პოეზია · ლირიკა
სიყვარული მანკია
თვალს ეძლევა ნაკვერჩხლისფერი და ელვარება,თრთოლვა მივლის ნეკერჩხლისსული არ მენანება.სიყვარულის ძირკვებმა,იცის როგორც ირკვევახელში შემოდნობა დაფეხის მობორძიკება.სიყვარული მანკია,გესხმის, გიტევს, უგვანოდგულთმისანი სარკეა,ვერ გაბედავ უგანო.ვერ გიშველის ლიტონი,ვერც სიტყვა, ვერც თვისტომითუ არ იცი რას ეძებ,ვერც როდისმე იპოვი.ვერ დალანდავ საკვირველნანატრ ციხე-სიმაგრეს,ვერ გააღწევ ნაპირზე,ფონს თუ ვერსად მიაგნებ!