პოეზია · ლირიკა
ცხუმი
თუ დაეცემა ცხუმი,ცხუმარს, გაგრას და ცხინვალსვეღარ უშველის ჩუმიჩვენი ცრემლების ბრწყინვა.ვერ დავიბრუნებთ სხუმის(ქვისკენ მიქნია პირი)თუ დაეცემა ცხუმი,ჩვენი ქალაქი გმირი.რა უნდა მოხდეს მეტიუფრო მწარე და ყუმი,თუ დაეცემა თეთრიჩვენი ქალაქი ცხუმი.თუ დაეცემა ცხუმი,ვერ დაგიმალავ, _ გეტყვი:შეგვაჭმევინებს უმადძაღლის სალაფავს ბედი.