↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სოფელი

პუშკინი ალექსანდრე

2023-05-123 წთ საკითხავი9126 ნახვა

—
სალამი შენდა, მხარე ჩემო და უდაბურო,სავანე შრომის, სიმშვიდის და შთაგონებისა,სადაც დღეების დენამ უნდა დაისადგუროსჩემს მარტვილ ბედთან ჩაკონებითა.შენი ვარ: დავთმე გარყვნილების სახლი მეფეთა,ძვირფასი ლხინი, დროს ტარება, გზაც აბურდულიდა ვამჯობინე მუხრანის ხმა, სიჩუმე ველთა,სადაც ვიფიქრებ მარტოობით შემოსუდრული.შენი ვარ: მიყვარს ჩრდილები ბაღის,ვყნოსავ ყვავილებს გულმოდგინებით.მიყვარს მინდორი, მოფენილი სურნელ ზვინებათ,და წმინდა წყარო, ბუჩქებში რომ მიჰქრის სილაღით.ყოველ სურათის მოძრაობა მახარებს ცალკე:ვხედავ ორი ტბის ლაჟვარდოვან, გაფენილ სარკეს,სად ხშირად მოჩანს მებადურის აფრა ტიალი,იქ ბორცვებია და ყანები გამოხატული,შორს სჩანს ქოხები მიმოფანტული,ცვრიან ნაპირზე ჯოგის ძოვა და ხეტიალი.ქარის წისქვილებს აკრავს ხორბლით სავსე ფარდული,სჩანს ყველგან შრომის ორომტრიალი.ამაოების ბორკიები დავტოვე, მინდაჭეშმარიტების ძიებაში სიამე ვნახო,თავისუფალ სულს მიაჩნია კანონი წმინდად,ბრბოს არ ვუსმინო, თუნდ ხმამაღლა გოდებით მძრახოს,ხოლო ვედრება მორცხვი იყოს სულისთვის ახლოსდა არ შემშურდეს, არასდროს ბედიყალბი დიდებით შემოსილი ვერაგის, ყბედის.საუკუნეთა ქადაგებო, თქვენ გეკითხებით!განმარტოების სიდიდეშიმე უფრო მესმის თქვენი სიტყვები:ეგ ხმაა მტერი ჩემი სიზანტისა,ჩემში შრომისთვის ცხელ სურვლს ჰბადებს,და მოვლინება თქვენი მადლისასულის სიღრმეში ნაყოფს ამზადებს. . .მაგრამ სასტიკი მოფიქრბა ახალ კვალს მაჩენსმწიფე ყანისა და მაღლობთა შორის,კაცობრიობის მეგობარი დაღვრემით ამჩნევს,რომ ყველგან მეფობს ჩამორჩენის, სირცვილის შმორი:იღვრება ცრემლი, გაისმის კვნესა,განგებამ ხალხს რომ მიუჩინა და მიაკუთვნა;მაგრამ გულცივ და უსამართლო ბატონებს დღესაცარ ესმით ხალხის. . . მებატონემ დაისაკუთრაშრომა, სახლ-კარი, დრო და ოფლი მიწის მონისა.სხვის გუთანს მისდევს მათრახებით წინ გაგდებულიბრბო მონების, რომ ყანა ხნას - გამდიდრებული,გულდახურული მებატონისა.მძიმე უღლის ქვეშ მშრომელები სიკვდილს ხვდებიან,იმედს და სწრაფვას გადაექცა გული საფლავად.აქ ქალწულები იფურჩნებიანგარყვნილ ვერაგის ჟინმოსაკლავად.მოხუც მამების ვაჟიშვილებისახლის იმედად გამოზრდილები,სოტვებენ კერას და მიდიან ახალ წვალებად -სასახლის კართან ჩუმ მონების გასამრავლებლად.ნეტავ ხმამ შესძლოს გულთ ანთება, აგრიალება . . .რად არის მკერდში უნაყოფო ალმურის დენა,რად არ მერგუნა მრისხანებით მეტყველი ენა!. . .ვიხილავ განა, მეგობრებო, ხალხს დაუჩაგვრელს,რომ მეფის ნებით აღარ იქნეს მონობა მეტი,რომ სამშობლოში ბოლოს მაინც სხივებად ჩადგესთავისუფალი განათლების ძვირფასი სვეტი.
1819

პუშკინი ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი