგას, მარტოსული,ოჩოფეხებით ტყეში მოსულიდა იმ წყვდიადში ძლივს გადარჩენილსარც კარები აქვს და არც ფანჯრები.გარინდულ ქვებზე შიშინებს ქაფიდა აწყდებიან უკაცურნ ნაპირსგანთიადისას თეთრი ტალღები.და ოცდათი რაინდი მშვიდადაბჯარასხმული ამოდის წყლიდანზღვაში შეძენილ ბიძის თანხლებით.იქ უფლისწული, გზად მიმავალი,აყტვევებს მეფეს მთელი ამალით.ხოლო გრძნეული, ქარზე ფრთამალი,ტყეების ზემოთ გარინდულ ცაზემიაფრენს დევგმირს, წუხილით სავსეს.სიმარტოვეში სწუხდ დედოფალიცდა რუხი მგელი, ვით მეგობარი,ემსახურება, დაუზარელი.და კუდიანის მძიმე როდინი,კლდიდან მოგლეჯილ შავი ლოდივით,დაბორიალობს ბნელში წვალებით.ხოლო კაშეი, წყვდიადის მეფე,სიზმარში ხედავს კვლავ ოქროს შხეფებს,გულში იხუტებს ოქროს ფიალებს. . .იქაც რუსული სული ტრიალებს.მეც მიგემია იმ კუთხის ქარი,მუხაც მინახავს ზღვის პირას მდგარი,დამილევია წყალიც და თაფლიცდა იმ ბრძენ კატას უთვალავ ზღაპრითმეც გავურთივა. თუმცაღა ერთიდამამახსოვრდა, მკითველო, შენთვის.
##პირველი სიმღერა
თუმრე ძალიან დიდი ხნის წინათდიდი თავადი მზე - ვლადიმირიიხდიდა ქორწილს და იჯდა ლხინადგაბრწყინებული მზით და ღიმილით.ის ათხოვებდა უმცროს ქალიშვილსთავად რუსლანზე და თან ხალისითგზას ულოცავდა ნეფე-დედოფალს,ამწყალობებდა ასულს დედობას.ხოლო წინაპრებს სმაცა და ჭამაცდინჯი უყვარდათ და ვერცხლის თასებსცვლიდნენ ვეება თიხის ჯაები, -ქაფქაფა ლუდით თუ ღვინით სავსე.ლხინი კი დუღდა და მთელი ღამეიტვირთებოდა ხორაგით ტაბლა. 'მსახური უხმოდ ავსებდა ჯამებსდა თავს უკრავდა მაგიდას მდაბლად.
გამხიარულდა თანდათან ლხინი.თანდათან ყველას გაეხსნა ენა.უცებ სიმღერა გაისმა, ტკბილი,და მომღერლისკენ მობრუნდა ყველა.ხმა კი ირხევა მწვანე რტოსავითდა ბაიანი, ტკბილი მგოსანი,ნეფე-დედოფალს აქებს და ლოცავს,ვარდი ამოსდის ყელიდან მგოსანს.
ხოლო რუსლანი ცახცახებს ვნებით.ვერ ილხენს, როგორც ილხენენ სხვები.ნაზი მეგობრის სურვილით იწვის.ოხრავს და ბრაზობს და აღარ იცის,ვით შეიკავოს ვნება ძლიერიდა დაბნეული კაცის იერითიწიწკნის ულვაშს და წუთებს ითვლის,გამოლევია ძალ-ღონე თითქმის,ზის მაგიდასთან სამი ჭაბუკი,სამი რაინდი - სამი ქარბუქი,ზის მაგიდასთან დამწუხრებული,დავიწყებიათ სავსე თასებიცდა დიდებულთა ლაღი კრებულიც,აღარ იტაცებთ ლხინი სავსებით.არც ბაიანის ხმა ეყურებათ,მთლად მოწამლულა მათი გუნებასიძულვილის და ტრფიალის შხამით.სამი მეტოქე შფოთავს რუსლანის,დრო კი მიხოხავს ისევ კუსავით,წელიწადივით გრძელდება წამი.და მოღუშული ზის სამეული:ერთი - როგდაი, გმირი რჩეული,ხმალს მინდობილი მთელი არსებით,მან გაუზარდა კიევს საზღვრები.მეორე რაინდს ჰქვია ფარლაფი,იგი როგდაის არ ჰგავს არაფრით,ვერ არის ხმალში კარგი სარდალი,მაგრამ ქეიფში არ ჰყავს ბადალი.ხოლო მესამეს რატმირი ჰქვია, 'მთლად ყმაწვილია ხაზართან ხანიდა როცა სხვები სასმისებს ცლიან,მას ლუდმილასკენ გაურბის თვალი.და ვნებიანი ფიქრებით სავსესმწუხრის ღრუბელი აწვება თავზე.სამივეს ფარავს იმ ღრუბლის ჩრდილი,გამწარებია სამივეს ლხინი.
და, როგორც იქნა, დამთავრდა ისიც,ხმა მოემატა ხორხოცს და სიცილს.ლუდმილამ მორცხვად დახარა თავი.ხოლო რუსლანმა სანატრელ ყვავილსაღტაცებული შეავლო თვალიდა კვლავ მოედო ტრფიალის ალი.ბნელმა მოიცვა შემოგარენი,ზეციდან მოწყდა წყვდიადის ზვავი,და თაფლით მთვრალმა ბოიარებმამასპინძელს მდაბლად დაუკრეს თავი.სიძე ზეიმობს, ბედის მლოცველი,ვნებით დამწვარი და დაქანცულიდა ეფერება უკვე ოცნებითსიმშვენიერეს მორცხვი ქალწულის.ხოლო თავადმა ფარული სევდითმამაშვილურად დალოცა წყვილი,მკერდზე მიიკრა სიძეც და შვილიც,სხვა არაფერი არ უთქვამს მეტი.და აი, რუსლანს ლამაზი ცოლისაწოლზე აჰყავს მთრთოლვარე ხელით.ჩააქრეს ცეცხლი, გაფრინდა ბოლი,და ღამის სანთლებს აჩაღებს ლელი.აჰა, ასრულდა იმედი ტკბილი,სიყვარულს მოაქვს თავისი ძღვენიდა ეჭვიანი სამოსი ფრთხილადეცემა ნოხზე. გული კი მღერის.ყური დაუგდეთ, იქნებ თქვენც გესმით,როგორ იზრდება კოცნა ფიცივით,თანდათან როგორ სუსტდება კვნესაბოლო სიმორცხვის. . . აი, ისინიმინებდნენ ვნებას. და სწორედ მაშინგამოჩნდა ელვის ცახცახა თითი,იჭექა მეხმა და შემკრთალ სახლშიგადაეფარა ყველაფერს ბინდი.მოწყდნენ ღრუბლები, როგორც მხედრები,შიშით ათრთოლდნენ სახლის კედლებიცდა გაირინდა ბნელში რუსლანიც,თვალს არ აჭყეტდა მთვარე ბუსავით.უცებ დაბნელდა, როგორც ღუმელში,ჩაკვდა ყოველი, შეწყდა ხმაური,და იმ წყვდიადში და სიჩუმეშიორჯერ გაისმა ხმა უცნაური.და უცებ, კვამლში გამოხვეული,წამით გამოჩნდა შავი სხეული. . .და ყველაფერი დაწყნარდა ისევ,რუსლანს კი ოფლმა დაასხა პირზე.ხელს აფათურებს წყვდიადში თრთოლვით,ოფლი ჩამოსდის შემკრთალს წურწურით.საწოლი მოჩანს, როგორც კუნძული.მაგრამ . . . ოხ, ღმერთო! ლამაზი ცოლიმოუტაციათ და როგორც კვამლიგამქრალა მისი გზაცა და კვალიც.მოუტაცია უჩინარ ძალას,სარკმელში მხოლოდ ხეები ჩანან.
ოხ, მეგობრებო, მართლა ძნელია,როდესაც ვიწვით ამაო ვნებით.ცხოვრებაც თუმცა მოსაწყენია,მაინც ვარსებობთ ბუნების ნებით.მაგრამ მე სიკვდილს ვარჩევდი ისევ,თუ ჩემი ცრემლის და სევდის მიზეზსამდენი ტანჯვის და ძებნის მერებოლოს და ბოლოს მოვხვევდი ხელებს,მაგრამ მაშინვე თუ დავკარგავდიმას, რაც ოცნება იყო აქამდის,ოხ, მეგობრებო, მაშინ უდაოდმეც დავხუჭავდი თვალს სამუდამოდ.
ხოლო რუსლანი კვლავ ცოცხალია,თუმცა სიკვდილი უნდა ძალიან.მთელი სასახლე ფეხზე დამდგარა,კრიჭა შეკვრია დიდს თუ პატარას."სად არის ჩემი ლუდმილა, სადა?"ყვირის თავადი და სიძის გარდამთელ ეზოს ესმის. "შვილებო, ძმებო!სინდისი ახლაც არ მოგცემთ ნებას,რომ მომიწამლოთ ბებერს გუნება,ნუ დაივიწყებთ ძველ ერთგულებას,თქვით, ვინ იქნება თქვენში მდევარი,ვის გიჭრით თვალი და სატევარი.და რადგან ქმარმა ვერ მოუარა,მე ჩემს ლუდმილას, ვნახავ თუ არა,კვლავ ვაქორწილებ და ახალ სიძესჩემი მამულის ნახევარს მივცემ.შვილებო, ძმებო, ჩქარა მდევარი!ვის გიჭრით თვალი და სატევარი!""მეო! - რუსლანმა თქვა, სევდით სავსემ."მეცო!" - სამივემ იყვირეს წამსვედა აუყვავდა იმედის ვარდიტანბრგე როგდასის, ფარლაფს და რატმირს:"ახლავე ცხენებს მოვახტებითო,ჩვენი სურვილით, ჩვენი ნებითო,ნუ დამიბრმაებ ცრემლითო თვალებსთავადის ქალსო მოგვრითო მალე".თავადს იმედი მიეცა ისევ,გადაეფარა სინათლე პირზედა იდგა მათკენ ხელგაშვერილი,ასე უძრავად იდგა ძელივით.
ოთხივე ცხენებს მოახტნენ მყისვე,ხოლო დაბნეულ რუსლანს კი ისევ,უცებ დაკარგულ სატრფოზე ფიქრიუჯიჯგნის სხეულს და უხმოდ მიჰქრის.ფიცხი ცხენები მიჰქრიან მტვერში,ცხენების ფეხქვეშ მინდორი ხვნეშის.მიჰქრიან დნეპრის ნაპრის გასწვრივ,უჩინარდება ცხენიც და კაციცდა აღარც ჩანან უკვე სრულებით,მაგრამ თავადი ისევე იცდისდა თავის თავიც იქ ეგულება,ფიქრით რაინდებს მიჰვება ისიც.
გაოგნებული და დაბნეულირუსლანი სმენად იყო ქცეული.ფარლაფი რუსლანს უკან მისდვდადა თუმცა ხეპრე იყო ისედაც.მთლად ამრეზილი უცქერდა ახლა.მტვრით ჰქონდა სავსე ცხვირიც და ხახაცდა თან ამბობდა: "როგორ გგონიათ,მალე შევხვდები, ნეტავ, გოლიათს?მაშინ იქნება აბა, სეირი,სისხლი დადგეა ველზე ტბორებად.ჩემო ქურანავ, ჯერ არხეინადირბინე, გზები ნუ გეშორება".რატმირს იმედით გული ევსებადა ფიქრში უკვე ეალერსებალამაზ ლუდმილას და მთვრალმა ამითუნაგირზედაც იცეკვოს ლამის.ჯერ ყმაწვილია ხაზართა ხანი,არ ყოფნის ქვეყნის სიგრძე და განი.ხან ოთხით მიჰყავს ფეხმარდი ცხენი,ხან ერთ ადგილზე აწვალებს დაღლილს,ყალყზე აყენებს ძლიერი ხელით,უფრო და უფრო უმოკლებს აღვირს,მერე კი მისი ულაყი, სწრაფი,ქედებზე ისევ ქარივით გარბის.ხოლო როგდაი მოღუშულია,ფიქრს ისცემია იგი სრულიად,აფიქრებს ბნელის მოცული ბედი,მისჩერებია სივრცეში წერტილს.კვლავ მორევია ეჭვი და შხამიდა თავადისკენ გაურბის წამითზიზღით და რისხვით აღვსილი თვალი,სახეზეც აზის წუხილის კვალი.მთელი დღე ერთად მიდიან ასეერთი გზის მგზავრნი და მეტოქენი.გამუქდა დნეპრის ცისფერი ხაზი,ბინდმა აავსო ღრულბის დოქები,უკვე წყვდიადი გამეფდა სრული.და აი, ძველი და გაცვეთილიგამოჩნდა კიდეც გზაჯვარედინი."აქ გავიყაროთ და ყველამ ჩვენთვისვეძებოთ ჩვენი გზაცა და ბედიც".თქვეს და ცხენებმაც მეტი ხალისითამოირჩიეს გზები თავისით.რუსლან, რას ფიქრობ, ან რას მოელიამ სიჩუმეში და სიბნელეში?ვერ მოიმწყვდიე ბედი ხელებში,იქნებ სიზმარი იყო ყოველი.ისწორე ჩაჩქანს, მაგარს და მძიმეს,და ხელზე იხვევ მოშვებულ აღვირს,სულში კი ცეცხლი უქრება იმედს,რწმენაც გამქრალა და უკვე დაღლილსნაბიჯით მიგყავს მინდორზე ცხენი.
მაგრამ უეცრად განათდა ბნელი,გამოჩნდა მღვიმე და ტინის თაღი,ბუნების გამრჯე ხელით ნაკვეთი,თავზე დაადგა სასოწარკვეთილს.და მან შენიშნა ჯერ სანთლის ალი,მერე კი მოხუცს შეასწრო თვალი.წიგნს კითხულობდა მოხუცი იგი,წინ ედო დიდი და ძველი წიგნი.თვითონ კი, ჩუმი და წვეროსანი,ზღაპრული იყო გარემოსავით."მობრძანდი შვილო! - მოხუცმა რუსლანსასე მიმართა. ხმა ჰქონა თბილი. -წელს ოცი წელი შესრულდა ზუსტადრაც აქ ვარ, მაჭკნობს სიბერის ჩრდილი.მაგრამ გავძელი და შენდა ბედადასრულდა, რასაც მიგრძნობდა გული.ჩვენ მხოლოდ ბედმა შეგვყარა ერთად,დაჯექ და კარგად დამიგდე ყური.ჩვენ ერთნაირი გვქონია ბედი,არც შენ ყოფილხარ მთლად ბედნერი,შეგცვლია სულიც, ხმაც და იერიც,რადგან ლუდმილა აღარ გყავს გვერდით.მაგრამ სიცოცხლეს ნუ ეთხოვები,ბედა გიმუხთლა მხოლოდ დროებით.რაც გწამდა, ისევ იწამე იგი,და შენი მძლავრი ხმლითა და მკერდითგააპე ბნელი და წყვდიადს იქითიხილე შენი კუთვნილი ბედი.
შენი შერცხვენა, ჩემო რაინდო,ავი გრძნეულის ბრალია მხოლოდ.ის თვალშეუწყვდომჯ კლდეებსი ცხოვრობსდა, რა თქმა უნდა, არც შენ დაგინდობს.სადმე ლამაზი ქალი თუ ნახა,თავის საზარელ კლდეებში აჰყავს.ჩერნომორია მისის სახელი,მისი მომრევი ანდა მნახველიჯერ არ მინახავს, მაგრამ შენ ბოლოსნახავ იმ ბებერ ჯადოქრის სოროსდა შენი ხელით მოკვდება ისიც.მეტს კი არ გეტყვი, თუმცა რაც იცი -საკმარისია. და ნუ გადადებ,შენ გაბარია ბედის სადავე".
ჩვენი რაინდი მოხუცის ფეხთითგახარებული დაეცა მყისვე.გულიც გაცოცხლდა და ლაღად შეხტა,მზე ამოვიდა თვალებში ისევ.მოითქვა სული, მაგრამ მასინვესევდის ღრუბელი მოაწვა თვალებს. . ."მე ვიცი, შვილო, შენ რაც გაშინებს,მაგრამ მაგასაც მოგირჩენ მალე, -თქვა და განაგრძო მოხუცმა ისევ:მე მივხვდი შენი შეკრთობის მიზეზ,შენ შეგაძრწუნა გრძეულის ვნებამ,მაგრამ, ძვირფასო, მომეცი ნება,რომ დაგამშვიდო, რადგან სრულიადის ამ საქმისთვის უსუსურია.მას შეუძლია ჩაყლაპოს ქარი,ისე დაუსტვენს, რომ თვითონ მთვარეცაცახცახდება. მაგრამა ბუნებაყველა გრძნეულზე უფრო მკაცრია.ისიც ამაოდ ედიდგულება,რადგან ცვედანი რაღა კაცია.რა შეუძლია ჭაღარა ცვედანსეჭვის და შურის და ზიზღის გარდა,და ისიც ბრაზით ცახცახებს კართან,თავის მშვენიერ ტყვეებს რომ ხედავს.ის არის მხოლოდ მტანჯველი მათი. . .მაგრამ, ძვირფასო, ეს ღამეც გადისდა ამ საუბარს ჯობია ძილი,რომ საბრძოლველად მზად იყო დილით".
რუსლანი ხავსზე გულაღმა წვებაჩაფერფლილ ცეცხლთან და ცდილობს ძილშიგადაივიწყოს განცდილი შიში,მაგრამ რაღაცა არ აძლევს ნებას.ამაოდ წვალობს, ბორგავს და შფოთავს,ბოლოს კი ამბობს: "იქნება ვცოდავ,მაგრამ არაფრით არ მეძინებადა, თუკი შენმა გულმაც ინება,მომეცი ნება, რომ კვლავ ავუბაგული და სული შენს ტკბილ საუბარს.და თუ შემინდობ კადნიერ კითხვას,ისიც მითხარი, რაც ჯერ არ გითქვამს.რა გქვია, ვინ ხარ ასე კეთილი,ან რატომა ხარ გამოკეტილიამ ბნელ მღვიმეში, ან უდაბნოშივისი ან რისი ნებით აღმოჩნდი".
ამოიოხრა მოხუცმა მწარედდა სთქვა: "არსებობს პირქუში მხარედა მას სახელად ჰქვია ფინეთი,შორსაა იგი და არც იმედიაღარ მაქვს მისი ხელახლა ნახვის,იქ იყო ჩემი ზეცაც და სახლიც.იქ ფეხშიშველა ვმწყევსავდი ნახირსდა ჩემი იყო მუხრანის ჩრდილიცდა ნაკადულიც, სუფთა და გრილი. . .უაკ დამდევდა ქარი მწივანიდა სიღარიბის ყველა წვრილმანიიქ განივცადე. მიწის ალერსიციქ განვიცადე ყველაზე მეტი.მაგრამ ცხოვრება იმ სიწყნარეშიძალზე ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემთვის.
ერთ ჩვეულებრივ სოფელში მაშინცხოვრობდა ნაზი გოგო ნაინი, -ვით სიმარტოვის უცხო ყვავილი,ოცნებასავით ცხოვრობდა ხალხში.და ერთხელ, როცა ისევ მთელი დღითმივდევდი ნახირს და მივდენიდი, -მიშრილადებდა ჩემს წინ ნაკადი, -მე ის დღე ნათლად მახსოვს აქამდის.მდინარის პირად იჯდა ლამაზიდა გვირგვინს წნავდა თვალმშვენიერი.ბიძგი ვიგრძენი გულში ზლიერიდა მოვინდომე მზესთნ თამაში.ნაინი იყო ის ტურფა ქალი,ვეღარ მოვწყვიტე თავხედი თვალი,ფერი არ ჰქონდა მის ხელში ყვავილსდა სამუდამოდ დავღუპე თავი.სამაგიეროდ სულით ვიცანიგრძნობა დიადი და საფიცარი.სულში გაჩაღდა ვარსკვლავთ კრებულიდა სამუდამოდ დამედო ჯაჭვი:სიხარულით და მზით დაწყებული,დამთავრებული დარდით და ტანჯვით.
