პოეზია · ლირიკა
შაირ-სიტყვანი
1.გამომივლია ცხოვრებაისე, ვით ველი დიღმისა,გამომყოლია ვალებიუქმად ნაფლანგი სიყმისა.ტალღებზე ატივტივებულსარ-რა მცოდნია სიღრმისა,რა გაიგება გამოღმაამ წუთისოფლის მიღმისა!2.სიცოცხლე ვისთვის ტანჯვაა,ვისთვის კი – ნათლის სვეტია,ზოგი ბევრ წლებსაც ვერ ჰკმარობს,ზოგისთვის – ცოტაც მეტია.ჩემი ნატანჯი ტანიდანსული ვერ ამოეტია,ამ ტიალ წუთისოფელშითურმე სიკვდილიც ბედია.3.ანასებურიცაზე პატარა ვარსკვლავისულ ციმციმებს და ციმციმებს,ალბათ არც დარდი აწუხებს,არც საკუთარი სიმძიმე,ცალკე გაკიდეგანებულსარ აკრთობს სიცხე-სიცივე.– რა აციმციმებს ნეტავი?– რა ვი, უნდა და ციმციმებს.4.გოგოვ, ვისი ხარ ეგეთი?ან ვინა გყავდა ნათლია?მაგ სატანფეხო მასალასრომელ ალვის ხეს ათლიან?ეგ შენი თითო წამწამი,მე მგონი თითო ადლია.ბებერს რო მესურვილები,ცოდვა კი არა, მადლია!5.ხევსურულივითერთ ქალა დამისწორფერდაძუძუკოკობი, ბატარა,ხან სამოთხეში მაფრინა,ხან ჯოჯოხეთში მატარა,მაუნდა – ბალღად მაქცივა,მაუნდა – დევ-გმირს მადარა,ერთ ყლუპად დამაცლევინამთელი სიცოცხლის მათარა.თუ მკითხავთ: რაად გინდაო?მე გიპასუხებთ: რად არა?!