ასე გავიდა წლის ნახევარი.ვთვალე წუთები და საათები.ვერ მომირჩენდა ტკივილს ვერავინდა მეც გავანდე გულში ნადები.მან მოუსმინა ჩემს შემკრთალ ტკივილს,მაგრამ ამაყი იყო ბუნებით,თავს იღმერთებდა და მითხრა ცივად:”მე არ მიყვარხარ, მწეყმსო, სრულებით!”
გამიველურა სული წუხილმა,წაღმა დაბრუნდა ჩემი ბორბალი.ვეღარ მშველოდნენ ძველი მუხებიდა ვერც მწყემსური თამაშობანი.მე გულს მიჭკნობდა სევდის ნაღველიდა გადავწყვიტე დამეგდო მალეჩემი მშობელი კუთხე და მხარე,მისი მინდვრები და სანახები.გადამეცურა ზღვათა მორევი,შემომეკრიბა გარს მეომრები,შემეკრა რაზმი მძლავრი და ძმურიდა მუხთალ ბედთან არ დარიდებითშემემკო თავი გმირის დიდებითდა მომეხიბლა ნაინის გული.ბევრი აღმოჩნდა ხალხში ჩემფერი,ხიფათისა და ოქროს მძებნელი.სისხლმოწყურებულ ხმალთა ჟღრიალიდა თავაწყვეტიულ ნავის ჭრიალიცპირველად მაშინ გაისმა ჩვენში.კვლავ დამიბრუნდა იმედის შუქი.ავხსენით ღუზა. ჩავბერეთ ბუკიდა ზღვაც დაგვნებდა ოხვრით და ხვნეშით.ჩვენ ათი წელი ვიქნიეთ ხმალი,მტრის სისხლით ვღებეთ თოვლი და წყალი.ხმა ირხეოდა, რომ ჩემი შიშითძრწოდნენ მეფენი ტახტების ჩრდილში.და ყოყლოჩინა მათი რამზებიცთავგზას კარგავდნენ ჩვენთან სავსებით.ჩვენ კი ვიბრძოდით ლაღად და გულით,ძღვენსა და ნადავლს ზუსტად ვიყოფდით,დამარცხებულებს ვიღებდით ძმურად,გვერდით ვისვამდით და ვქეიფობდით.მაგრამ ეს სული, ნაინით სავსე,ღრეობისა თუ ბრძოლის ღრიალშიცჩუმად ნაღვლობდა მშობლიურ ცაზე,იტანჯებოდა ტრფობის იარით.და ვთქვი: გვეყოფა, ნუღა დავრჩებით,სხვებსაც ვაკმაროთ სისხლი და შიშიდა ჩამოვკიდოთ მძიმე აბჯრებიჩვენი ქოხების სანატრელ ჩრდილში.ვთქვი და აჟღერდნენ წამსვე ნიჩბები,წამოიშალნენ ჩემი ბიჭებიდა სიხარულით გულდაშხეფილნიმშობელ ყურეში ლაღად შევრფინდით.დასრულდა ბევრი მშფოთვარე ღამე,სხეული გაძღა გზით და იარითდა პაემანის ნანატრი წამიჩემთვისაც დადგა გულის ფრიალით.სანატრელს ფერხთით დავუგდე ხმალი,რომელსაც ადრე ძვლებზე ვლესავდი,მივართვი ოქრო, ვერცხლი და ლალი,მე კი, სურვიით და ვნებით მთვრალი,მის წინ ვიდექი მორჩილ ტყვესავით.შურით დაბერდნენ სოფლის ქალები,მთლად დაებრიცათ საწყლებს თვალები,ის კი ამაყი იყო ბუნებით,დაძლია ყველა ფანდი ცდუნებისდა საკუთარი სინათლით სავსემისევ უგულოდ მომიგო ასე:”მე არ მიყვარხარ, გმირო, სრულებით!”
რუსლან, უცხოა შენთვის ტრფიალიუარყოფილი და განდევნილი.ათვალწუნების მკაცრი იარასულში ფათურობს ტლანქი ხელივით.შენ კი ნამდვილად გქონია ბედი:მასაც უყვარხარ, - რა გინდა მეტი.მოყოლის თავი აღარ მაქვს, შვილო,ანდა რა გითხრა მე ამის გარდა.ახლაც კი, თუმცა ჩრდილი ვარ, ჩრდილი,უკვე მისული სამარის კართან,იმ სატანჯველით ვცხოვრობ აქამდისდა როცა წარსუსლ ვიხსენებ ხოლმე,ჩემი ცხოვრების დამღლელს და მომრევს,წვერებზე დამდის ცრემლის ნაკადი.
მაგრამ მისმინე: ჩემს სამშობლოში,ზღვისა და ქარის ცივ საუფლოში,მეცნიერება არსებობს ერთი.იქ მარადიულ სიჩუმეს ერთვისტყეთა წყვდიადი, ქარი კი ხვნეშისდა ისმის დამპალ ნეშოს სისინი.კუდიანები ცხოვრობენ ტყეში,ეუფლებიან სიბრძნეს ისინი,დაფარფატებენ, როგორც ჩრდილები,სმენა გახსნილნი და თვალსწრაფები.და მათ სურვილებს ემორჩილებაგულიც და კუბოც და ყველაფერი.
და უარყოფილ ვნებებით სავსემმეც გადავწყვიტე, რომ ჯადოქრობითგამეხსნა სატრფოს გულის ბოქლომიდა მიმეღწია მიზნისთვის ასე.მეც მივაშურე ტყეების წყვდიად,ქვეყნის სულივით ვრცელსა და დიადს.სხვა ყველაფერზე ავიღე ხელიდა ჯადოქრების კერიის ბოლითმეც გავიმურე და ბევრი წელივმეცადინეობდი ჯადოქრებს შორის.და აი, დადგა ნანატრი წამიც,მკაცრ საიდუმლოს ჩავწვდი ბუნების,გამომეცვალა ხმაც და გუნებაც,შევიგრძენ ძალა წყევლის და შხამის,ნაინი, უკვ ჩემი ხარ, ჩემი!ასე ვფიქრობდი და გულის ცემითჩემს დიდ სიყვარულს ვადგამდი გვრიგვინს,მაგრამ მაცდური აღმოჩნდა იგი.წამიერ შვებით განთებულიმივნებდი სურვილს მთლი სხეულით,მაგრამ ნამდვილად გამარჯვებულიკვლავ ბედისწერა იყო, წვეული.
და ისევ მთვრალი ჩეი ოცნებით,აღტაცებული განსაცდელ ტრფობით,ვეძახდი სულრებს და ვერც კი ვგრძნობდი,რას მიმზადებდნენ ეს შელოცვები.მე ვბუტბუტებდი ლოცვად ქცეული,ნამდვილ კუდიანს როგორც შეჰფერის.მეც გავხდი მკაცრი და მტაცებელიდა ჩერნომორის ძმა ღირსეული.მაგრამ ჩავუთქვი ფიქრი თუ არა,ტყეებს ქუხილმა გადაურა,ქარბუქმა მორთო ვაი და ვიშიდა ფეხქვეშ მიწაც ათრთოლდა შიშით,გაჩნდა გრიგალიც, ზღვებზე ნარბენი,და დამისკუპდა წინ დედაბერი.ძლივს უფარავდა ტანს ძონძეული,თვითონაც ლანდად იყო ქცეული,ზურგზე მოეგდო ვეება კუზი,ცივი თვალებით ჩამხედა სულში.შიშის მომგვრელი იყო სურათი,მეც უკვე სიმწრის ოფლში ვცურავდი.და ვაცეცებდი თვალს აქეთ იქით, -ნაინი იყო, რაინდი, იგი.ისევ გამეფდა სულში წყვდიადი,ავთრთოლდი, როგორც ქარში ფურცელი,თან არ მჯეროდა, როცა ვუცქერდი,მერე ავტირდი და ავღრიალდი.ოხ, ნუთუ შენ ხარ ჩემი ნაინი,მიუწვდომელი და მშვენიერი!რომელმა ძალამ ან რანაირადდაგიმახინჯა ასე იერი.ნუთუ ამდენი წელი გავიდა,რაც ამოვიგდე შფოთი თავიდან,და ჩემი ვნების უარმყოფელიდავტოვე სატრფო, მზე და სოფელი.”ბევრიო?. . . თუმცა ადვილად ითქმის,უკვე ორმოცი წელია თითქმის. –თქვა დედაბერმა ღვარძლით და გესლით, -სამოცდაათი წლისა ხარ, გესმი?ასე ერთბაშად გაფრინდნე წლები,ჩამოჭკნენ ჩვენი გაზაფხულებიდა ჩვენც დავბერდით ბუნების ნებით,მაგრამ არ ვდარდობ მაინც სრულებით.მე, რა თქმა უნდა, ის აღარა ვარ,შენ ვისი ჩრდილიც გედგა კარავად.ის აღარა მაქვს, რაც ადრე მქონდა,და კუზიანიც ვარ, ალბათ, ოდნავ.მე აღარ შემრჩა უცხო თვალისთვისარც სილამაზე და არც ხალისი.სამაგიეროდ, უჩუმრად გეტყვი,კუდიანი ვარ, წყვდიადის ეტლი!”
და ასეც იყო, რად გინდა ფიცი,მხოლოდ სიკვდილის ვიყავ მსურველი,და მთლი ჩემი ჭკუით და სიბრძნითმის წინვიდექი, როგორც სულელი.და რატომ მოხდა ახლაც არ ვიცი,მისნობამ მაინც შეძლო თავისი.სულ არ გამეგო იგი ნეტავი,რადგან ჭაღარა ღვთაება უკვევნებით აღვსილი იყო ჩემდამიდა მიშტერებდა გაყინულ გუგებს.ხმა გათოშილი სამარის თოვლით,მეფიცებოდა სიყვარულს თრთოლვით,მე კი ვიდექი გაოგნებული,სულს მიკაწრავდა ხრინწი ბებრული,კალთას მიჭერდა ხმელი ხელებითდა თან თავისას ფქვავდა ხველებით:”პირევლად ახლა ვიგრძენი გული,ჩემო ერთგულო, და მწამს, რომ ისიცსიყვარულისთვის ფეთქავს და იცისტრფიალის ფასი, და ტრფობის წყლულიმასაც აწვება, ვით მძიმე ლოდი.მიშველე, ჩემო ძვირფასო, მოდი!”გადმომიშალა გულში ნადები,ჩამომახია ჯუბის კალთებიდა თან, მიწიერ ალერსს უჩვევი,კოცნას ცდილობდა მყრალი ტუჩებით.შიშმა დამიხშო სმენაც და თვალიც,გულში გამიქრა იმედის კვალი,და რომ ვერ შევძელ მეტის ატანა,გამოვექეცი ბებერ სატანას.გამომეკიდა ფეხდაფეხ ისიც.ქვეყანა შესძრა წყევლით და რისხვით:”ჰოი, უღირსო, მიჯნურად გთვლიდი,შენ შემიშფოთე სამყარო მშვიდი,შენ შეაშფოთე ჩემი სანთელიცდა სიქალწულის ზეცაც, ნათელი.გაზიდე ჩემი სულის მადანიდა ახლა ვნების ქარით ანცემიაღარ გინდივარ? - აი, კაცები,ღალატით სუნთქავს ყველა მათგანი,შენ შემაცდინე უმანკო კრავიდა მეც შენს ნებას მივანდე თავი.მაგრამ აქამდე თუ მაწვალებდი,ახლა მიფრთხილდი! ქურდო ქალების!”
ასე დავშორდით და იმის მერევცხოვრობ ამ მტანჯველ სიმარტოვეში,და ამქვეყნიურ ხმებსა და ფერებსდიდიხანია უკვე მოვეშიუკვე მეძახის ჩემი საფლავიც,მთავრდება ჩემი მწარე ამბავი.მაგრამ დედაბერს იმ ძველი გრძნობისსულსი აქამდე შემორჩა კვალი,და სიყვარულის ნათელი ალიბოლოს შეცვალა ზიზღით და მტრობით.შენც მოერიდე იმ გრძნეულს ყველგანდა მეტს, ძვირფასო, ნურაფერს მკითხავ.წუხილიც წავა როდისმე ჩვენგან,ქვეყნად წუხილიც არ რჩებ დიდხანს”.ჩვენი რაინდი ისმენდა ხარბადკეთილ მოხუცის მწუხარე ამბავს.არ აშორებდა თვლებს შუქიანსდა ღამის წასვლა არც გუგია.და აი, ისევ ბრჭყვიალებს დილა,მზეც ამოსულა და უკვე თბილა,მთლად გამოცვლილა ქვეყნის იერი. . .რაინდიც ადგა და მადლიერიმოხუც ჯადოქარს გადაეხვია.მერე უნაგირს, მკვრივს და კეხიანს,მოახტა სწრაფად და დაუსტვინა,და ცხენიც თითქოს პატრონს უცდიდა,ჭენებ-ჭენებით გავიდა ველზე,მზემ კი სხივები ჩაკიდა დეზებსდა წამოწია თავი ბექობმა,ხოლო მოხუცმა ჭაბუკ მეგობარსხმა დაადევნა: ”გზა მშვიდობისა!შენი სიმართლე ატარე ფარადდა შენი ცოლი გიყვარდეს მარად”.
##მეორე სიმღერა
მოტრიფალენო შულის და ომისვეღარასოდეს ვერ მორიგდებით.მტრობით მთვრალები ერთმანეთზ ზომავთდა მხრებს იმძიმებთ მკაცრი დიდებით.და თუ ქვეყანას ისვ აშეშებსთქვენი ზეიმის ხმა შემზარავი,მაინც არა გყავთ ხელის შემშლელი,გულიც არ წყდება თქვენზე არავის.თქვენ კი, პარნასის მთების არწივნო,რომლებმაც კალმით შეცვალეთ შუბი,ეცადეთ ხალხი არ გააცინოთგაუთავებელ შფოთით და ჩხუბით.თქვენ კი, მიჯნურნო, რგად გახსოვდეთ,რომ ბრაზი დიდი ცოდვა თქვენთვის.იცხოვრეთ მშვიდად და არასოდესარ მოუღეროთ ერთმანეთს კეტი.და ვისაც ბედი არგუნებს ბოლოსტურფა ასულის გულს და სინაზეს, -ის მშვენიერი იქნება მხოლოდყველაფრისა და ყველას ჯინაზე.
ბრმა წინათგრძნობით გაოგნებულიროგდაი ნელა მისდევდა ბილიკს.ტყეში დუმილი იდგა მეფური,ხეებს ეძინათ ხანგრძლივი ძილით.ის კი ღრმა ფიქრებს მისდევდა ისევ,კვლავ მრისხანება ეხატა პირზე.უსისინებდა ბოროტი სულიდა აყოლილი უცნაურ სურვილსმიბუტბუტებდა თავისთვის ასე:”მოგკლავ!. . . ყველაფერს დავიმხობ გზაზე. . .რუსლან! . . . ჩემს ძალას გაიგებ მალე. . .ცრემლით დაითხრის ლამაზი თვალებს. . . ”და რაკი აჰყვა ზრახვას საშინელს,შემოაბრუნა ცხენიც მაშინვე.
ამასობაში ჩვენს მამაც ფარლაფსერთი პირობა ეძინა უკვედა ახლა გზისთვის იკრეფდა ძალას,ზედიზედ ნთქავდა ვეება ლუკმებს.წყაროსთან იჯდა და წყლის ხმაურზეშეექცეოდა მსვიდდ საუზმეს.უცებ, რას ხედავს: ვიღაცა მისკენცხენს მოაგელვებს. და ფარლაფს მყისვეთავზარი დასცა უცხო მხედარმა.დასთმო აბჯარიც და პურ-მარილიც,ცხენი გააკრა მიწას ქარივით,გაკურცხლა უკან მოუხედავად.მაგრამ ფეხდაფეხ მოჰყვება ისიცდა მოღრიალებს, როგორც ნასვამი:”თუ გავხდი შენთან შეხვედრის ღირსიწაგაგდებინებ თავს გოგრასავით”.უცნობი მოსძახის ასედა მან როგდაი შეიცნო ხმაზე.და მთლად გაფუჭდა საბრალო მაშინ,სიკვდილის სუსხი გაუჯდა ტანში.ასე კურდღელი გაურბის მწევარს,თავის ყველაზე საშინელ მდევარს.ზურგზე დაიწყობს, საწყალი, ყურებსდა მწევარს ტყეში ნაკვალევს ურევს.მზე იყო უკვე საკმაოდ ცხელიდა სადაც თოვლი იდო აქმდე,იქ გამდნარ თოვლის მღვრიე ნაკადებსგადაესერათ ხრამებით ველი.ქურანაც ხრამთან შეჩერდა წუთით,ქარს მოუქნია თამამი კუდი,ერთხელ გაღეჭა რკინის აღვირიდა გადაფრინდა ხმრამზე, დაღლილი.ხოლო მშიშარა მხედარი ხრამშითავქვე ჩაეშვა ჩაშლილ ხიდივითდა საბოლოოდ დარწმუნდა მაშინ,რომ გარდუვალი იყო სიკვდილი.ხმრამთან მოაგდო როგდაიმ ცხენი,მახვილიანი აღმართა ხელი,”მოკვდი, ლაჩარო!” - შსძახა მჭახედდა რა იხილა ფარლაფის სახე,ჩამოუვარდა ხელი თავისით,უცებ წაუხდა ბრძოლის ხალისიდა ამ საოცარ სურათის მნახველსმთლად დაუღრიჯა სიბრაზით სახე.გაოცებული დ რისხვით სავსეკვლავ გაიტყუა იგი მინდორმა,გულზე სკდებოდა, მაგრამ თვითონაცეცინებოდა საკუთარ თავზე.მერე ის მთასთან დედაბერს შეხვდა,ნაომარს ყველა ქართან და მეხთან.გზა მოეჭამა მას თავის წილიდ ახლა სული ეჭირა კბილით.სიბერის კუზით მიწამდე მოხრილსხელში ეკავა ცახცახა ჯოხი, -ჩრდილოეთისკენ მიმართა იგიდა სთქვა ჩიფჩიფით: ”ეძიე იქით”.ხოლო როგდაი აღელდა ისევდა ხიფათისკენ გაიჭრა მყისვე.
ისევ ხრამშია ფარლაფი ამ დროს,არ ელის საშველს და ვეღარც ნატრობს.ტალახში წევს და ფიქრობს თავისთვის:რა მემართება, სად ვარ, არ ვიცი. . .ნუთუ კვლავ მხრებზე მაბია თავი?სად გქრა ჩემი მეტოქე, ავი?და ამ ფიქრებით დაღლილს და სავსესუცებ ვიღაცა წაადგა თავზე.”ადექ, ჭაბუკო, - სთქვა დედაბერმა, -უკვე მშვიდობის ქარმა დაბერა.ჰა, ჩამომართვი შენი მერანი,ხელს ვეღარ გახლებს ახლა ვერავინ”.
ხოხვით ამოძღვარა ფარლაფი მაღლა,მაგრამ საკმაოდ ფრთხილობდ ახლაც.ტალახზე მუცლის დატოვა კვალი,გარემოს მორცხვად მოავლო თვალი,კვლავ დაუბრუნდა ახალგაზრდობადა გაუგზავნა უფალს მადლობა.”მერწმუნე, - ისევ სთქვა დედაბერმა, -ჭკვიანურია ლუდმილას ძებნა,მაგრამ მე და შენ არა გვაქვს ნება,ვერც შევძლებთ ასე მაღლა აფრენას.სახიფათოა გზებზე წანწალიც,საკუთარ თავზეც ხომ გაქვს ნასწავლი,ამიტომ კარგად დამიგდე ყური,გადაივიწყე დროებით წყლულიდა შინისაკენ გაბრუნდი უმალ,შენს ტკბილ მამულში მოყუჩდი ჩუმად,სხვა ნურაფერი ნუ გეფიქრება,ლუდმილაც მალე ჩვენი იქნება.სთქვა და მაშივნე უკვალოდ გაქრა.ჩვენი ფარლაფი გაოცდა, მაგრამწინდახედულად მოიქცა ისევ:შეეშვა თავის მგზავრობის მიზეზს,დათმო ცხოვრება ხიფათით სავსედა სანატრელი თავადის ქალიცგადაივიწყა გულწრფელად წამსვედა ოცნებაში შეავლო თვალითავის მამულის დიდებულ მუხნარს,ჩიტებით სავსეს, მშვიდსა და უღრანს.
ამასობაში რუსლანი ისევშეუსვენებლად თავის გზას მისდევსდა შეჩვეული ფიქრებით ელტვისამ შორი გზების ერთადერთ წერტილს.თან ამბობს: ”ნუთუ წყლულს ვერ შევუხვევჩემი დაღლილი სულის მეუღლეს?ნუთუ ვერ ვიგრძნობ შენს ნათელ მზერას,ნუთუ ვერასდროს დამიტკბობ სმენას?იქნებ გრძნეულის მუდმივი ტყვე ხარდა ვეღარ გნახავ, ვეღარ და ვეღარ.იქნებ იქ დაჭკნეს შენი ქალობა,იქნებ იქ შეწყდეს შენი გალობა,იქნებ მეტოქემ მომასწროს მოსვლა,ძვირფასო, იქნებ ყვლაზე შორს ვარ?არა და არა! . . . ჯერ მიჭრის თვალიდა ხელთ მიპყრია ერთგული ხმალი”.
ერთხელ ჩვენს რაინდს, საღამო ჟამზე,მდინარის პირას მიჰყავდა ცხენი.სდუმდა მიდამო ჩრდილებით სავსე,ცაც ძველებურად ვერ იყო ვრცელი.გაიზუზუნა ისარმა უცებ,გამოაცალა სიჩუმეს ფუძედა საომარი აბჯრის ზრიალითვიღაც მხედარი გამოჩნდა ველზე.ხელში ეჭირა შუბი ფრთიანიდა ცხენს ფერდებში აჭერდა დეზებს.”შესდექო!” - რუსლანს შესძახა მჭახედ.ვერ გაარჩია რუსლანმა სახე.ხმალზე დაიდო ძლიერი ხელიდა მოაბრუნა სტუმრისკენ ცხენი.ის კი ყვიროდა: ”ხომ დაგეწიე!სად არ ვიყავი, სად არ გეძიე.ბევრი მწუხარე წუთები ვთვალედა ბევრი დღე და ღამე ვასწორე.ახლა კი მიწას გაგაკრავ მალედა იქ ეძებე შენი საცოლეც”.რუსლანი უცებ ათრთოლდა ბრაზით:მაშინვე იცნო მომხდური ხმაზე.
ჩემო მკითხველო, ის რაინდებიცოტა ხასნ მარტო დავტოვოთ ასე.შენც დაგეღალა კითხვისგან თვალიდა საათებიც სწრაფად მიჰქრიან,მაგრამ საბრალო თავადის ქალზედიდი ხანია არ გვიფიქრია.
მე მოგიყევი, თუ იმ ბნელ ღამით,როდესაც ერთი წამით ინათა,ნაზი ლუდმილა, ვით ფოთლის ჩქამი,წყვდიადში როგორ გაუჩინარდა.როცა გრძნეულმა საბრალო ქალოწმინდა სარეცელს მოწყვიტა ძალითდა გახვეულმა ნისლში და კვამლშითავის საზარელ მთებს მიაშურა,ლუდმილამ გრძნობა დაკარგა მაშინ,გრძნეულს მიადო თავი ბავშვურადდა წამის მერე ნაზი ასული,ათრთოლებული და ფერწასულიდა მოწყვეტილი ქმარსა და მიწას,უკვე გრძნეულის ციხეში იწვა.
ვიდრე ამ ამბავს ლექსად დავწერდი,ერთხელ სურათი ვნახე ასეთი:მხდალი საქათმის მამამთავარიდა სულთანივით ამპარტავანი,დედალს დასდევდა ჩემი მამალი.თავის სანატრელს დასდევდა მზეში,მოიგდო კიდეც ვნებიან ფრთებშიდა სწორედ ამ დროს გამოჩნდა ქორი,თურმე ჩვენს ეზოს ზვერავდა შორით.და ქათმის ძვლებზე კლანჭის მლესავიდააცხრა საწყალ მსხვერპლს ელვასავით.მერე კი ისევ შეკრა კამარადა საკუთარი ბედის ამარაცაში აღმოჩნდა უცებ დედალი.და ამ საზარელ დღის შემხედვარისულ უშედეგოდ სწუხდა მამალიც.უმწეო მოდგმის შთამომავალი.და სიმწრის ოფლით მთლად გალუმპულიქარმა წაიღო ჭრელი ბიუმბულიც.
უგრძნობლად იწვა თავადის ქალი,ვერ გაახილა ვერაფრით თვალი,ვერ მოიბრუნა ვერაფრით გონი,ჩაბნელებული წყვდიადის ბოლით.დილამდე იწვა, საბრალო, ასე,დილით კი გონზე მოეგო ისევდა გაურკვეველ წუხილთ სავსესგადაუარა სინათლემ პირზე.და სიზმრებიდან გამოქცეული,ქმრისკენ მიიწევს ნაზი სხეულით.სულს სასურველი წყურვილი უვსებს,”სადა ხარ?” - ჩურჩულებს და გული უცემს,მაგრამ შიშისგან ქვავდება უცებ:ვერ ცნობს დარბაზის ჭერსა და ფუძეს,სხვაა საწოლიც და სასთუმალიც. . .და ამ უცნაურ სახლის სტუმარითვალებს აცეცებს გაოცებული.ირგვლივ სიმდიდრე ბრწყინავს მეფური:საწოლზე ყრია ყუთებალიშები,მოხატულები უცხო ნიშნებით,და იაგუნდით მოჭედილ კართანკიდია ნაზი ბუმბულის ფარდა.და სასაკმევლე თასების წყებასაკუთარ ბოლში ჩნდება და ქრება. . .მაგრამ, მკითხველო, თუ მომცემ ნებას,ამ მდიდრულ სურათს დავუსვამ წრტილს.ან რა ფასი აქვს სიმდიდრეს ჩვენთვის,თუ მეგობარი აღარ გყავს გვერდით.ხოლო ლამაზი ქალწული ჩვენი,იდუმალ ტყეთა შემკრთალი შველი,ყველა სახოტბო სიმღერის ღირსიდა ყველა სულის თროთლვა და რხევა, -ჩაცმული იყო იმ ღამეს ისე,ვით ჩვენი დიდი ბებია ევა.თვალმშვენიერი და საამური,ჩაცმული იყო, როგორც ამური,ჩაცმული იყო, როგორც ბუნებადა აჭარბებდა ყველა ცდუნებას.ასე იცვამდა ხალხი ოდითგანდა ნუ გამიგებს ვინმე ხუმრობად,თუკი მე მართლა მწყინს, რომ მოდიდანმთლად გამოდევნეს ეს ჩაცმულობა.უცებ თავადის ქალის წინაშე,როგორც ჯადოსნურ სარკის მინაზე,გამოჩნდა სამი ნაზი ასული,პირმშვენიერი და თმადაწნული.სამივე ჯობდა სიტურფით ყვავილს,სამივემ მდაბლად დაუკრა თავი.მერე კი ერთმა ნიავზე ჩუმადუცხო ქვეყნიდან მოფრენილ სტუმარსოქროს დალალი დაუწნა უმალდა მიწიერი სინათლით სავსესლალის გვირგვინი დაადგა თავზე.მერმე ეახლა მეორე ქალი,ვერ გაუსწორა იმანაც თვალი,ლაჟვარდისფერი მიართვა კაბადა მიეტმასნა ქსოვილი ხარბადსიმშვენიერეს ცათა შესაფერს.თხელი მანდილი მოაქვს მესამეს,აუტანია მანდილიც ვნებასდა შემკრთალ მკერეზე ცახცახით წვება.ხოლო ქოშბი, მონების მსგავსად,ყველაზე უფრო დიდ საოცრებას,ყველაზე უფრო მტანჯველ ოცნებას, -ლუდმილას ფეხებს კოცნიან ნაზად.და სანამ რთავენ ლუდმილას ასე,ვიღაცა მღერის მხიარულ ხმაზე,მაგრამ ვერაფრით ვერ აღწევს მიზანს,რადგან ლუდმილას არც კაბა უნდა,არც იაგუნდის თუ მარჯნის გუნდადა არც მძივები ძვირფასი ქვისა.მაცდური სარკეც ამაოდ ხატავსმის სილამაზეს და მორთულობას,მაინც არ ჰყვება იგი ცდუნებას,არავინ არ სურს სიკვდილის გარდა.ვინც ამ საქმეში ჩახედულია,დამეთანხმება, ალბათ, სრულიად,რომ მართლა ცუდად ყოფილა საქმე,თუკი ასეთმა ლამაზმა ქალმა,თუნდაც ამხელა წუხილით მთვრალმა,ასე გულცივად გადადო სარკე.
აი, ლუდმილა კვლავ მარტო დარჩა.არ იცის რა ქნას, საშველი არ ჩანს.სად არის, ნეტავ, ან რა მოელის,დუმილს მოუცავს ირგვლივ ყოველი.სარკმლიდან თეთრი მინდორი ჩანდა,ქვეყანა თოვლში ჩაძირულს ჰგავდა,და მოსაწყენად ერთფეროვანიწყვდიადში თვლემდა მთები კლდოვანი.არ ცახცახებდა კერიის კვამლი,არ ეტყობოდა თოვლს კაცის კვალი,არც მონადირის თამამი ბუკიარ ღრიალებდა გარინდულ მთებში.მხოლოდ ხანდახან დაღლილი ქარი,სიჩუმითა და სიცივით მთვრალი,გადაირბენდა მინდორზე ხვნეშით,აეშლებოდა თოვლს თეთრი ბეწვი,აღმოხდებოდა ოხვრა ხეობასდა გაძარცული ტყე ირხეოდადასალიერთან ჭაღარა ზეცის.
კვლავ აიფარა ხელები თვალზეშეშინებულმა ლუდმილამ წამსვედა მიაშურა გარინდულ კარებს,დე, ყველაფერი დამთავრდეს ბარემ!კარი სიმღერით გაიღო უმალდა დიდებული წალკოტი სტუმარსშემოეხვია მწვანე რტოებით,სავსე სინათლით და მყუდროებით.უფრო მდიდრული და უფრო ვრცელი,ვიდრე არმიდას ბაღები ძველი,უფრო ლამაზი, სავსე და ლაღი,ვიდრე თავრიდის თავადის ბაღი.ხასხასებს მოლი ჯერ ხელუხლებიდა შრიალებენ მშვიდი მუხები,მზეზე ბრჭყვიალებს პალმა და დაფნა,ბორგავს ჭადარი და როგორც აფრამიუშვერია ქარისთვის ტოტი.და ფორთოხალი, ვით ოქროს ზოდი,მწვანე ფოთლებში მაცდურად ელავს,და გაზაფხულის სილაღი ღელავს,ვრცელი ჭალაკიც, ბორცვის და მოლიც,და ყვავილების ფერადი ბოლიმშვიდად ირხევა მაისის ქარში.სივრცეს ედება ფოთლების ტაში.ხმას უკანკალებს გრძნობა დიადიდა ათრთოლებულ რტოთა წყვდიადშითავის სიყვარულს გალობს ბულბული.და შადრევნები მშვიდი დუდუნითებჯინებიან ღრულბლებს კისრებითდა ბრჭყვიალებენ მარად ფხიზლები.განბანილები გრილი შხეფებით,შადრევნის ირგვლივ დგანან კერპები.თვით ფიდიასიც, ვისი სახელიცბრწყინავს ყველაზე მყარი დიდებით,გაოცდებოდა მათი მნახველიდა ჩაქინდრავდა თავს მორიდებით,მარმარილოზე ბორგავს ჩანჩქერიდა თვალჩაუწვდომ უფსკრულს ჩასცქერის,და მარგალიტის ნათლი შხეფითიტვირთებიან მდუმარე ქვები.ჩრდილში ფეთქავენ, როგორც გულები,რულმორეული ნაკადულებიდა ყოველ მხარეს გაფანტულებიგამვლელს უხმობენ ფანჩატურები,და მოცურავენ მწვანე აფრებითსიგრილის მყუდრო თავშესაფრები.დაქრის ნიავი ნაზი და თბილი,ირგვლივ დუმილი მეფობს უჩვევიდა აწყდებიან ვარდის ბუჩქებიალმასის სილით მოფენილ ბილიკს.მაგრამ ზღაპრულად მდიდარი ბაღიუფერულდება ლუდმილას თვალშიდა ყვავილებით დატვირთულ ქარშიმიჰყვება სულის იდუმალ ძახილს.ამაზრზენია სიმდიდრე მისთვის,ვერ შეუხედავს საბრალოს მზისთვის,არც ფოთლის ესმის და აღარც ჩიტისდა მიდის ასე, მიდის და მიდის.სახეზე დასდის ცრემლები მწარე.საით წავიდეს ან რომელ მხარეს,და მწუხარებით მოღრუბლულ თვალებსუგულოდ ცისკენ აღაპყრობს ხოლმე.უცებ მიადგა ბობოქარ მორევს.მორევზე იდო მაღალი ხიდი.ლუდმილამ ტუჩზე მიიდო თითი,თითქოს განზრახვა გაუჩნდა უცებ.აჩქარდა, გულიც ხმამაღლა უცემს.ხიდის ქვეშ ქვებზე იმსხვრევა წყალი,წყალს გადაჰყურებს საბრალო ქალის,თავის დახრჩობას აპირებს, ალბათ,თავბრუ ეხვევა და სუნთქვას ხარბადდა გულზე მჯიღებს ქვითინით იცემს.ბოლოს კი. . . გზაზე გამოდის ისევ.გამოელია ლუდმილას ძალა,დიდხანს ირბინა საბრალომ მზეზე.მოთენთა სიცხემ და აღარც მალავს,”დროაო!” - ამბობს და ჩეროს ეძებს.ჩამოჯდა კიდეც. არ ჩანს არავინ.და უცებ ჩრდილი დაეცა თავზედა აღიმართა დიდი კარავი,შრიალითა და სიგრილით სავსე.წინ გაეშალა სუფრა მდიდრული,მზეზე გაბრწყინდა ბროლის ფიალადა უჩინარმა ქნარმა მიდამოათასნაირად ააწკრიალა.გაოცდა ჩვენი თავადის ქალი,მდიდრულმა სუფრამ მოსტაცა თვალი,მაგრამ ცდუნება დასძლია უმალდა გაიფიქრა თავისთვის ჩუმად:”თუკი სასურველს ვერაფერს ვხედავ,თავი რიღასთვის ვიცოცხლო ნეტავ?წყეული იყოს გრძნეული ვნება,რამაც ჩამაგდო ამ მტანჯველ ცეცხლში.ლუდმილას მხოლოდ სიკვდილი შეცვლის,მტკიცეა მისი გულიც და ნებაც.რაში მჭირდება მე ეს კარავი,ან ეს სიმღერა გულის მზარავი.დე, ეს სადილიც ქცეულა შხამად”.გაიფიქრა და . . . შეუდგა ჭამას.
ადგა თუ არა თავადის ქალი,კარავიც, სუფრაც და ტკბილი ქნარიცმაშინვე გაქრა. . . და ძველებურადისევ დადუმდა ბაღი მეფურად.ლუდმილა ბაღში მარტოა ისევ,ჩიტების ბოლო სიმღერას ისმენს,ნაზი ჭალების ცქერით ერთობა,დავიწყებია კარგიც და ავიც.და აი, მთვარეც! ღამის დედოფალსღრუბლიდან ფრთხილად გამოჰყავს ნავიგამოარღვია წყვდიადი მთვარემდა ბორცვზე მიდო ბრჭყვიალა თავი.უკვე ლუდმილაც ძლივს ახელს თვალებს,გამოლევია ძალ-ღონე ყვავილს.და უცებ იგი ვიღაცის ხელმამაღლა ასწია, ნელა და ნელა,და მართლა დაღლილ ყვავილის მსგავსადსასახლისაკენ წაიღო ნაზად.და აი, უკვე სასახლეც ბრწყინავსდა ის საწოლზე ეშვება ფრთხილად,ხოლო საწოლი ცრემლის და დარდისმოფენილია საღამოს ვარდით.ისევ გამოჩნდა სამი ასულიც,თვალმშვენიერი და თმადაწნული,და ამ ჯადოსნურ სასახლის სტუმარსძვირფასი კაბა გახადა უმალ.ოღონდ ამ ენაწართმეულ ქალებს,სევდით დაღლილებს და ბედზე მწყრალებს,უჩირაღდნებდა თვალს სიბრალულიდა თანაგრძნობის სხივი მალული.ლუდმილა ღამის პერანგში დარჩადა მიეხუტა ბალიშის ფარჩას.ქალებმაც თავი დაუკრეს უმალდა გაიკეტეს კარები ჩუმად.მაგრამ ლუდმილას დაუფრთხა ძილი,კვლავ წამოდგა წუხიის ჩრდილი,მთლად გაეყინა შიშით ხელები,მართლაც არავინ არ ჰყავს მშველელი.უფრო დაძაბა თვალიც და სმენაც,იკავებს სუნთქვას და გულის ცემასდა მოლოდინით დაბნეულ თვალებსვეღარ აშორებს საზარელ კარებს.და აი, მართლაც გაიღო კარი,გამოჩნდა მკაცრი ზანგების ჯარი,მოაბიჯებენ და როგორც ძღვენიბალიშით მოაქვთ ჭაღარა წვერი.კუზით მოხრილი და ერთი მუჭა,ბალიშს ამაყად მოჰყვება ჯუჯა.მშვენიერ ტყვისკენ მოდის და ჩქარობსგონჯი და ჩია და კრუხის პალო.მასვე ეკუთვნის ეს დიდი წვერი.ტყვესთან საამურ შეხვედრას ელისდა განსაცდელის სიამით სავსესწოწოლა ჩაჩი ახურავს თავზე.
აი, სარეცელს მიაპყრო თვალი,მაგრამ წამოხტა თავადის ქალიდა დაიკივლა ისეთი ძალით,რომ მსახურების ზვიადი ჯარიდამფთხალ ჯოგივით არივ-დარია.და თვით გრძნეულიც, ქალიპარია,უკვე გაქცევას ცდილობს და ხვნეშის,მაგრამ გაება საკუთარ წვერშიდა დაახეთქა იატაკს კეფა,ხოლო ზანგების წყება და წყებამრისხანე ბატონს ფეხებით თელავს,გაოგნებული შიშისგან ყველა.დარბიან, კედლებს ეხეთქებიან,ძირს ეცემიან და ძლივს დგებიან.ბოლოს შიშისგან მთლად დალეულიჯუჯა ბატონის უშნო სხეულიშავ იღლიებში ამოიჩარეს,გადააჭარბეს ქარის სიჩქარეს,მიაწყდნენ ვერცხლით მოჭედილ კარებსდა გამოცვივდნენ ღრიალით გარეთ.შიშმა ყველანი გააუნდილა,ჩაჩი კი ხელში შერჩა ლუდმილას.
ჩვენ კი რაიდნებს მივხედოთ ახლა,ხომ გახსოვთ, როგორ შეხვდნენ ისინი?უკვე ბნელოდა და სადღაც ახლოსისმოდა მხოლოდ ტალღის სიცილი.ორლოვსკი, ფანქარს მოკიდე ხელიდა ხელჩართული ბრძოლა დახატე.ცხენების ფეხქვშ ბობოქრობს ველი,გაგრძელებულა ბრძოლა აქამდე.გადაუყრიათ უკვე შუბები,დაკოჟრებიათ ბრაზით შუბლები.აბჯრებზე ელავს ოფლი და სისხლიდა ეწურებათ გულები რისხვით.გადამსხვრეულან ხმლებიც ვადაშიდა ამ მრისხანე ბრძოლის ღადარშიმთლად დაბზარულან მძიმე ფარები.და ერთმანეთზე გადახვეულნიახლა ერთმანეთს ჭამენ თვალებით.შეერთებია სხეულს სხეული,გადაჭდობია ხელებს ხელები.მტვერში ცქმუტავენ ფიცხი ცხენები,დაჭიმულია ძარღვი და კუნთი.წელიწადივით გრძელდება წუთი.მეტოქის მკერდზე ცახცახებს მკერდი.დღეს გადაწყდება ორივეს ბედი.ერთ-ერთმა, მისი კეთილმყოფელი,აქ უნდა დასთმოს წუთისოფელი.და აი, ჩვენმა რაინდმა მაშინმეტოქეს ხელი ჩაჭიდა მხარშიდა ააგლიჯა უნაგირს ძალითდა გალახული ხორცი და ძვალიგადაისროლა ღრიალა ხრამში.”მოკვდიო!” - თანაც ჩასძახა ასემისდამი შურით და ღვარძლით სავსეს.
ჩემო მკითხველო, შენც მიხვდი, ალბათ,ვინ იყო ჩვენი რუსლანის მსხვერპლი,ვინ შეუერთდა წყვდიადს და ზღაპარს,ვინ დაიფარა მტვრითა და ფერფლით.როგდაი იყო, მკითხველო, იგი,შეუპოვარი და შლეგი ჯიქი.ხიფათისა და სისხლის მძებნელი,ნამდვილ მეომფარს როგოც შეჰფერის.კიევლების დიდი ნუგეშიასე დამთავრდა სიჭაბუკეში.მან დიდხანს ძებნა რუსლანის კვალი,გზადაგზა დიდხანს აცეცა თვალი,მაგრამ ჭიდილი შურის და რისხვისსაბედისწერო აღმოჩნდა მისთვის.ხრამში ბორგავდა მდინარის წყალი,ხოლო იმ წყალში ცხოვრობდა ალიდა მან მიიღო როგდაის გვამი,კოცნით მოწმინდა შუბლიდან შლამი,გამოაფხიზლა წყალთა სიცივითდა ჩაითრია ფსკერზე სიცილით.და ამის მერეც, ძალიან ხშირად,ხალხი შიშისგან ვერ ჭამდა სადილს,თუ გაივლიდა მდინარის პირასუზარმაზარი რაინდის ლანდი.
##მესამე სიმღერა
ჩემო ლექსებო! ნუ ემალებითკეთილის მსურველ მეგობრებს ჩრდილში,მაინც მოგაპყროთ შურმა თვალები,გადიდებული ღვარძლით და შიშით.მე, რა თქმა უნდა, კამათი არ მსურს,არც გავამჟღავნებ ამ ამბავს არსად,თუ რად ვეძახი ლუდმილას ქალწულსდა ამავე დროს - თავადის ქალსაც.რა ვუპასუხო, არ ვიცი თვითონ,შურით და ღვარძლით სავსე კრიტიკოსს.ის ჩემს შეცდომებს განიცდის თითქოსდა სურს, რომ ცოცხლად გამომიტიროს.შენ კი, მკითხველო, თუკი თვალი გაქვს,ყველაფერს თვითონ შეამჩნევ უმალ.მე ისიც მყოფნის, რომ მართალი ვარდა ვცხოვრობ ჩემთვის, ცალკე და ჩუმად.და შენც გამიგებ, ალბათ, კლიმენა,შენ ხომ ყოველთვის გესმოდა ჩემი,შენც ხომ გიმსხვერპლა მკაცრმა ჰიმენემ. . .და აი, ისევ ეცემა ცრემლიჩემს ცოდვილ ლექსებს. . . და ოხრავ ისევ,სიმორცხვის ალი გედება პირზეშენ კი ეჭვების ბუდევ დ დედავ,ელოდე რისხვას, ახლოა იგიდა სინანული ამურთან ერთადშურისძიების გიმზადებს გვირგვინს.
ქედებზე უკვე ბრწყინავდა დილა,ქვეყანა თვალებს ახელდა ფრთხილად.მაგრამ სასახლე ჯერ სდუმდა ისევ,თითქოს ბოქლომი დაედო პრიზე.ჯუჯასაც კრიჭა შეჰკვროდა ბრაზით,ირგვლივ ეხვია მონათა დასიდა უვარცხნიდნენ მუნჯი კაცებიწვერსა და ულვაშს ძვლის სავარცხლებით.და როგორც ნამდვილ ბატონს შეჰფერის,აფაქიზებდნენ ნელსაცხებლებით.მხრებზე მოეგდო დილის ხალათი,ბრაზს იკავედა ძალისძალობით,უქუდოდ იჯდა და რისვხით სავსესსხივი დაცა მოტვლეპილ თავზე.უცებ, ყველასთვის მოულოდნელად,ფრთიანი გველი, კაცის ოდენა,ღია სარკმელში შემოჟღრიალდადა ჩერნომორის საწოლს მიადგა.მერე დაბნეულ დამხვედურთ თვალწინნაინად იქცა ურჩხული მკაცრი.”გესალმებიო, - მიმართა ბატონს, -თაყვანს გცემდიო ჩემს ძმასო მარად,დღემდე სახელით გცნობდიო მარტო,ვატარებდიო შენს სახელს ფარად.დღეს კი ხიფათმა შეგვაერთაო,შენს თავზე რისხვის ღრულბეს ვხედავო,გაგვჩენიაო სერთო მტერი,გავუმართოდო ერთმანეთს ხელი.შენს შეგინებულ და ტანჯულ დასოშურისზიების წყურვილი მკლავსო”.
აუციმციმდა ჩერნომორს თვალი,ტკბილი ღიმილით მოთაფლა ქალი.ხელიც კი მისცა და უთხრა მშვიდად:”ჩემო ნაინი, მეც ძლიერ მინდა,რომ ვიმეგობროთ ყოველთვის ასე,ეს მეგობრობა მე ძალით მავსებსდა იმ ყრუჩუნა და ჩერჩეტ ფინელსდავაკრეჭინებ სიმწრისგან კბილებს.არ გაჩენილა ჩემი მომრევი,ყველას ამოვდებ რკინის სადავესდა შენც იცოდე, რომ ჩერნომორიამ წვერს ვინმე არ მომჭრის ძირშიარ შემაწუხებს არაფრის შიში,არც არაფერი არ მეფიქრება,ლუდმილა მარად ჩემი იქნება,რუსლანს კი მხოლოდ სამარე ელის”.და კუდიანმაც დაუკრა კვერი:”სამარე ელის! სამარე ელის!”მერე კვლავ ზიზღი აიკრა პირზედა სამჯერ დაჰკრა იატაკს ფეხი.და უცნაური მანჭვით და გრეხით,გველად ქცეული, გაფრინდა ისევ.
დროზე ეწვია გრძნეულს გრძნეული,კვლავ დაუბრუნდა ჯუჯას ხალისი,კვლავ აუთრთოლდა ვნებით სხეულიდა გაეღიმა კიდეც თავისთვის.თითქოს უეცრად მოეხნა ტვირთიდა მოუშუშდა მტანჯველი წყლული. . .და გადაწყვიტა: მშვენიერ ტყვისთვისფეხქვეშ გაეგო წვერიც და გულიც.და საზეიმოდ მორთულმა ჯუჯამკვლავ ლუდმილასკენ გასწია ურჩად.ჩამოაყოლა ოთახებს თვალი,ვერსად ვერ ნახა თავადის ქალი.მერე კი ბაღში გავიდა იგი,გადაიხედა მესერის იქით,გაჩხრიკა ყველა კუთხე და ტევრიდა აღმა-დაღმაც ირბინა ბევრი.დიდხანს აცეცა დამფრთხალი თვალი,ვერც ქალი ნახა, ვერც მისი კვალი.ვერ აღწერს ენა მის შეძრწუნებას,მთლად მოეშხამა გრძნეულს გუნებადა როგორც ქარი ათრთოლებს ფოთოლს,ისე ათრთოლდა და აკანკალდა,დარბოდა, მაგრამ ცოცხალს არ ჰგადა,მერე კი უცებ ღრიალი მორთო:”მონებო აქეთ, მონებო, ჩქარა!ახლა მჭირდება მე თქვენი შველა.ან მომინახეთ თავადის ქალი,ანდა ამ წვერით მოგახრჩობთ ყველას!”
ჩემო მკითხველო, ახლა კი გეტყვი,სად გაქრა ჩვენი თავადის ქალი.ბავშვივით გულწრფელს, ნაზსა და კეთილს,არ მოუხუჭავს იმ ღამეს თვალი.გრძნეულის ქუდი მიეკრა მკერდზედა მომხდარ ამბის ახსნას ცდილობდა,და მთლი ღამე საკუთარ ბედზეხან იცინოდა და ხან ტიროდა.მას აცინებდა ყველაზე მეტადჯუჯა ბატონის მხდალი ბუნება,ხოლო სიცილი და შეძრწუნებავერ თავსდებიან ვერასდროს ერთად.მაშინვე ადგა თავადის ქალი,როგორც კი სხივი მოადგა სარკმელს,და უნებურად მოსტაცა თვალიკედელთან მდგარმა მაღალმა სარკემ.სულ უნებურად მისწვდა დალალებს,რომლებიც შიშველ მხრებს უმალავდნენ.გამოიჩინა შროსანა მხრებიდა უნებურად დაიწნა თმებიც.მერე კი სკამზე, საწოლის გვერდით,გუშინდელ კაბას შეასწრო თვალი.ჩაიცვა. ოხვრა აღმოხდა სევდისდა კვლავ ატირდა თავადის ქალი.ოღონდაც სარკეს, წუხილით სავსე,არ შორდებოდა არც ერთი წუთითდა უნებურად მოირგო თავზეჯუჯა გრძნეულის წოწოლა ქუდიც.რა უნდა მოხდეს ბოლოს და ბოლოს,ან როგორ უნდა გასთქვან კედლებმა. . .ის კი ჩვიდმეტი წლისაა მხოლოდ,რომელი ქუდი არ დაამშვენდება.და დაბზრიალდა ლუდმილა უცებ,ქუდმა დაიპყრო იგი მთლიანად:გვერდზე მოიგდო, კეფაზეც, შუბლზეცდა მერმე წაღმა შეატრიალა.უცებ ლუდმილა სარკიდან გაქრა.შეკრთა საწყალი, არ იცის, რა ქნას.შეატრიალა ქუდი და ისევგამოჩნდა სარკის კრიალა პირზე.კვლავ შეაბრუნა - კვლავ გაქრა სადღაც,მოიძრო - ისევ სარკის წინ დადგა.”ძალიან კარგი, ჩემო ბატონო,ახლა ჩემს ნახვას ნუღარც ნატრობო.აქიცინე წვერიც და კუდიც,მე კი ვიძინებ მშვიდადო ამ ღამ. . .”სთქვა და გრძნეულის წოწოლა ქუდიჩამოიფხატა მაშინვე წაღმა.
ახლა კი რუსლანს მივხედო ისევ,მარად შემართულს, მხნესა და ფხიზელს.გადაივიწყე, მკითხველო, წუთითავი გრძნეულის წვერიც და ქუდიც.ჩემმა რაინდმა იმ ბრძოლის მერეტყე გაიარა ჩუმი და ბნელიდა როცა გასცდა ჩათვლემილ ტევრებს,ბრჭყვიალა ცის ქვეშ გამოჩნდა ველი.ველი სავსეა ყვითელი ძვლებით:ლავიწის, ბეჭის, კეფის თუ ყბების. . .უკვე დამცხრალა ბრძოლის ხანძარიდა რიყესავით ბრყინავს აბჯარი.გაჟანგულ ფარზე დამჯდარა ყვავიდა მუზარადში ჩამპალა თავი,ხმალს შერჩენია უხორცო ხელი.იქით აღვირი აგდია ცხენის,აქეთ სველ მიწას კაპარჭი კოცნისდა გოლიათის მთლიანი ჩონჩხიბორცვს შერჩენია, როგორ ღრუბელი,და ხეებივით დგნან შუბები,შემოხვევიათ ფათალოს ხელი.დუმილს მოუცავს სიკვდილის ველი.ჩქამიც არ ისმის არავითარი.საღათას ძილით სძინავს მიდამოს.მზე კი ამ სურათს დასცქერის მშვიდადგაჩახჩახებულ და მაღალ ციდან.
ამოიოხრა რაინდმა მწარედ,ჩონჩხებს მოავლო მწუხარე თვალი.”მითხარ, მინდორო, რომელმა ქარმაშემოგაჩეცა ამდენი ძვალი?ვისმა მერანმა გაგთელა ასე?ვისი ვარსკვლავი ჩაბნელდა ცაზე?ვინ მოიპოვა სახელი გმირის?ვინ შეირცხვინა სიკვდილით პირი?მინდორო, ახლა რაღად ხარ ჩუმად,ამდენი რამე თუ გაქვს ნანახი,რად მოგიშვია მკერდზე დუმილისდა დავიწყების მკაცრი ბალახი?იქნებ მეც საშველს ტყუილად ვეძებ,იქნებ ტყუილად მივყვები ფიქრებსდა უსახელო ბორცვზე ან ველზერუსლანის კუბოც დაიდგეს იქნებ.და იქ ასრულდეს მისი იმედიც,მისი სურვილიც, გზაც და სანთელიც. . .და ბაიანის მქუხარე სიმებსსიტყვაც არ ჰქონდათ მასზე სათქმელი?
მაგრამ რაინდებს ჭირდეგათ ხმალი,მკვრივი აბჯარი და მუზარადი.რუსლანიც ეძებს და მისი თვალიაბჯრის გორებზე ნელა გადადის.იმ უკანასკნელ ბრძოლაში იგიუიარაღოდ დარჩა სრულებით,ამიტომ დროზე შეწყიტა ფიქრი,თვალით მოსინჯა ორლესულები.ველს გაეღვიძა, ატყდა ჟღრიალი,რკინას მიაწყდა რკინა მტვრიანი, -ისევ გაცოცხლდა თითქოს ლაშქარი.ფარიც იპოვა, ბუკიც, ჩაჩქანიც,და თუმცა ხმლებში იდგა ყელამდი,ვერ შეარჩია მაინც ვერაფრით:ამ ტრიალ ველზე სივკდილმისჯილებსზოგს სიგრძე აკლდა და ზოგს სიმძიმე.ის კი არ იყო დონდლო და ზანტიდა არც დღევანდელ რაინდებს ჰგავდა,მოჩხრიკა ყველა ბუჩქი და ბარდი,ბევრი ეძება და ბევრი სცადა.დიდხანს იარა რაინდმა ასე,მერე კი თორი მოირგო ტანზე,ფოლადის შუბიც აიღო გრზელიდა მიატოვა მდუმარე ველი.
ამასობაში დაღამდა კიდეც,გადაეფარა მიდამოს ბინდი.თანდათან ფერი წაერთვა მინდვრებს,გამოჩნდა მთვარეც, თეთრი და მშვიდი.გამოჩნდა მთვარე, მშვიდი და მორცხვიდა ჩვენმა გმირმა შენიშნა ბორცვი,ბორცვზე კი თითქოს ვიღაცას სძინავს,სძინავს და ძილში საზარლად ხვრინავს.არ დაბნეულა გმირი სრულებით,ბორცვს დაკვირვებით შეავლო თვალი.ცხენმა კი შიშით ცქვიტა ყურებიდა ერთ ადგილზე აცქმუტდა მხდალი.და მთვარის მშვიდი შუქით ნაბანიყალყზე დაუდგა თეთრი ფაფარი.არ აშორებდა დიდი მანძილი, -ბორცვი ხვრინავდა ბნელში კაცივით.გამოიკვეთა თანდათან ბორცვი,ფერკმრთალმა მთვარემ შეასხა ხორცი.აღწრა მიჭირს და მაინც ვბედავ,რუსლანი ნამდვილ სასწაულს ხედავს:ჩვენი გულადი თავადის თვალწინუზარმაზარი თავი დევს კაცის.ცხენი ადგილზე გაქვავდა შიშით,იმ თას კი სძინავს და ხვრინავს ძილში.დამდგარა, როგორც ზვინი ზვიადი,გარემოცული მუნჯი წყვდიადითდა მუზარადის ცახცახა წვერითცას ებჯინება მინდვრების მცველი.შეფიქრიანდა მისი სტუმარი,უცებ გამოტყვრა, ახალი ჭირიდა სურს, როგორმე დააფრთხოს ძილი,გაურკვეველი და იდუმალი.შემოუარა თავს ყოველ მხრიდან,ათვალიერა დიდხანს და მშვიდად.მერე ნესტოში შეუყო შუბიდა შეიჭმუხნა მძინარეს შუბლი.გამწარებულმა და აცრემლილმაერთი ისეთი დააცემინა,რომ არ გსმენიათ არსად იმგვარი.დაცემინებას მოჰყვა გრიგალი,ათრთოლდა ველი, ხოლო მთებიდანღრიალით მოწყდნენ მძიმე ლოდები,ულვაშებიდან და წარბებიდანწამოიშალნენ ბუკიოტები,გამოეღვიძათ ჩათვლემილ ჭალებს,მიაწყდა ეხო ოთხივე მხარეს,ცხენმა ჭიხვინი მორთო გაბმულიდა გვერდზე გახტა მკერდგაქაფულიდაფეთდა, როგორც გაუხედნავი,ძირს გადმოაგდო ლამის მხედარი.და უცებ თავმა შესძახა რაინდს:”საით მოდიხარ, სულელო, საით!დაუფიქრებლად გაბრუნდი უკან,არც კი მეყოფი, თავხედო, ლუკმად”.მაგრამ ამაყად მოხედა გმირმადა გააქვავა ადგილზე ცხენი.”შენ ხომ არ იცი, რაიდნო, ვინ ვარ,არ მოგიწვდება ჩემამდე ხელი”. –განრისხებული ბრდღვინავდა თავი, -”რას დაწანწალებ მინდორში ღამით.აბა, აქედან მოცოცხე მალე,ხომ ხედავ ძილი მიხუჭავს თვალებს”მოკრა თუ არა ამ სიტყვებს ყური,ბრაზით ათრთოლდა რუსლანის გულიდა მედიდურად მიუგო მაშინ:”თუმცა მინდორზე მთასავით დგახარ,ტვინის ნასახიც არ გიდევს თავში.მე არ ვტრაბახობ და თვითონ ნახავ,რომ არ დავრჩები არავის ვალში”.მთლად გაიბერა ის თავის რისხვით,თვალებში უცებ მოაწვა სისხლი,შუბლზე აუხტა ორივე წარბი,პირზე მოადგა დორბლი და ქაფი.ვერ მოერია ბრაზსა და წუხილს,გამოუვარდა ყურიდა ბუღიდა, როგორც ავდრის შავმა ღრუბელმა,გაბერა ყბები და შეუბერა.ატყდა გრიგალი, გავარდა მეხი,დაეშვა წვიმის და სეტყვის სვეტი.წინ ვეღარ წარდგა მერანმა ფეხი,დახარა თავი, დაძაბა მკერდი.ვერ მიაწვდინა რუსლანმაც ხელი,ირგვლივ წყვდიდი გამეფდა სრულიდა გაარიდა ქარიშხალს ცხენი,რომ ოდნავ მაიც მოეთქვა სული.კვლავ შეუტია და კვლავ ამაოდ,ქარში მიიწევს და მიქანაობს,ვერ მიაკარა ვერაფრით თითიც,გადაეწურა იმედი თითქმის.სამაგიეროდ თავი ხარხარებს,უთანასწორო ბრძოლა ახარებს:”რაინდო, საით? მოიწი აქეთ.რა მოგივიდა, რაშია საქმე.ნუ გადაყვები მწუხარე ფიქრებს,როგორმე რთი შემომკრა იქნებდა გამახარო ეს ბერიკაცი,სანამ შენს მერანს გასძვრება ქანცი”.თან კი უყოფდა საზარელ ენას.რუსლანს წაერთვა თვალიც და სმენაც,სულში ჩაუდგა ღრუბელი ქუფრიდა დაემუქრა შორიდა შუბით.მერე კი სტყორცნა და, როგორც სხივი,ბნელში გაბრწყინდა ფოლადი ცივი,ეძგერა ენას და შავმა სისხლმამდინარესავით იფეთქა უცებდა შეურყია ტრაბახას ფუძე,ხოლო ტკივილმა, ბრაზმა და რისხვამგამოაშტერა თავი მთლიანად,გონი წაართვა მწარე იარამ,ლანძღვის ხალისიც წაუხდა უმალდა მიაჩერდა ჩვენს რაინდს ჩუმად.ასეთი რამე ახლაც, წინათაცმე ჩვენს სცენაზე ბევრჯერ მინახავს,გონებას ასე კარგავს სტვენისგანცუდი შეგირდი მელპომენისა.მას არაფერი არ ახსოვს მაშინდა გოგნებულს დაცინვის ტაშითენა ებმება და თავდახრილიხალხის წინაშე დგება ბალღივით.რუსლანიც ამას უცდიდა მხოლოდ,მოესწრო კიდეც, ბოლოს და ბოლოს,ქორივით წამსვე მისკენ გავარდა,თათმანიანი ხელი გამართადა ერთი ისე შემოჰკრა ყბაში,რომ ვარსკვლავები ათრთოლდნენ ცაში.საბრალო თავიც უცებ გაბრუვდა,გადაბანცალდა და გადაბრუნდადა მის ნადგომზე გამოჩნდა ხმალი,ააბრჭყვიალა ფოლადის თვალი.და გაუხარდა რუსლან ბავშვურად,წამსვე დასტაცა სანატრელს ხელი,შემართა კიდეც და ფრენა-ფრენითკვლავ დაგორებულ თავს მიაშურა.სურს მოასხიპოს ყური და ცხვირი,გადააჩვიოს ლანძღვას და ყვრილის.მაგრამ უეცრად მოესმა კვნესა,აატირებდა ის კვნესა კლდესაც.და მან ნელ-ნელა დაუშვა ხმალი;უცებ გაუქრა სიბრაზის კვალიც,გაუქრა ბრძოლის ჟინიც და ვნებაც,ასე მინდორში ყინული ქრება,როდესაც ცხელი სხივებით სავსემზე დააცხრება საბრალოს თავზე.
- ”შენ გამინათე გონება, გმირო, -თავს შეეცვალა ხმაცა და კილოც, -შენმა მარჯვენამ მაჩვენა ნათლად,რომ დამნაშავე ვიყავი მართლა.და დღეის იქით მონა ვარ შენი,რაინდს კი სუსტის შენდობა შვენისდა შენც, რაინდო, იყავს სულგრძელი,შენ არც კი იცი, რას გავუძელი.ერთ დროს, ძმობილო, მეც ვრაინდობდი,მამაცი ვიყავ, მტერს არ ვინდობდი,ქათმებში შეჭრილ მიმინოს ვგავდი,მართლაც არ მყავდა ტოლი და ფანდი.და სანამ ჩემი ძმა გაჩნდებოდა,მე დავცქეროდი ყველას ზემოდან.ოხ, ჩერნომორის ბრალია მხოლოდამ სატანჯველის თავიც და ბოლოც.მან შეარცხვინა ოჯახი ჩვენი.დედის მუცლიდან გამოჰყვა წვერიდა დაბადებით ჯუჯას და ჩიასჩემი სიმაღლე ახრჩობდა შურით.მე შევხაროდი ქვეყანას მზიანს,რადგან უბრალო ვიყავი სულით.ის კი ჭკვიანი იყო ქაჯივითდა სული ღვარძლით ჰქონდა დაჭრილი.ბრაზით იმტვრევდა წყეული თითებს,ბოლოს და ბოლოს შევჯავრდი კიდეც.საუბედუროდ, იმ ქაჯს და შეშლილსსაბედისწერო ძალა აქვს წვერში.იმ წვერს ატარებს წყეული ფარად,ვერც ეკარება ვერავინ შიშითდა უვნებელიც დარჩება მარად,თუ არ შეაჭრის ის წვერი ძირში.და აი, ერთხელ, ერთ წყეულ დილასგამიხმო გვერდზე და მითხრა ფრთხილად:აღმოსავლეთში, წყნარი ზღვის პირას,ჯურღმულიაო და ჩვენდა ჭირადლოდი ადევსო იმ ჯურღმულს თავზეშავმა წიგნებმა მითხრესო ასე,რომ იმ ჯურღმულში მახვილი დევსო,ის ჩაგვიქრობსო ორივეს მზესო,ასე უნდაო ჩვენს წყეულს ბედსო.ვიღუპებითო შენცა და მეცო,აღარ ვარგივართ დარდით და შიშით,შენ თავს მოგჭრისო ის ხმალი ძირში,მე კი - წვესაო. და ვითონ თქვიო,თუკი მოსმენილს ზღაპრად არ თვლიო,იმ ხმლის ჩაგდება გსურს თუ არაო,ოღონდ სიმართლეს ნუ დამალავო.”წავედით ძმაო საითაც გინდა, -ჯუჯას მაშინვე მივუგე მშვიდად, -გული ტყუილა გიწუხს და გტკივა,თუ გინდა ქვეყნის კიდემდე მივალ”.ვეება ნაძვი გავიდე მხარზედა მაშინათვე გაველი გზაზე.მეორე მხარზე ჯუჯა შევისვი,თან წავიყვანე ისიც რჩევისთვის.ძმა მაჩქარებდა და მეც ვჩქარობდიდა ჩემი ძმის თუ ღმერთის წყალობითპირველად კარგად წავიდა საქმე:მე მივადექი ჯურღმულის სარქველს,მახვილსაც მივწვდი და ამოვიღე,მაგრამ მოგვინდა იგი ორივეს.მოსხდენელი მოხდება ისეცდა ჩვენში შუღლი ჩავარდა მყისვე.საჩხუბარი კი გვქონდა ნამდვილად,ვერ დავცხრებოდით ასე ადვილად.აყვირდა ჯუჯა, მეც მაგრა დავხვდი,ვექაჩებოდით ორივე მახვილს,ორივე მუშტებს ვიცემდით გულზე,მერე კი ჯუჯა დაწყნარდა უცებ.მთლად გაისაწყლა წყეულმა სახედა სწორედ მაშინ დამიგო მახე.უჩუმრა იჯდა და მითხრა ბოოს:”ეს უსარგებლო შფოთიან მხოლოდ.ჩვენი კავშირი სუსტდება ამით,ამიტომ ყური დამიგდე წამით.ჯობია ბედმა განსაზღვროს თვითონ,თუ ეს მახვილი რომელმა ვზიდოთ.ორივემ მიწას დავადოთ ყური,(რას არ იფიქრებს ბოროტი სული)და ვინც პირველად გაიგებს რეკვას,ამ ხმალსაც მისი სახელი ერქვას”.თქვა და მაშინვე გაწვა მიწაზე.მეც გავსულელდი, მართლა ვიწამე.ვწევარ და ვუცდი, ვუცდი და ვუსმენ.მოვატყუებო, ვიფიქრე უცებ,მაგრამ თვითონვე მოვტყუვდი მწარედ.არც გამიხედავს წყეულის მხარეს,ის კი, ბოროტი ზრახვებით სავსე,წამომპარვია უკნიდან თავზე.ხელსი მოირგო მახვილი უკეთ(არ მოვსწრებოდი იმ დღეს ნეტავი)და სანამ მისკენ მივიხედავდი,თავი მიწაზე გორავდა უკვე.თავში ჩასახლდა ცხოვრების სული,გვამს კი მოედო ხავსი და წყლულიდა ცხრა მდინარის და ცხრა მთის იქითდაუმარხავად ლპებოდა იგი.მე კი გრძნეულმა ჩამავლო ხელი,წამომათრია და ძმას საკუთარსმაყლაპა ბევრი ტრამალის მტვერიდა ამ ხმლი მცველად აქ დამაყუდა.ალალი იყოს ეს ხმალი შენთვის,წაიღე იგი, - გფარავდეს ღმერთი.იქნებ შენს გზაზე, ჩემო რაინდო,სადმე ჯუჯასაც შეასწრო თვალი,გადაუხადე და არ დაინდო,არ ჩამაყოლო საფლავში ვალი.თუ გამითენებ ამ ნანატრ დილას,მეც კმაყოფილი ვიქნები სოფლისდა დავივიწყებ შენს მწარე სილას,შენდამი დიდი მადლობის გრძნობით. ”
##მეოთხე სიმღერა
მე ყოველ დილით, როგოც კი ვდგები,უფალს გულწრფელად მადლობას ვწირავ,რადგან ჯადოქრებს დღეს აღარ ვხვდებით,ან უფრო სწორად: არ ვხვდებით ხშირად.ახლა თამამად იხდიან ქორწილს,წყვდიადს ჩაბარდა, რაც იყო წინათ,ქმარიო მეუღლეს თამამად კოცნის,და უფრო მეტიც: თამამად სძინავს.მაგრამ არიან სხვა ჯადოქრებიც:ნაზი ღიმილი, ლურჯი თვალებიდა ხმა ხავერდის. . . ოხ, მეგობრებო,მათაც ნურასდროს მიეკარებით.ნუ დაუჯერებთ, ნუ მიენდობით,და გეშიოდეთ ამ ტკბილი შხამის,თუ გსურთ, რომ ბოლოს გითხრან შენდობა,ახლა კი მშვიდად გეძინოთ ღამით.
მთრთოლვარე სულის მგოსანო დიდო,წუთისოფლის და სამოთხის მკვიდრო,ვარდების შლავ და ფოთლების ცვენავ,სიყვარულის და ოცნების ენავ,ცასავით მშვიდო, სუფთავ და ვრცელო,ჩემი მუზების ძიძავ და მცველო,შენ მომიტევე, ლექსის მშობელო,ნუ შეიჭმუხნი სიბრაზით სახეს,თუ ჩრდილოეთის ხმატკბილ ორფეოსსმე ერთ მშვენიერ ტყუილში გამხელ.ჩემო მკითხველო, შენც იცნობ ალბათ,იმ უკეთურის უცნაურ ამბავს,ეშმაკს რომ მშვიდად მიჰყიდა სულიჯერ თავისი და მერე შვილების,მერე ცოდვამ რომ დაუფრთხო რული,და უთვალავი შენაწირებით,ლოცვებით, რწმენით, გვემით და მარხვითჰპოვა მფარველი წმინდანის სახით.შენ ალბათ მისი სიკვდილიც გახსოვს,მისი თორმეტი ასულის ძილიც.ჩვენც წარგვკვეთია წუხილით სასო,ჩვენც დაგვცემია იმ ციხის ჩრდილი.ძლიერი იყო ის განცდა ჩვენთვის,მას ბევრი ნაზი გული მინებდა.გულღრძო ეშმაკი და მკაცრი ღმერთიდა იმ უბიწო ასულთა ხვედრიჩვენც გვატყვევებდა და გვაშინებდა.თავს ტყვეობაში ვგრძნობდით ყველანი,ერთად ვტიროდით იმ დების შველა,რადგან გულწრფელად გვიყვარდა ყველასჩვენ გვწვავდა მათი ცრემლი და დარდი,ჩვენც მათთან ერთად ვეძახდით ვადიმსდა მშვიდ მონაზვნებს, როგორც ჩრდილები,მამის საფლავზე მივაცილებდით.მაგრამ ტყუილი იკყო ყოველი!მე კი არ ვიცი, ჯერ რა მომელის.იქნებ არ მეყოს მე სითამამე,მაგრამ სიმართლე მთხოვს და მავალებსგამომჟღვნებას და ვიწყებ წერას,როგორც მგონია და როგორც მჯერა.
ამ დროდ რატმირი, ხაზართა ხანი,სამხრეთისაკენ მიქროდა ისევ.საამო ვნებით უთრთოდა ტანიდა ამ საამო ვნებათა მიზეზსუკვე საკუთარ მეუღლედ თვლიდა.მაგრამ საღამო დაეშვა ციდან,ჩრდილებით და დუმილით სავსეუცებ დაეშვა უგუ ზენიდან.ხოლო გარინდულ ფიჭვნარის თავზეუკანასკნელი სხივი ქრებოდა.სიმღერაც შეწყდა მინდვირს მგოსანთა,აღარაფერი აღარ მოჩანდა,ქვეყანას ღამე დააწვა მკერდზე.რატმირიც ღამის გასათევს ეძებს.უეცრად ციხე შენიშნა მთაზე.ციხის დაკბილულ და მაღალ კედელსმიმოეფინა ჩრდილები ცაზედა კუთხეებში კოშკები თვლემდნენ.კედელზე ქალი დადის და მღერის,მოუღერია გედივით ყელიდა მისი წყნარზე წყნარი სიმღერაციხის კედლიდან შუქად იღვრება.
"ქვეყანა უკვე წყვდიადში შედის,ქარს აეშალა ცივი ფაფარი,მაგრამ ჭაბუკო, ეს კოშკი შენთვისიქნება მსვიდი თავშესაფარი.
ღამით აქ ტკბილი განცხრომა გელის,დღისით კი სუფრა, ლხინი და შფოთი.მიიღე ჩვენი გული და ხელი,ჭაბუკო, მოდი, მოდი და მოდი.
შენ აქ იხილავს მშვენიერ ქალებს,დაგავიწყდება, სხვაზე თუ თრთოდი.ჭაბუკო, მალე, მალე და მალე,ჭაბუკო, მოდი, მოდი და მოდი.
გზას დაგილოცავთ ყვლანი ბოლოსსავსე თასებით და დაფნის ტოტით.ჩვენ სამშვიდობთ გეძახით მხოლოდ,ჭაბუკო, მოდი, მოდი და მოდი.
ქვეყანა უკვე წყვდიადში შედის,ქარს აეშალა ცივი ფაფარი,მაგრამ, ჭაბუკო, ეს კოშკი შენთვისიქნება მშვიდი თავშესაფარი".
ასე მღერის და ანიშნებს ქალიდა უკვე კედელს მიადგა ხანიც.შემოეგებნენ კართან ქალები,უციმციმედათ ტურფებს თვალები.ჯერ ჩამოართვეს დაღლილი ცხენი,მერე კი ნაზად მოხვიეს ხელიდა შეიყვანეს კოშკში ჭაბუკი,გაბრუებული ვნების ქარბუქით.ერთმა ჩაჩქანი მოხადა სტუმარს,მეორემ - ხმალი, მესამემ - თორი,მძიმე აბჯრისგან განტვირთეს უმალ,გამოუჩინეს გულმკერდის ბროლი.მაგრამ ჯერ რატმირს აბანო ელის,ნაღდი რუსული აბანო, ცხელი.ვერცხლის კასრებში ბუყბუყებს წყალიდა იბინდება ოხშივრით თვალი.ძვირფასი ნოხი დაუგეს სტუმრსდა გააწვინეს იმ ნოხზე უმალთავზე დაადგა ორთქლი და ბუღი,ავიწყებს განვლილ დაღლას და წუხილს.და უთვალთვალებს მშვენიერ ქალებსთავის უენო საქმით გართულებს,ნახევრად შიშვლებს და დახატულებსვერაფრით ვეღარ აშორებს თვალებს.ჰაერს უგრილებს ტოტებით ერთი,მეორე ვარდის საამურ ზეთითკუნთებს უზილავს და უხალისებს.ახლა მესამეს მიჰყავს თავისკენდა აბანავებს ყვავილთა წვენში,მეოთხეს კათხა უჭირავს ხელში.და ამ დიდებულ სურათით მთვრალინეტარ განცხრომას ეძლევა ხანი.გადაავიწყდა ლუდმილაც უცებდა გული უკვე სხვა ხმაზე უცემს.მთლად გაუწვრილა სურვილმა გული,აცეცხებს თვალებს და აღარ იცის,რა მოუხერხოს ამ მტანჯველ სურვილს,ვნების უჩინარ კოცონზე იწვის.და აბანოდან გამოდის ხანი,შეუმოსია ხავერდით ტანი.ახლა კი სუფრა ეძახის რატმირსსავსე ხორაგის და ღვინის მადლით.მე ჰომეროსი არა ვარ, ძმებო,არა ვარ მისი უბრალო ჩრდილიცდა თქვენც სულგრძელად მომეცით ნება,რომ არ აღვწერო ის ლაღი ლხინი.მე მირჩევნია, რომ ჩემმა ქნარმა,დაუდევარმა და ვნებით მთვრალმა,აქოს სიშიშვლე ნაზი სხეულის,კოცნაზეც სმენად იყოს ქცეული.მე ახლა ვხედავ მძინარე რატმირს,სძინავს და გული ხმამაღლა უცემსდა, რა თქმა უნდა, რომ აღარ უსმენსმთვარის და კოშკის იდუმალ თათბირს.სძინას და კვნესის საბრალო მწარედდა საიდუმლო მიჯნურის ალერსსგახურებული ტუჩებით ეძებს,თუმცაღა საბანს იხუტებს მკერდზე.და აყოლილი ვნებიან სიზმრებსწრიალებს, კვნესის და ოხრავს ისევ.და აი, უცებ გაიღო კარიდა მთვარის შუქზე გამოჩნდა ქალი.გამოეღვიძა იატაკს წამითდა ქალის ფეხქვეშ გაიღო ჩქამი.აქ აღარ არის სიზმრის ადგილი,უნდა აღსრულდეს გულის წადილი.გამოიღვიძე - ნუ კარგავ წამებს!გამოიღვიძე - შენია ღამე!მიუახლოვდა სარეცელს ქალი,მძინარე რაინდს შეავლო თვალი.ჩაცურებია საბანი გვერდით,გაშიშვლებია ავხორცი მკერდი.სუნთქავს ხმამაღლა და ვნებიანად,მთლად მინდობილი მაცდურ მირაჟებს,ქალი კი შედგა, როგორც დიანა,თავის მშვენიერ მწყემსის წინაშე.მერე კი საწოლს დაეყრდნო მუხლით,აჰყვა ვნებათა ღელვას და დუღილს,იღბლიანს ძილი დაუფრთხო კოცნითდა შეუერთა სული და ხორცი. . .
მაგრამ ჩუმდება უმანკო ქნარი,ჩემი ხმაც წყდება ზედმეტად მორცხვი.ამიტომ ასე დავტოვოთ ხანი,თავის საამო განცდებით მთვრალი.ჩვენ კი რუსლანთა მივბრუნდეთ ისევ,ის კიდევ მრავალს მოუგრეხს კისერსდა ძალაც კიდევ დიდხანს ეყოფაუმაგალითო გმირს და მეგობარს.ახლა კი, თავთან ჭიდილით დაღლილს,სძინავს და მკერდი თანაბრად უცემს.მაგრამ თენდება და ზეცის თაღითბილი სხივებით ივსება უცებ.გამოჩნდა სივრცე, ათრთოლდა ველი.სახე მიეცა ყველაფერს ირგვლივ.რუსლანიც ადგა და მისცა ცხენიმინდორზე უკვე ქარივით მიქრის.
დრო მგზავრობაში გავიდა ასე.შავი ღრუბლები მომრავლდნენ ცაზე.გაყვითლდა ყანა და ფრთოსან მგოსნებსმინდვრებზე ქარი წივილით მოსდევს.ცვივა ფოთოლი და შიშველ ქედებსეხვევა ცივი და მძიმე ნისლი,ეცემა ზამთრის პირველი წვეთიდა დანარჩენთა სიმღერაც ისმის.მაგრამ რუსლანი გზაშია ისევ,თავის საფიქრალს მისდევს და მისდევს.და ხიფათებით გაჭედილ გზაზეკვლავ ერთადერთი მიზანი ავსებს. 'ვინ არ შემოხვდა: დევი თუ ქაჯი. . .ბევრჯერ შეაქო ხმალიც და ჯაჭვიც.ხან კი მთვარიან ღამით ალები,გარემოცულნი ჭაღარა ნისლით,მაცდური ცეცხლით სავსე თვალებით,მაცდურ სიმღერებს მღეროდნენ მისთვის.ის კი არავის არ უყურებდადა ლუდმილაზე ფიქრობდა მარტოდა ხელს უწყობდა თვითონ ბუნებაცამ თავგანწირულ რაინდს და სატრფოს.
ახლა კი ვნახოთ, რას ფიქრობს, ნეტავ,ან რა დღეშია ჩვენი ქალწული.არ ჩანს და თვითონ ყველაფერს ხედავსავი გრძნეული ქუდით დაცული.გაფითრებია წუხილით ლოყა,ვეღარ იშორებს მეგობრის აჩრდილსდა მხოლოდ მასზე ფიქრობს და ოხრავსდა მოწყენილი სეირნობს ბაღში.ხან უბრუნდება ლაღი ოცნებითკიევის მინდვრებს, მშვიდსა და ლამაზს,ეზოშიც შერბის და ნაზად კოცნისთავის საყვარელ ძმებსა და მამას.ბედნიერებით ახლად შობილიხელს უქნევს თავის კეთილ დობილებს,ან ეფერება მოხუც გადიებსდა სიხარულის ცრემლით ატირებს.მაგრამ ოცნებაც უკვალოდ ქრებადა ისიც ბედის წინაშე რჩება.ამასობაში ჯუჯას მონებიკვლავ დაეძებენ გამქრალ მშვენებას,მთლად არევიათ შიშით გონება,არც ჭამა ახსოვთ, არც დასვენება.ვერ მიაკვლიეს ვერაფრით კვალი,მიწამ ჩაყლაბა თავადის ქალი.ხოლო ლუდმილა ერთობა ამით,გამოდის გზაზე და ჩნდება წამით.თან კი ეძახის: "აქა ვარ, აქა!"მონების მისკენ გარბიან წამსვე,ის კი კვლავ ქრება და შვებით სავსეისმენს დაქანცულ მონების ქაქანს.ჩემი ლუდმილა დიდხანს ლაღობდა,დასეირნობდა ჭალებში მშვიდადდა ყველა ჯურის მწიფე ნაყოფიხშირად ქრებოდა შრიალა ხიდან.ხან ხეივნიდან ოხვრაც ისმოდა,ხან შეკრთებოდა წყაროში წყალიდა სასახლეში ყველამ იცოდა,რას აკეთებდა თავადის ქალი.ხეზე ძვრებოდა ლუდმილა ღამითდა თუ ეძინა, დაბნეულ ძილშიცქმარს ეძახოდა და სუსტი ჩქამიცგულს უხეთქავდა საბრალოს შიშით.და დაძინებას აღარც ცდილობდა,კვლავ მთქნარება და უძილობა,მხოლოდ რიჟრაჟზე ჩასთვლემდა ფრთხილადდა როცა თვალებს ახელდა დილა,ის ადგილს ჩიტებს უთმობდა ხეზედა პირს იბანდა ჩანჩქერის ჩქერზე.ჯუჯამაც ბევრჯერ შესწრო თვალი,როცა ზვერავდა წალკოტს ზემოდან,როგორ ბრწყინავდა და იმსხვრეოდაუჩინარ ხელზე ჩანჩქერის წყალი.და გადიოდა კვირაზე კვირა,გადაელია გული ფერიასდა სასახლეში, ძალიან ხშირად,მისი ტკბილი ხმაც მოუსმენიათ,ვნებით იწვოდა, ჯუჯა ავხორცი,ხოლო ყველაზე შორი ჭალიდანმსხურს მოჰქონდა ხან ცხვირსახოცი,ხან ნაკუწები სპარსული შალისა,
მთლად დაეგლიჯა ჯუჯას სხეული,გამწარებული ოხრავს და ხვნეშის.მაგრამ გათავდა! ახლა გრძნეულიმალე ჩაიგდებს ლუდმილას ხელში.ჯადოქარს ვნების ცეცხლი ედება,ძალით იგემოს უნდა ალერსი.ასე ჰეფესტომ, კოჭლმა მჭედელმა,გააბა ცოლი რკინის ბადეში.ბადე წინასწარ მზად ჰქონდა მჭედელს,როცა ეწვია ცოლს მეგობარი.და დაანახვა დამცინავ ღმერთებსკიპრიდას ნაზი თვალთმაქცობანი.
ჩვენი ლამაზი თავადის ქალიგრილ ფანჩატურში იჯდა და წუხდა,ყვავილებისთვის მიეპყრო თვალიდა ბედს გლოვობდა მწარეს და მუხთალს.უცებ რუსლანის ხმა გაიგონადა დაინახა მერე თვითონაც.მაშინვე იცნო ძვირფასი ქმარი,დაღლილი გზების მტვრითა და ქარით.ფერი წასვლოდა რუსლანს მთლიანადდა მკერდზე აჩნდა დიდი იარა.სწრაფად წამოხტა თავადის ქალი,ბედნიერების ნექტარით მთვრალიმისკენ გაქანდა, როგორც ისარი."რუსლანი . . . ღმერთო. . . მართლა ის არის. . .ვინ დაგჭრა, ვინა. . ." ჩურჩულებს ასედა სიხარულით ტალღებით სავსესნეტარი ცრემლი უსველებს თვალებს.ჩაეხუტება სანატრელს მალე,აღარაფერი აღარ აშინებს.მაგრამ. . . ჩვენება ქრება მაშივნე.ოხ, ღმერთო! შიშით ნირწამხდარი მართვესშემოეხვია უცრად ბადეთავბრუ დაეხვა საბრალოს წუთით,მოძვრა გრძნეულის წოწოლა ქუდიც."ჩემია, ჩემი! - მოესმა უცებ.შიშით შეერყა გულიც და ფუძეცდა ფეხქვეშ მიწა გამოეცალა.და როცა მახინჯს, ბილწს და შემზარავსჯუჯასაც თვალი შეასწრო იქვე,გონდაკარგული დაეცა პირქვე.
ჯუჯა უკოცნის ყელსა და კისერს,დალოშნა მხრებიც და ნორჩი მკერდიც.ნუთუ მიაღწევს გრძნეული მიზანს,ნუთუ გადაწყდა ლუდმილას ბედი!მოიცა! . . გესმის? - აყვირდა ბუკი,ბრძოლაში იწვევს ვიღაცა ჯუჯას.გრძნეული დაფრთხა. ბუკის ხმა უკვირს,ბუკი კი ისევ ღრიალებს ურჩად.აუცახცახდა ჯუჯას სხეული,სულიც დაუფრთხა ბილწი და მრუდი.გაოგნებულმა და დაბნეულმაკვლავ დაახურა ლუდმილას ქუდი.მხარზე გადიდო ვეება წვერიდა მომხდურისკენ გასწია ფრენით.
##მეხუთე სიმღერა
მე ზლიერ მომწონს თავადის ქალი,მგრძნობიარეა, სადა და წყნარი.ქმარს არ ივიწყებს არც ერთი წამით,მძინარეც მასზე ფიქრობს და ბოდავსდა ქარაფშუტაც თუ არის ოდნავ, -რა მოხდა? - უფრო მშვენდება ამით.სიციცხლე ფეთქავს ლუდმილას ირგვლივდა ჩემი გულიც შვებით ივსებადა თვითონ სთქვით: თუ შეიძლება,ლუდმილა ყველას უყვარს და მოსწონს,დაიპყრო ყველას გული და თვალი.მისი ღიმილი, ნაზი და მკრთალი,ჩემს სულშიც ანთებს ტრფიალის კოცონს.მეც ამ საამურ განცებით ვცხოვრობდა მეცხრე ცაზე დავფრინავს უფრთოდ.ხოლო დელფირა ჰუსარს ჰგავს უფრო,ბაკენბარდები აკლია მხოლოდ.ბედნიერია მოკვდავთა შორის,ვისაც ლუდმილამ დაუდო ტოლი,ვისაც ლუდმილა უცდის და ნატრობსდა ვისაც გულის ეძახის სატრფოს.მაგრამ დელფირას ვინც გაექცევა,მერწმუნეთ, ისიც შვებას ეწვევა.ახლა კი ვნახოთ: ვინ უხმობს ჯუჯას,ვისი ნაღარა ღრიალებს ურჩად,ვინ აუთრთოლა გული ჩიტივითდა გაუბედა გრძნეულს ჭიდილი.ეს რუსლანია, იმედის შუქითგულმიცემული. და მისი ბუკიქარიშხალივით ღრიალებს ისევ,რისხვის ღრუბელი გადასდის პირზედა ცხენიც, მისი ერთგული მუდამ.მუხლამდე თოვლში ბორგავს და ცქმუტავს.თავადი გრძნეულს უხმობს და ელის,შმფოთვარე გული ხმამაღლა უცემსდა სწორედ ამ დროს ძლიერი ხელიჩაჩქანზე დაჰკრა ვიღაცამ უცებ.მაღლა აღაპრყო რუსლანმა თვალიდა დაინახა, რომ მთელი ზალითმისკენ მოჰქროდა ჯუჯა ნგრძნეული,სიბრაზისაგან მეხად ქცეული.ღრუბელს უგავდა ვეება კუზი,ხელში ეჭირა მრისხან გურზი,უკან წივილით მოსდევდა ქარიდა აიფარა რუსლანმა ფრი.მაგრამ მოქაჩა გმირმა აღვირიდა მოუქნია გრძნელს მახვილი,მაგრამ გრძნეული აფრინდა მაღლა,რაინდის რისხვას გადურჩა ახლაც,გაუჩინარდა წამით და ისევაურზაურით დაეშვა მისკენ.გმირმა კი გვერდზე გააგდო ცხენიდა მოეცარა ჩერნომორს ხელი,ვერ შეიკავა თავი ვერაფრითდა თოვლის ზვინში ჩაჯდა ყელამდის.ჩამოქვეითდა რუსლანიც წამსვე,დაბნეულ ჯუჯას წაადგა თავზედა მძლავრი ხელი ჩაჰკიდა წვერში.ჯუჯაც ამაოდ წვალობს და ხვნეშის,თოვლით გაევსო დამჭკნარი პირი,უცებ აფრინდა და ჩვენი გმირიცთან აიყოლა გარინდულ ცაშიდა მარტო დარჩა მინდორზე რაში.უკვე გამოჩნდა ღრუბლების ჯარი,სისინებს ცივი და სველი ქარი.გადაუქროლეს მოწყენილ ტყეებს,გადაუქროლეს გარინდულ კლდეებს,ქვემოდან ისმის ტალღის დგაფუნი.გმირი კი მაინც კიდია წვერზე,გაშეშებული და დაძაბული.ჯუჯა თანდათან სუსტდება ცაში,რუსული ზალით გაოცებული,უკვე დაკარგა რიხი მეფურიდა უკვე შიშიც დაეტყო ხმაში.და ეუბნება ჩვენს რაიდს ასე:"რაინდო, კარგად დამიგდე ყური.რას დავწანწალებ, ნეტავი, ცაზე,გადავივიწყოთ მტრობა და შური.მე გაპატიებ ყველაფერს უმალ,როგორც ღირსეულ რაინდს და სტუმარს.ქების ღირსია შენი გმირობა,მაგრამ ჯერ უნდა მომცე პირობა. . . ""ჩუმად, ვერაგო! - რუსლანმა წამსვეგააწყვეტინა ჯადოქარს სიტყვა -ვერ მოვრიგდებით მე და შენ ასე,უნდა აღსრულდეს, რაც ერთხელ ითქვა.რუსლანი თავის ცოლის მტანჯველთანვერ მორიგდება ვეღარასოდესდა შენც, ბოროტო, კარგად გახსოვდეს,რომ წვერს მოგაჭრის მისი მარჯვენა".შიშმა შეიპყრო ჯუჯა გრძნეული,აუცახცახდა გონჯი სხეული,მთლად დაეღრიჯა სიმწრისგან სახე,ვეება წვერსაც ამაოდ არხევს:ღონივრად უჭერს რუსლანი თითებსდა ღერა-ღერა აწიწკნის კიდეც.ორ დღეს ატარა გრძნეულმა გმირი.ვერ მოიშორა ვერაფრით ჭირი.ოფლი და ხვათქი გადასდის პრიზე . . .მესამე დღეს კი შესჩივლა ისევ:"ნუღარ მაწვალებ, რაინდო, კმარა.იწამე ღმერთი და შემიცოდე.შემინარჩუნე ოღონდ სიცოცხლედა შენი ონა ვიქნები მარად.მიბრძანე, წავალ საითაც გინდა. . ."ხოლო რუსლანმა მიუგო მშვიდად:"რაკი იწამე რუსული ძალა,ლუდმილასაკენ გაფრინდი ჩქარა".
ჯუჯამ მორჩილად მოკუმა პირი,ჩაქინდრა თავი და სევდით სავსემჯსახლს მიაშურა და ჩვენი გმირიცსაზარელ მთებში აღმოჩნდა წამსვე.მაშინ რუსლანმა შემართა ხმალი,ჯუჯას მიაპყრო მრისხანე თვალიდა მთლად დალეულს დარდით და შიშითწვერი წნელივით შეაჭრა ძირში."ჩვენც გვიცნობდეო, - შესძახა თანაც. -რაო, ყაჩაღო, არ მოგწონს განა?რა იქნა შენი ეშხი და ძალა?"სთქვა და ჩაჩქანზე შეიბა წვერიდა მერანს უხმო გაბმული სტვენით.მერანიც მხოლოდ ამას ნატრობდა,მკვირცხლად მოფრინა თავის პატრონთან.რუსლანმა ჯუჯა გუდასი ჩასვადა უნაგირზე დააკრა მაგრა.თვითონ კი წამსვე, გრიგალის მსგავსად,მწვერვალისაკენ გაქანდა, გაჰკრა.და სულმა წამით კვლავ მოილხინა,ჯუჯას სასახლე როცა იხილა.წვეროსან ჩაჩქანს შეასწრეს თვალიდა აირია კაცი და ქალი:ვრცელ პალატებში გამოჩნდა წუთითმხდალი მხევლების დამფრთხალი გუნდი.თავზე დაატყდათ რისხვა განგებისდა საზარელი ჯოგიც ზანგებისლანდივით სადღაც გაუჩინარდა. . .ხოლო რუსლანი კარებს მივარდა,ჩამკვდარ დარბაზებს მიჰყვება მარტო, 'ეძახის თავის ცოლსა და სატრფოს 'და მხოლოდ ჩუმი და ვრცელი ბაღიაბრუნებს ექოდ რუსლანის ძახილს.ახლა ბაღისკენ გავარდა იგი,იქაც დუმილი მეფობდა ირგვლივ.მიდის და მიდის, მაგრამ ამაოდ,უბრალო ჩრდილიც კი არ ქანაობს.ჩამკვდარა ბაღი. ჭალაკებს სძინავთ.ცარიელია ფანჩატურებიც.არც ხეივანში, არც წყაროს პირასკვალის ნასახიც არ ჩანს სრულებით.უეცრად სუნთქვა შეეკრა თავადს,მთელი ქვეყანა ეჩვენა შავად,აჰყვა საზარელ და მტანჯველ ფიქრებს:"ტყვეობა. . . ტანჯვა. . . ვინ იცის . . . იქნებ. . .წუთის საქმეა . . .ტალღები. . ." - ასეფიქრობს რაინდი და სევდით სავსესმთლად დაუბნელა შიშმა გონებაგაშეშდა. მკვდარი ქვა გეგონებათ.ტანზე ედება ველური ცეცხლიავი ფიქრებით მკვდარსა და შეცვლილს.მაგრამ რაინდის მთრთოლვარე ტუჩებსთითქოს ლუდმილა შეეხო უცებ.ისიც მძვინვარე და შემზარავიბაღში შლეგივით გავარდა ისევ:დაამხო ჩრდილით მშვიდი კარავი,ყველაფერს სახე უცვალა მყისვე.დაამხო ხეთა შრიალი თარი,წამში უდაბნოდ აქცია ბაღი.უწყალოდ ჩეხავს მრისხანე ხმალიდა მსხვერპლს დაეძებს რაინდის თვალი.მთლად გაპარტახდა წალკოტი მშვიდი,წყალმა წაიღო ლამაზი ხიდიც,ფანჩატურებიც დაემხვნენ პირქვე,ხოლო რუსლანი ხმალს მაინც იქნევსდა სწორედ მაშინ რუსლანის ხმალმალუდმილას ქუდი მოხადა უცებ.ჯადომ მაშინვე დაკარგა ძალა -რუსლანი თავსი სანატრელს უცქერს. . .აღარ უჯერებს თავადი თვალებს,ტანჯვისთვის გულიც აღარ ეყოფა.ეცემ ფერხთით და შვებით მთვრალიეხვევა თავის ერთგულ მეგობარს.ხელებს უკოცნის და აგლეჯს ბადეს,მეუღლის ხილვა კვლავ ძალს მატებს.ეძახის, მაგრამ ლუდმილას სძინავსდა ყვავილივით ფეთქავს და ფშვინავს,ძილი უმძიმებს თვალსა და ჰანგებს.რუსლანს კი ჩრდილი დაადგა თავზედა გულიც ისევ წუხილით უცემს,მაგრამ ნაცნობი ხმა ესმის უცებდა იმ მადლიან ფინელს ცნობს ხმაზე:"თავადო, ახლაც გმართებს მხნეობა,გამბედაობა და გამძლეობა.თან წაიყვანე მძინარე ცოლი,შენი ერთგული და სულის ტოლი.შენ ახლა მეტი ძალა გჭირდება,არ უღალატო ბედს და ღისებასღვარძლი კი მისას იწვნევს ისედაც,მას ზეცის რისხვა არ ასცილდება.შენ კი შინისკენ იჩქარე მალედა იქ გაახელს ლუდმილა თვალებს".
რუსლანის გულში გათენდა დილა,კვლავ გამოცოცხლდა და ნაზი ცოლიმიიკრა მკერდზე და სულის თრთოლვითმწვერვალებიდან დაშვა ფრთხილად.კვლავ გზას დაადგა ცხენი ნავარდით,შინისკენ ჩქარობს ჩვენი თავადი.ხელში უჭირავს ძვირფასი ტვირთიდა კიევისკენ ხალისით მიდის.და დილასავით ნორჩსა და სავსეს,ლუდმილას სძინავს დევგმირის მხარზე.და მის დალალებს ნიავი არხევს,ლოყაზე ცრემლის უბრწყინავს წვეთი,ხან ხშირი სუნთქვით უღელავს მკერდი,ხან ეფერება ვარდისფრად სახე.თვალწინ რუსლანი უდგა მძინარეს,გულზე გადასდის ვნების მდინარედა იმეორებს საყვარელს სახელს.თავდავიწყებას ეძლევა გმირიც,თავბრუდამხვევი სიამით სავსედა ერთგულ მცველად ადგია თავზენაზი მეუღლის ცრემლსა და ღიმილს.
შეუსვენებლად მიდის რაინდი,ვერც გზა აფერხებს და ვერც ამინდი.დღისით თუ ღამით, ველზე თუ მთაზეჩაუმუხლავად მიიწევს ასე.ქალწულს კი სძინავს, მაგრამ თავადიმოწოლილ ვნებას იკლავს ძალათი,ბედისგან მარად ტანჯულს და დევნილსსხვაგვარად არც კი უხლია ხელი.ის მხოლოდ იცავს მძინარე სატრფოს, 'გაზიარებულ სიყვარულს ნატრობს, 'წმინდაა მისი სულიც და ფიქრიც,უბიწო ფიქრში ნეტარებს იგი.ბერიც თამამად ამტკიცებს ამას,მე კი ვუჯერებ იმ წმინდა მამას,ვინც იყო ჩვენზე ბევრის მნახველიდა ჩვენც გადმოგვცა გმირის სახელი.მეც მჯერა, რადგან ცალმხრივი ვნებასულში ქვასავით უხეშად წვება.მწყემსო ქალებო, ლუდმილას ძილიარ იყო თქვენი ძილივით ტკბილი,როცა მდელოზე წვებით ქალწულნი,მაისის ცხელი მზით მოქანცულნი.მეც მახსოვს ერთი პატარა ველი,დამძიმებული არყნარის ჩრდილით,მეც მახსოვს ერთი საღამო ბნელიდა მახსოვს ლიდას მაცდური ძილიც. . .მე ახლაც მახსოვს, როგორ ვღელავდი,როცა პირველად ვაკოცე მორცხვად,მაგრამ მთრთოლვარე და მხდალმა კოცნამვერ გააღვიძა ლიდა ვერაფრით.თუმცა, რას ვბოდავ! იმ სიყვარულმაუკვე სხვა გულში დაიდო ბინა,მისი ტკივილიც და სიხარულიცგადავივიწყე დიდი ხნის წინათ.ჩემს გულში ჩქარა იმ ტრფობის ალიდა ჩემთვის ახლა სულ სხვა დროს მოდის,მე დღეს მიტაცებს თავადის ქალი,მისი რაინდი და ჩენრომორი.
ერთ გზას ადგანან ახლა ყველანი,ერთად მისდევენ გარინდულ მინდვრებს.და აი, უკვე გამოჩნდა კიდეცმრისხანე ბორცვის მრგვალი მწვერვალი.მაშინვე იცნო რუსლანმა თავიდა ფიცხი ცხენიც აჩქარდა უცებ.გაშეშებია სასწაულს თვალიდა თმა ტყესავით აშლია შუბლზე.ჩამოვარდნია ვეება ტუჩი,ჩამოფხატვია ყვრიმალზე ზუჩი,მთლად წართმევია სიცოცხლის ფერი,ამოგანგვლია მიწაში წვერი,დაუკრეჭია კბილები მწარედ,დანებებია სიკვდილის ქარებს,მაინც თავისი უთქვამს ბუნებას,სიკვდილითა და სიცოცხლით სავსეს.და აი, უკვე მომაკვდავ თავზეცუკანასკნელი დღე იწურება.მის წინ შეჩერდა მამაცი გმირი 'ლუდმილასთან და ჯუჯასთან ერთადდა დაუძახა: "სალამი შენდა!არ შეირცხვინა რუსლანმა პირი.უკვე მიეზღო ბოროტს სასჯელი,აჰა, იხილე შენი მტანჯველი!"კვლავ გამოერკვა თავი დროებით,გამოაცოცხლა რაინდის სიტყვამ,სიცოცხლის ფრთები კვლავ გამოებადა უყურებდა მოსულებს დიდხანს.ააცმაცუნა ვეება პირი,როდესაც იცნო ამაყი გმირიდა შემზარავი აღმოხდა კვნესა,როცა ძმაც იცნო, ბილწი და ქლესა.და სიბრაზისგან გაბერილ პირზეგადაუარა სიწითლემ ისევ,კვლავ გაიბრძოლა ძარღვებში სისხლმა.კვლავ მოწყდა კვნესა მთრთოლვარე ტუჩებსდა უსიცოცხლო თვალებში უცებუკანასკნელად იელვა რისხვამ.კვლავ აუმღვრია ცოფმა თვალები,გაასავსავა ენა წვალებითდა ძმა, ბოროტი და უკეთური,აავსო ლანძღვით და საყვედურით.მერე ყინული ჩაუგდო ხმაში,გაშეშდა მკაცრი და ფერმიხდილი,და ჩვენი გმირიც დარწმუნდა მაშინ,რომ დაეუფლა საწყალს სიკვდილი.ჯუჯა კი შიშმა დააფრთხო უმალ,აუცახცახა გონჯი სხეულიდა ლოცულობდა გუდაში ჩუმად,გაოგნებული და დაბნეული.
ერთ უსახელო მდინარის პირასფერდობზე იდგა პატრა ქოხი,ირგვლივ ეფინა ხასხასა ნოხიდა შრიალებდა ნაძვნარი ფრთხილად.გრილი მდინარე თეთრად ელავდადა მოდიოდა ვრცელი და წყნარიდა თუ ნიავი დაუბერავდა,ლერწმის ღობესთან მღეროდა წყალი.ველზე რიჟრაჟი წვებოდა ციდანდა არაფერი არ ხმაურობდა,და თითქოს ქვეყნის გაჩენის დღიდანდუმილს დაეპყრო აქაურობა.უშფოთველ სივრცეს მოავლო თვალიდა შეაჩერა რუსლანმა ცხენი:პირველყოფილი, ჩუმი და წყნარიდილის ბურუსში ელავდა ველი.რუსლანმა მოლზე ჩამოსვა ცოლი,თვითონაც ახლოს მიუჯდა თრთოლვით.ბაგეს უცოცხლებს სატრფოს სახელიდა გულზე აწევს ტკბილი ნაღველი.უცებ იალქანს შეასწრო თვალი, -გამოდიოდა ღრუბლის ჩეროდან,ნავს მდინარეზე გაევლო კვალიდა მებადური ტკბილად მღეროდა.გადაეფინა ტალღებზე ბადე,გამოსცდა ნისლის შრიალა ფარდებს.ქარს მიუშვირა ხუჭუჭა თავიდა მოაყენა ნაპირთან ნავი.ხოლო ქოხიდან გამორბის ქალი,გამბრწყინებია ბაგე და თვალი,გაშიშვლებია მკედი და მხრებიდა დაუდევრად დაშლია თმები.ყველა მიწიერ სიამის ღირსი,უნაკლი იყო მშვენების მისი.აი, ისინი, გადახვეულნი,სხდებიან გრილი მდინარის პირას,მიტმასნებია სხეულს სხეული 'და სიყვარულში დრო გადის ტკბილადდა უზრუნველი თავისუფლებითმშვიდად სუნთქავენ, როგორც ღრუბლები.მაგრამ თუ იცით ჩვენმა თავადმა,გაოცებულმა ამით თავადაც.იმ მებადურში ვინ იცნო მაშინ? -მისი ძლიერი მეტოქე ხმალშიცდა სიყვარულშიც - ხაზართა ხანი.ბედნიერების ნექტარით მთვრალიის ტურფა ასულს, ოქროს თმებიანს,დაწყვილებია გზითა და ბედითდა ამ მშვენიერ მეგობრის გვერდითსხვა ყვლაფერი დავიწყებია.
ახლოს მივიდა რუსლანი კიდევ.რატმირმაც იცნო რუსლანი უმალ.წამოხტა, მოქრის, შეჰკივლა კიდეცდა ჩაეხვია უეცრად სტუმარს."ამას რას ვხედავ? - შესძახა გმირმა, -აქ რას აკეთებს ხაზართა ხანი,რად მოარიდა ცხოვრებას პირი,რა იქნა მისი განთქმული ხმალი"."ჩემო ძმობილო, - სთქვა მებადურმა, -ადრე დიდების ძებნით გართულმადღეს დავთმე იგი, როგორც ღრუბელიგამოფიტული და დამღუპველი.მერწმუნე: უფრო ახლოა გულთანეს სიყვარული, ნაზი და სუფთა.გულს არ ჭირდება სხვა მეგობარი,სხვა გართობანი და სხვა გრძნობანი.აღარ მიტაცებს ცხენთა ჭენებაც,ხმალთა ცემაში ვერაფერს ვხედავ,სამაგიეროდ: ბედნიერბითდღეს მდიარი ვარ ყველაზე მეტად.მთლად დავივიწყე ჩემი წარსულიდა თვით თავადის ნაზი ასულიც"."მოხარული ვარ, - უთხრა რაინდმა, -კვლავ ჩემთან არის თავადის ქალი".და გამოცოცხლდა ხაზართა ხანის :- ღმერთო, რა მესმის! . . . როგორ? . . . საიდან?თუ შეიძლება . . . მაჩვენე ჩქარა.თუმცა არ მინდა, არა და არა.ვერ ვუღალატებ მე ჩემს მეგობარს,მე მისი ნაზი შუქიც მეყოფა.მე შევიყვარე ის სულზე მეტად,გვიადვილდება სიცოცხლე ერთად.ჩემი გარდაქმნის და შეცვლის მიზეზსია და ვარდი ასხია პირზე.მე სხვას ვერაფერს ვეღარ ვინატრებ, -მან დაუბრუნა ჩემს სულს თავიდან:დიდი სიშვიდე და მზის სინათლედა დროც, რომელიც შფოთში გავიდა.მე თორმეტ ასულს ვუყვარდი ერთად,თავბრუს მახვევდა მათი სიცილი,მაგრამ დავლძიე და ჩემდა ბედადამის გულისთვის დავთმე ისინიც.დავთმე გნცხრომის კოშკი ზღაპრული,მთვარის მთრთოლვარე შუქში ჩაფლული.ხელი ავიღე ხმალზეც და ფარზეც,მტრებსაც შევეშვი და ვცხოვრობ ასედა ამ სიმშვიდით ვარ ბედნიერი,ვიპოვე ჩემი ფუძე და ჭერიშენთან, ძვირფასო და მშვენიერო,სულის სინათლევ, შენთან და შენით".
გაღიმებული უსმენდა ქალიძვირფას მეგობარს და უცხო სტუმარს.ხანისთვის მშვიდი მიეპყრო თვალიდა ხან თავისთვის ოხრავდა ჩუმად.
ჩემი რაინდი და მებადურიგვიანობამდე ისხდნენ ნაპირთან,ტკბილი საუბრით იყვნენ გართულიდა ვერც გაიგეს, დღე რომ გაფრინდა.გაშავდა მთები. დადუმდა არე,ტალღებმაც ღელვას და შრიალს უკლეს.ფეხზე წამოდგა ფერმკრთალი მთვარეც,რუსლანის წასვლის დროცაა უკვე. 'გადააფარა მძინარე ასულსწამოსასხამი და შეჯდა ცხენზე.რატირიც სულით თან მისდევს წასულთ,მონატრებია ნავარდი ველზე.გზას და მომავალს ულოცას იგი,თან თვალი რჩება მეგობრის გზისკენდა სევდიანად იღვიძებს ისევამაყი წლების მღელვარე ფიქრი.
რა იქნებოდა, რომ ჩემი ქნარი,ოცნებითა და სიმღერით მთვრალიდა სიყვარულში მდგარი ყელამდის, -ხოტბას ასხამდეს მხოლოდ გმირობასდა მასთან ერთად (უცხოს ყველასთვის)ძველ მეგობრობას და გულტკბილობას.რატომ მაძალებს ეს ბედი მკაცრი,რომ შევურიო სევდა გალობასდა დღევანდელი მანკი და ღვარძლიგამოვუჩინო შთამომავლობას.
თავადის ქალის ხელის მძებნელინაინს უცდიდა ამ დროს ფარლაფი,ხმალს არ იღებდა ხელში არაფრით,როგორც მისთანა რაინდს შეჰფერის.თავს არ იკლავდა წუხილით დიდადდა იჯდა თავის მამულში მშვიდად.და აი, დადგა ნანატრი წამი:არც გაუღია ჯადოქარს ჩქამი,ისე უჩუმრა წაადგა თავზე,გამოეცხადა და უთხრა ასე:"შეკაზმე ცხენი. ხომ იცი, ვინც ვარ?აბა, მომყევი!" - და კატად იქცა.ფარლაფმაც ცხენი შეკაზმა წამსვედა მიჰყა კატას იმედით სავსეს.
მიდამო უკვე წყვდიადში თვლემდა,მიწას ზვერავდა მთვარე ზემოდანდა შავ ყორღანებს სინათლეს ფენდა,როდესაც ღრუბლებს გამოსცდებოდა.რუსლანიც იქვე, ლუდმილას გვერდით,იჯდა მდუმარე და მოწყენილიდა შეჩვეული დარდი და სევდაკვლავ გულზე ედო მძიმე ხელივით.
ფირებს დაეპყრო იგი მთლიანად,იჯდა უამრავ ფიქრებით სავსედა ძილი გრილი ფრთების შრიალითფეხაკრეფილი წაადგა თავზე.რულმორეული თვალებით კიდევდახედა ქალწულს; მძინრე ყვავილს,და მერე სატრფოს ფეხებთან მიდოათასგვარ ფიქრით დაღლილი თავი.
საზარელ სიზმარს ხედავდა გმირი:თითქოს თავადის ნაზი ასულიიდგა უძირო უფსკრულის პირას, 'გაშეშებული და ფერწასული.უცებ ლუდმილა უფსკრულში გაქრა.ისიც უფსკრულთან მივარდა, მაგრამარ იცის, რა ქნას . . . და ცხადად ესმის,მეუღლე როგორ უხმობს და კვნესის.და გადაეშვა უფსკრულში ისიც,რა შეემთხევა, ეშმაკმა იცის. . .მაგრამ რას ხედავს, გაოცებული:გამოჩნდა ჭარმაგ გმირთა კრებული.დიდებულები სწვევია სტუმრადდა თორმეტივე ვაჟის თანხლებითზის ვლადიმირი სუფრასთან ჩუმად,კაცი არ არის სიტყვის გამღები.ვლადიმირს რისხვით შეეკრა შუბლი,წინანდებურად მკაცრია იგი.მხიარულება ჩამკვდარა სუფრის,უძრავად სხედან მაგიდის ირგვლივ.წუხილის ჩრდილი აწვებათ თავზე,დაუკარგია ქეიფსაც ეშხიდა აღარც თასი, მრგვალი და სავსე,აღარ გადადის ხელიდან ხელში.და უცებ ამჩნევს ჩვენი თავადი,რომ ძველებურად მხნე და ტანადიმკვდარი როგდაიც მოსულა სტუმრად,და თუკი სხვები დამსხდარან ჩუმად,ის აბრიალებს ვეება თვალებს,წაკიდებია სასმელის ალიდა გაოცებულ რუსლანის მხმრესარც იხედება, ლაღი და მთვრალი.მერე რატმირსაც შეასწრო თვალი,აქ მოუყრია სუყველას თავი.და ბიანიც ამღერდა უცებდა სხვებთან ერთად რუსლანიც უსმენსგულთმისან მგოსნის ხმატკბილ სიმღერას.ამ დროს დარბაზის კარი იღება:ნაზი ლუდმილა შემოჰყავს ფარლაფს,მაგრამ მოხუცი სიხარულს მალავს,არც შეუხედავს, არც განძრეულა.სტუმრებიც თითქოს ქვებად ქცეულან,მისჩერებიან ერთმანეთს ჩუმად.მერე ყველანი ქრებიან უმალ. . .და სიმწრის ოფლში დაცურავს გმირი,წრიალებს, შფოთავს, ოხრავს და ტირის.დაუფელბია მტანჯველი შიშიმძიმე ლოდივით ჩაძირულს ძილში.სიზმარიაო, - ფიქრობს და თანაცსიბრაზე ახრჩობს, ძილს რომ დანებდა,მაგრამ არაფრით არ ყოფნის ძალა,რომ მოიშოროს ავი ზმანება.ოდნავ ანათებს ფერმკრთალი მთვარე,წყვდიადი მეფობს ოთხივე მხრესდა სიჩუმეა გარშემო მკაცრი. . .ცხენს მოაჭენებს უპირო კაცი.
მის წინ მდუმარე მინდორი ბზინავს,ყორღანიც ბზინავს და ხედავს იგი,რომ რუსლანს ცოლის ფეხებთან სძინას,ცხენი კი დადის ყორღანის ირგვლივ.მაშინვე ბნელში გაქრა გრძნეული,ფარლაფს კი შიშით უთრთის სხეული,ვეღარ უჭირავს ხელში აღვირი,შეეკრა სუნთქვა და თრთის ბალღივით.ბოლოს კი ფრთხილად დააძრო ხმალი(აუციმციმდა ხმალს ბასრი პირი)და ემზადება, რომ მთელი ძალითორად გააპოს მძინარე გმირი.მიუახლოვდა და გმირის რაშიაჭიხვინდა და ადუღდა მაშინ,მაგრამ ამაოდ, ჩემს რაინდს სძინას,ვერ გრძნობს ვერაფერს და, როგორ რკინა,გულზე აწვება მტანჯველი ძილი,ხოლო ფარლაფი, მხდალი და ფრთხილი,თავზე წაადგა და ცივი ხმალისამჯერ ჩაასო მკერდში მძინარეს,და მთლად დაფეთდა, ისედაც მხდალი,როცა იფეთქა სისხლის მდინარემ.მერ კი ძვირფას ნადავლით ხელშიშეშინებულმა მოკურცხლა ბნელში.მთელ ღამეს ეგდო რუსლანი ასე,ვიდრე არ ჩაქრა ვარსკვლავი ცაზე.ვიდრე არ გაქრა პურქუშ მთებიდანგაუკვალავი და მძიმე ნისლი, -მას პირდაღებულ ჭრილობებიდანმდინარესავით სდიოდა სისხლი.დილით კი ოდნავ გააღო თვალი,ამოიკვნესა და ძალისძალითწამოიწია კიდეც და მყისვესულწართმეული დაეცა ისევ.
##მეექვსე სიმღერა
ძვირფასო, რატომ მაძალებ ასე,რომ დაუდევარ სიმების ხმაზეძველი ამბები ვიმღერო ისევდა ერთგულ მუზას მთლიანად მივცეთავისუფალი დროც და გონებაც. . .მე კი მომბეზრდა უკვე ჭორებიდა ნეტარებით მთვრალმა, სრულიადგადავივიწყე ფიქრიც და შრომაც,წყნარი სიმების ხმატკბილი კრთომაცდა ახლა მხოლოს ლხინი მწყურია.ადრე ცხოვრებას რითაც ვზომავდი,დღეს ის საზომი აღარ მჭირდება.დღეს შენით ვსუნთქავ და განცხრომაშიარც მესმის, როგორ მიხმობს დიდება.უცებ ჩამიქრა ცეცხლი მალული.,გამოგონების გაქრა გენიაც,მაგრამ სურვილი და სიყვარულისულს ძველებურად შემორჩენია.შენ კი მაძლაებ, რადგან მოგწონდაის, რასაც ადრე ვყვებოდი შენთვის,და მოგონების მაღალ კოცონთანშენც გათრთოლედა მიჯნურთა ბედი.რაც მომხდრიყო დიდი ხნის წინათ,ის შენს ფიქრებში იდებდა ბინასდა შენც გიპყრობდა ზღაპრულის ძალითჩერნომორი და გრძნეული ქალი.ბრძენი ფინელიც და ვლადიმირიც. . .და გიბრწყინავდა სახე ღიმილით,ჩემს მსუბუქ ლაყაფს ისმენდი როცა,თუმცა ხანდახან ნაზი თვალებით,ფარული სევდით და დანანებითდა თანაგრძნობით მიცქერდი მგოსანს.ამიტომ ვბედავ. შენ მაძლევ იმედსდა კვლავ ვაღვიძებ ჩათვლემილ სიმებს,შენს ფეხთით ვჯდები და ისევ ისეჭაბუკ რაინდზე სიმღერას ვიწყებ.
მაგრამ რას ვამბობ? სად არის იგი?ტრიალ მინდორში აგდია მკვდარი.ულვაშს და ქოჩორს უწეწავს ქარი.და უტრიალებს ყორანი ირგვლივ.დადუმებულა ნაღარა ურჩი,უძრავად გდია მინდოზე ზუჩიც.თავს დასდგომია ერთგული ცხენი,ჩაუქინდრია ამაყი თავი,დასცქერის სისხლის ხასხასა ყვავილს,და ელის ასე, ელის და ელის.აღარ უბრწყინავს ისე, ვით წინათ,ფაფარი, ოქროს ჩანჩქერის დარი.ხოლო მის პატრონს სხვა ძილით სძინავს,ვერ დაიქუხებს ჯერ მისი ფარი.
ჯუჯა სადღაა? - ის კვლავ გუდაშიზის ნაინისგან დავიწყებული,ისევ ჩიფჩიფებს ბნელში ბებრულადდა ყველას ერთად წყევლის გულდასმით.მან არ იცოდა, რა მოხდა გარეთ,იგინებოდა თავისთვის მწარედ.ბოლოს გაბედა და მხოლოდ თვალიგამოაპარა გუდიდან ჩუმადდა როს რუსლანი იხილა მკვდარი,კვლავ დაუბრუნდა იმედი უმალ.სისხლის გუბეში აგდია მტერი, -მალე შინისკენ! ჰერი და ჰერი!არც ლუდმილა ჩანს, რა გინდა მეტი, -თავისი ფეხით მოსულა ბედი.სიხარულისგან უთრთის სხეული,მაგრამ კვლავ მწარედ ცდება წყეული.
ამასობაში ძვირფას ალაფითდა ნაინისგან გზადალოცვილი,კიევისაკენ მიქრის ფარლაფიდა უნაგირზე ზის აწოწილი.მიქრის იმედის და შიშის გზაზედა მის წინ, დნეპრის შრიალით სავსე,უკვე გამოჩნდნენ მშვიდი მინდვრები.ფარლაფი მიქრის და ფიქრს მიდენის.აი, ქალაქიც გამოჩნდა უკვედა აი, უკვე ქალაქში იქრისდა ხალხით შავსე ქუჩებს და შუკებსმართლა რაინდი გონიათ იგი.გახარებული მხაურობს ხალხი.მოსდევენ მხედარს ჭენებით დაღლილს,გარბიან, რათა მამას ახარონდა გაუნათონ ისევ სამყარო.
ისევ ტანჯავდა წუხილის ტვირთი,ისევ ტკიოდა ძველი ტკივილი,მისდევდა ნაცნობ ფიქრების ზვირთესდა კოშკში იჯდა მზე-ვლადიმირი.მის ირგვლივ ისხდნენ, ქვაზე მსვიდები,ბოიარები და რაინდები.უცებ ხმაური გაისმის გარეთ,ხალხის ყაყანი მოაწყდა კარებს,გაიღო კარი და რას ხედავენ:შემოდის ვიღაც უცხო მხედარი.ჯერ მიაჩერდნენ უეცარ სტუმარს,მერე ხმაურით წამოდგნენ უმალ,"ფარლაფი? . . . როგორ, რომელი ძალით ?. . .ნუთუ დაბრუნდა თავადის ქალი. . ."თავადის ფეხზე წამოდგა ნელა,მძიმე ნაბიჯით შვილისკენ მიდის,უბედურ ასულს უცქერს და ღელავს,გულს სიხარული სწვევია დიდი.სურს მამას ხელი მოხვიოს ფრთხილად,მიიკრ, ნაზი და დაქანცული,მაგრამ ვერაფერს ვერ გრძნობს ქალწულიდა მკვლელის ხელში გულმშვიდად სძინავს,მისჩეერებიან თავადს ყველანიდა მოლოდინში ჩუმად ღელავენ.მოხუცს ღიმილი შეაშრა პირზედა თვალი რაინდს მიაპყრო ისევ.ფარლაფმა ტუჩზე მიიდო ტითიდა გაუსწორა თვალები ფლიდი,ბოლოს კი უთხრა: "ლუდმილას სძინავს,ასე ვიპოვე ცოტა ხის წინათ.ტყის კაცს ჰყლია თავადის ქალი,გამოვაგლიჯე ხელიდან ძალით.ჩემს სასარგებლოდ გადაწყდა ბედი:სამ დღეს ვულეწეთ ერთმანეთს მკერდი,სამჯერ დაგვხედა ფერმკრთალმა მთვარემ,ვიდრე ჭიდილი დამთავრდა ცხარე.ბოლოს კი ვძლიე, მაგრამ ასულიდამხვდა მზინარე და გულწასული.როდის გაახელს ასული თვალებს?ვის ვთხოვოთ შველა ან რომელ ძალებს?არ ვიცი - მკაცრი კანონის ბედისწყვდიადითაა მოცული ჩემთვის.ღმერთი უშველის, თუ კი ინება,ჩვენ კი ცდა გვმართებს და მოთმინება!
მალე გავრცელდა ქალაქში ცნობასაბედისწერო და გულსაკლავი.ხალხმა ქუჩებში გამართა ბჭობა,ჩამოუვარდათ გმირებს მხარ-მკლავი.ქალაქის თავზე ცა იქუფრებადა მოედანი დუღს და მქუხარებს,გაღებულია კოშკი მწუხარედა ყველასა აქვს შესვლის უფლება.და მოდის ხალხის ჭრელი ნაკადი,აღელვებული მოიწევს ძალითკოშკისკენ, სადაც თავადის ქალიფარჩებზე წევს და სძინავს აქამდის.ძილს დაუპყრია მთლიანად იგი,ხოლო რაინდებს სარეცლის ირგვლივჩაუქინდრიათ მკაცრი თავები.აზანზარებენ ცას საკრავები:ღრიალებს ბუკი, ნაღარა, დაფი,მაგრამ მძინრეს არ უთრთი წარბიც,არც ბუკის ესმის და არც ნაღარის,ხოლო თავადი, თვალცრემლიანი,გაწამებული სევდის იარით,ასულის ფეხებს ეკვრის ჭაღარღით.და მოხუცს გვერდით უდგას ფარლაფი,ადრინდელ ფარლაფს არ ჰგავს არაფრით,შემოწოლია მკვლელს სინანულიდა სულს უწეწავს ჯავრი ფარული.
დაღამდა კიდეც. მაგრამ ქალაქშიარ მოუხუჭავს თვალი არავის.იდნენ, იცდიდნენ და ლაპარაკშიგაუგონარი და შემზარავიამბავს ამბავი მოჰყვა მრავალიდა გაახსენდა მავანს მავანი,ყვალამ აუბა საუბარს მხარი,ცოლს ივიწყებდა ჭაბუკი ქმარი.და როცა მთვარემ იბრუნა პირი,ქალაქს დაატყდა ახალი ჭირი.ფეხზე წამოდგა კიევი მთელი,ქალაქი ახალ განსაცდელს ელის.და როცა ზეცის განათდა თაღიქალქის კედელს მიაწყდა ხალხი.და რას ხედავენ: მდინარის იქითთეთრად ცახცახებს კარვების რიგი.წამოუშლიათ ცხენოსნებს მტვერი,ბრჭყვიალებს ფარი და შუბის წვერი.მთელი მინდორი ბორგავს და ღელავსდა საომარი ფორნები ნელამოზოწინობენ მტვერში ჭრიალით.ქედებზე კოცონს გააქვს ბრიალი,ალბთ ხტიან, როგორც ჭინკები.ამხედრებულან პაჭანიგები!
ამასობაში ბრძენი ფინელიმომავალს უკვე წვდება ფიქრებითდა უდაბნოში უცდიდა იგიადრე განჭვრეტილ დღეს მოთმინებით.
შორს, სტეპებს იქით და მთებს გადაღმა,სადაც მიდამო სიცხით გადახმა,სადაც ქარებმა დაიდეს სბინა,სადაც მქუხარე ქარიშხლებს სძინავთ,და სადაც ღამით, მარჯვე და ქლესა,ვერც კუდიანი ვერ ბედავს შესვლას, -იქ მშვენიერი ველია ვრცელიორი პატარა წყაროს წყლით სველი.ერთში მოღელავს ცოცხალი წყალიხოლო მეორე წყაროში - მკვდარი.გამეფებულა ირგვლივ დუმილი.არ ირხევიან მწკრივები ხეთა.როგორც არ უნდა კლავდეს წყურვილი,მხდალი ირემი მაინც ვერ ბედავსიმ წყაროს წყალი დალიოს წმინდა,რადგან სულები უხსოვარ დღიდანმთვლემარე ნაპირს უდგანან მცველადდა მათი შიში აკავებს ყველას.
უცებ წყაროებს დაეცა ჩრდილიდა განდეგილი წაადგა თავზე.სულებს დაუფრთხათ ხანგრძლივი ძილი,შეშინებული აფრინდნენ ცაზე.მან კი აავსო ხელადა ორი,გამოაღვიძა კამკამა წყალიდა გაქრა წამსვე, ქარივით მალი,ასწლოან ნაძვებს და ბორცვებს შორის.რუსლანთან გაჩნდა მოხუცი წამში, -თავს დასდგომოდა ერთგული რაში,თვითონ კი სისხლით დაელბო მიწადა ღია ცის ქვეშ უძრავად იწვა.მოხუცი თავზე დაადგა ჩუმად,ჯერ მკვდარი წყალი აპკურა მკერდზედა ჭრილობები გაბრწყინდნენ მზეზე,გვამიც სინათლით გაივსო უმალმედრე აპკურა ცოცხალი წყალიდა გაახილა რინდმა თვალი,სიცოცხლითა და ჯანღონით სავსერუსლანი ფეხზე წამოდგა წამსვე.დღეს მიაჩერდა ხარბი თვალებითდა ნაშთიც განვლილ ტანჯვა-წვალებისმოშორდა, როგორც უჟმური ძილი,უკვალოდ, როგორც უმწეო ჩრდილი.მაგრამ ლუდმილა სადღაა? ღმერთო!რუსლანს კვლავ ოფლმა დაასხა პირზე.შეეკრა სუნთქვა და ჩქარა ისევცეცხლი, რომელიც მის გულში ენთო.უცებ, ბრძენი და გულთამხილველი,გადაეხვია რუსლანს ფინელიდა სიყვარულით ჩაიკრა მკერდში:"გათავდა, შვილო, შენ აღარ გერჩისმუხთალი ბედი და დღეის იქითიქუხებს შენი მრისხანე ხმალი,კიევსს მშვიდობას მოუტანს იგიდა იქ დაგხვდება თავადის ქალიც.შენ ეს ბეჭედი მიადე შუბლზედა ჯადო ძალას დაკარგავს უცებ.გაბითურდება მტრი და ღვარძლიცთვალს ამოივსებს მიწით და ნაცრით.თქვენ კი სიმართლე შეგრჩებათ ფარადდა ბენდიერნი იქნებით მარად.ახლა მშვიდობით. . . ღმერთი გფარავდეს.ვეღარ შევხვდებით კუბოს კარამდე"თქვა და მაშინვე უკვალოდ გაქრა.და სიხარულით სავსე და მთვრალირუსლანი ეძებს მეგობარს, მაგრამვერ მიაწვდინა ვერაფრით თვალი.არც ჩამიჩუმი არ ისმის ირგვლივ,ტრიალ მინდორსი მარტოა იგი.რაკი პატრონი ფეხზე იხილა,კვლავს დაიქნია ფაფარი ცხელიდა ერთ ადგილზე ხტის და ჭიხვინებსდა ანჯღრევს ჯუჯას რუსლანის ცხენი.აი, მზადაა უკვე თავადიც,არ ეპუება დროსა და მანძილსდა გარინდებულ ტყეების გასწვრივფიცხი მერანი მიჰყავს ნავარდით.
მაგრამ რა მწარე სანახავიაკიევი მტრებით გარემოცული.ქალაქის თავზე ზეცაც შავიადა ლაღობს მტერი კართან მოსული.მტერს დარჩენია ყანაც და ბაღიც.ცაში მზადდება ჭექა-ქუხილიდა გალავანზე გასული ხალხიყანებს და ბაღებს უცქერს წუხილით.გახშირებულა ოხვრა და ვიში.გამეფებულა ქალაქში შიში.ხოლო მძინარე ასულის გვერდით,შეშფოთებული ქალაქის ბედით,ლოცვად დამდგარა დიდი თავადი.კვლავ ძველებურად ჩუმი და მკაცრი, -ბრძოლისვის უკვე მზადაა იგი.დევგმირთა გუნდი არტყია ირგვლივდა დიდებულთა ერთგული რაზმი.ბრძოლის დღეც დადგა. ავარდა მტვერიდა ქალაქისკენ დაიძრა მტერი.ჯარმა აავსო ველი სავსებით,რაზმებს მოსდევენ შლეგი რაზმები.და აღრიალდა ქალაქში ბუკი,დღეს მიემატა ფოლადის შუქი.მაშინ ამხედრდნენ კიეველებიცდა გაემართნენ მტრისკენ ჭენებით.გაჩაღდა ომი. გაცოფდა რვალიდა აჟღრიალდა ჯავშანზე ხმალი,ჩაჩქანზე კეტი და ფარზე ცული.ცხენებმაც იგრძნეს სიკვდილის სუნი.სტვენით მიფრინავს ისრის ღრუბელი, -ქვეყნის დამქცევი და დამღუპველი.შემოიქინია სიკვდილმა ცელი,სისხლით დაფარა მინდორი ვრცელი.თავქვე ცვივიან მკვდარი მხედრები,ემალებიან მახვისლ დედლები.რაზმი ყიჟინით შეიჭრა რაზმში,უმხედროთ მიქრის დამფრთხალი რში.ჯერ ომის ბედზე ფიქრიც შორს არი.ცხენოსანს ებრძვის იქ ფეხოსანი.გათელილ რიგზე დგება სხვა რიგი.იქ რუსი კვდება, აქ პაჭანიგი.გურზს გაუპია ერთისთვის შუბლი,გულს დასობია მეორეს შუბი,გაუჭყლეტიათ მესამე ფარით,ცხენის ფლოქვებში აგდია მკვდარი.დაღამებამდე გაგრძელდა ასე.ვერც ერთმა მხარემ ვერ ძლია მტერი.დადუმდა ველი, გვამებით სავსე,ქვასა და ბალახს ეცვალა ფერი.ძაძა ჩაიცვა თითქოს ბუნებამ.თითქოს მინდორსაც დაესხა რეტიდა მეომრებმაც, დაქანცულებმა,მიდეს თავები გვამების გვერდით.ღრმად ჩაეძინათ დაღლილ მეომრებს,აღარც ახსოვდა ერთი მეორეს.მხოლოდ ხანდახან ისმოდა კვნესაან რუსის ლოცვა წვდებოდა ზეცას.იფანტებოდა წყვდიადი მხდალი,ჩრდილები ადილს იცვლიდნენ ფრთხილად,უკვე ვერცხლისფრად ბრწყინავდა წყალიდა თენდებოდა საეჭვო დილა.იკვეთეოდა ტყე და ქედები,ცა იღვიძედა, ჩუმი დ ვრცელი,მაგრმ ჯერ კიდევ თვლემდნენ მხედრებიდა მშვიდად თვლემდა ჯერ ბრძოლის ველიც,მაგრამ უეცრად მტრების ბანაკშიყურისწამღები ატყდა განგაში,ცხენები ადგილს მოწყდნენ ჭენებითდა წამოცვივდნენ კიეველებიც.გაოგნებული დარბიან ველზედა რას ხედავენ: ვიღაცა ცხენზეამხედრებულა და მტრის რიგებშიმეხივით დაქრის, ჩეხავს და ანგრევს,იღუპებიან პაჭანიგტები,ცუდად წასულა ურჯულოს საქმე.ღრიალებს უცხო რაინდის ბუკი,ცეცხლივით ადგას ფარ-აბჯრის შუქი.ურჯულოების რისხვა და ჭირირუსლანი იყო ის უცხო გმირი.დაჯირითობდა თამაშ-თამაშითპაჭანიგების დამფრთხალ ბანაკში.სადაც კი მიწვდა მრისხანე ხმალი,სადაც გამოჩნდა მისი მერანი,იქ ზვინად დადგა ხორცი და ძვალი,პირქვე დაემხვნენ წამსვე ყველანი.უცებ გაივსო მინდორი ვრცელისისხლში მოსვრული გვამების ჯარით,მთებად დახვავდა კაცი და ცხენი,შუბი, ისარი, ხმალი და ფარი.და ბუკი ხმაზე სლავი მხედრებიცმტერს დაეჯახნენ რკინის მკერდებით.გაათამამა გმირმა ისინიცდა გმირს ფეხდაფეხ მიჰყვნენ ყიჟინით.მაშინ კი დაფრთხენ პაჭანაგები,მოტრფიალენი რბევა-თარეშის.მოახტნენ ცხენებს და სიჩქარეშიმიაწყდნენ დამფთხალ რიგებს რიგები.ეყოფათ, ადრე რაც უჩხუბიათ,არ შერჩათ ბრძოლის თავი სრულებითდა კიეველთა ხმლებს გაურბიანსაჯოჯოხეთოდ განწირულები.მათ გუნდებს ჩეხას რუსული ხმალი.ხარობს კიევი. . . დამშვიდდა თვალი,ისმის სიმღერა და შეძახილი.ქარს გაუფანტავს მწუხარე ფიქრი.გმირი კი უკვე ქალაქში მიქრის,ხელში უჭირავს ბასრი მახვილი,განათებია იმედით შუბლი,მოშორებია გულიდან ნისლი,ვარკვლავის დარად ციმციმებს შუბი,აბჯრიდან წვეთავს ურჯულის სისხლი.წვერსა და ულვაშს უთეთრეს მტვერიდა მუზარადზე ერხევა წვერი.ხალხს დაუფარავს მიწაყრილები,ქალაქისა და ციხის კედლები,სახლის ბანებიც და მოედნებიც, -ხვდებიან ლაღი შეძახილებით.და აი, კოშკში შევიდა იგი,გამეფებულა დუმილი ირგვლივ,ლუდმილას ისევ სძინავს შველივით,დაუფლებია ძილი ზღაპრულიდა ვლადიმირი, ფიქრში ჩაფლული,შვილის ფეხებთან დგას მოწყენილი.ისევ სეეკრა მკაცრი კოპები,ისევ წუხილში იდგა ყელამდისდა მარტო იყო, რადგან ყველანი,მისი შვილებიც და მეგობრებიც,საომრდ იყვნენ ველზე გასული.მხოლოდ ფარლაფი იდგა კარებთან,მტერს აგინედა და კანკალებდაგულაჩრებული და ფერწასული.მთლად დაეღრიჯა სიმწრისგან პირი,როგორც კი იცნო, ბოროტმა, გმირი.ვეღარ გაუძლო შიშსა და წუხილსდა მოეკვეთა, გონწასულს, მუხლი.ღირსეულს სასჯელს უცდის ღალატი!მაგრამ სატრფოსკენ მირბის თავადი,აუციმციმა შუქმა თვალები,ახსოვს ფინელი დანაბარები,ბეჭდისგან ნამდვილ სასწაულს ელის.აი, შეახო მათრთოლვარე ხელი. . .და სასწაულის გახდა მხილველი:ძილი, ხანგრძლივი და საკვირველი,დაირღვა უცებ, გააღო თვალიდა გამოფხიზლდა თავადის ქალი.უძრავად იჯდა ლუდმილა წამით,გაოცებული ამსიგრძე ღამით,უძრავად იჯდა, როგორც სტუმარი,გამოყოლილი და იდუმალიგულს უწვრილებდა თითქოს სიზმარი.ბოლოს კი იცნო: - ღმერთო, ის არის!და ნაზ ხელებში აღოჩნდა გმირი,მთლად დაავიწყდა განვლილი ჭირი,გაქრა წუხილის და სევდის ჩრდილიც,გაქრა ტკივილიც ყველა იარისდა ვლადიმირიც საყვარელ შვილებსგადაეხვია თვალცრემლიანი.ჩემო ძვირფასო, შენც ხვდები, ალბათრით დავამთავრებს მე ამ გრძელ ამბავს:ვლადიმირს რისხვა გაუქრა წამსვე,უმართებულო და უსამართლო.ჯუჯას შეუნდეს, წუხილით სავსეს,და დაიტოვეს კოშკში სამადლოდ.ხოლო ფარლაფმა ბოლომდე გახსნათავის ბოროტი სული და სახედა აპატია რუსლანმა მასაც.და ამ ბედნიერ სურათის მნახველს,კვლავ მოუბრუნდა გული ვლადიმირსდა ძველებურად ლაღად და მხნედა,თავის საყვარელ ოჯახთან ერთადგადაიხადა დიდი ნადიმი.
ასე მთავრდება თქმულება ძველი,მას მერე ბევრი გაფრინდა წლები.
##ე პ ი ლ ო გ ი
ფუჭი დუმილის წიაღში მჯდარი,ქვეყნის გულგრილი მცხოვრები ერთი,ჩემი დამჯერი და მშვიდი ქნარითძველისძველ ამბებს ვმღეროდი ჩემთვის.და ვივიწყებდი დროსა და ღალატს,მავიწყდებოდა ჭორიც და შურიცდა სიმღერებში ფეთქავდა წყნარადბედის სიბრმავით დაჭრილი გული.გამონაგონის ფრთების წყალობითმე ქვეყის კიდეს ვცდებოდი უმალ,მაგრამ ხიფთიც მოიჩქაროდადა გროვდებოდა ჩემს თავზე ჩუმად.ვიღუპებოდი. . . წმინდა მფარველოახალგაზრდობის მშფოთავარე წლების,დამაცხრობელო და საყვარელოდასნეულებულ სულის და ვნების, -შენ ამარიდე შავი ღრუბლები,გულში ჩამხედე მშვიდობის სანთლითდა დამიბრუნე თავისუფლებაც,ყმაწვილკაცობის კერპი და ხატი.დღეს შორეული გზები ღელავენდა ნევის ნაპირს მოშორებულიკავკასიონის ვუცქერ მწვერვალებსდა მიპყრობს მათი ბრწყინვა მეფური.სალი კლდეებით და ხეობებითდასერილია სივრცე სრულებითდა მეც სავსე ვარ მუნჯი გრძნობებითდა სურათებით ველურ ბუნების.და სულიც ისევ სავსეან ფიქრით,რომელსაც უკვე ვერავის შეცვლის.აღტაცებათა მოკლე დღე მიქრისდა პოეზიის ჩამქრალა ცეცხლი.წავიდა იგი, ლექსების ჟამი,ჟამი გართობის და სიყვარულის.ძალზე ხანმოკლე აღმოჩნდა წამი, -გაქრა და დარჩა სევდა ფარული.თუ ადრე მისი ცეცხლი მებარადა სხვა ყველაფრის ვიყავ მგმობელი,დღეს სამუდამოდ თვალს მიეფარაქალღმერთი წყნარი და საგალობლების.